სიცხით არეული ნაბიჯებით, ირგვლივ შემცივნული ვბორიალობ. თუნდაც დროებით და ერთჯერადად, მინდა მოხვიდე და მომიარო.
თვალებდახუჭული ვეგუები, ყველა ცუდად ყოფნის პრელუდიას, შიგნით სევდაა და ტკივილები, გარეთ– მარტოობის სურნელია.
ისე უცბად მიდის თებერვალი, ერთიც არ შემომრჩა მოგონება, ჰოდა ერთი სულის შებერვა და დარჩა ერთი გულის შეღონება...
ვიდრე ქარიშხალი გამარტდება. რაღაც არ მგონია გამარტივდეს, წვიმის ხასიათის გარდატეხვა და გთხოვ, გაციებას ამარიდე...
და გთხოვ ერთადერთხელ მომიარე, თორემ სადაცაა დავეცემი, ისევ ნაბიჯები ამერია, ისე გავილიე... ვნამცეცდები.
ისე მომეწყინა მარტოობა, სუნთქვაც აღარ მკმარა მხოლოდ ჩემი... გთხოვ, ამ ერთადერთხელ მომიარე და მე შემატოვე დანარჩენი...
ვიდრე ქარიშხალი გამარტდება, ერთი თბილი კუთხე მომინახე. სულ ამ ერთადერთხელ დამიტოვე, თუნდაც ერთჯერადად შემინახე...
დამრჩა ჟანგბადისგან არაფერი. ისე გაიცრიცა, ვიხუთები. შენი მფარველობა დამაფინე, თორემ საკუთარ მხრებს ვეხუტები.
თორემ ზამთრის ხეებს ვემსგავსები, მინდა გაღიმება მომიტანო. თუნდაც დროებით და ერთჯერადად, ჩემთან მოხვიდე და მომიარო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ.
5. ნათია პაპიძე, მადლობა შეფასებისთვის , ვეცდები "მინუსების" გამოსწორებას.
ანა ჯავახიშვილი, არა არ გიწყენთ, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, გმადლობ. ნათია პაპიძე, მადლობა შეფასებისთვის , ვეცდები "მინუსების" გამოსწორებას.
ანა ჯავახიშვილი, არა არ გიწყენთ, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, გმადლობ.
4. სარითმო წყვილები, არ გამოიყურება სახარბიელოდ. ლექსის შინაარსიც არაა საინტერესო, უფრო სწორად შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო, თუ განსხვავებულად და არა ათასჯერ გადაყვავილებული ფრაზებით არ შემოიფარგლებოდით.) ნიჭი არის, საჭიროა დანარჩენი-მეტი ფანტაზია, წარმოსახვა, ფიქრი და ა.შ წარმატებები და არ მიწყინოთ)<3 სარითმო წყვილები, არ გამოიყურება სახარბიელოდ. ლექსის შინაარსიც არაა საინტერესო, უფრო სწორად შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო, თუ განსხვავებულად და არა ათასჯერ გადაყვავილებული ფრაზებით არ შემოიფარგლებოდით.) ნიჭი არის, საჭიროა დანარჩენი-მეტი ფანტაზია, წარმოსახვა, ფიქრი და ა.შ წარმატებები და არ მიწყინოთ)<3
3. ჩავაღიღინე მეც.
მართალია სარითმო წყვილები მეცნო. თუმცა, აშკარად პატარაა ასაკით ავტორი და თუ ზრდას არ შეწყვეტს და თავის თავზე მუშაობას, რიტმის თანდაყოლილი სილაღის ნიჭი უნდა ჰქონდეს, ჩემი აზრით,. სხვა რამეებიც რომ მქონდეს წაკითხული- უფრო დავარწმუნებდი ჩემს ნათქვამში თავს. ჩავაღიღინე მეც.
მართალია სარითმო წყვილები მეცნო. თუმცა, აშკარად პატარაა ასაკით ავტორი და თუ ზრდას არ შეწყვეტს და თავის თავზე მუშაობას, რიტმის თანდაყოლილი სილაღის ნიჭი უნდა ჰქონდეს, ჩემი აზრით,. სხვა რამეებიც რომ მქონდეს წაკითხული- უფრო დავარწმუნებდი ჩემს ნათქვამში თავს.
2. გმადლობ შეფასებისთვის ნ-ი-კ-ი გმადლობ შეფასებისთვის ნ-ი-კ-ი
1. იმღერება ფაქტიურად
ჩემი რჩევა იქნება, სადმე მოძებნოთ ანრი ჯოხაძის კონტაქტი და მას გაუგზავნოთ ლექსი
იქნებ ეს ბმული გამოგადგეთ რამეში https://www.youtube.com/watch?v=aMgO7qdAx_4
წარმატებები ანის იმღერება ფაქტიურად
ჩემი რჩევა იქნება, სადმე მოძებნოთ ანრი ჯოხაძის კონტაქტი და მას გაუგზავნოთ ლექსი
იქნებ ეს ბმული გამოგადგეთ რამეში https://www.youtube.com/watch?v=aMgO7qdAx_4
წარმატებები ანის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|