ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოგუსი1
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2009


არც პოეზია, არც პროზა

თუ იგრიალებს დედამიწა
და შეცურდება ოკეანეში,
დამწვარი გულის გასაგრილებლად
ოჰ ერთადერთი გზა ეს იქნება.


მე აღარ მჯერა სიკვდილი რომ საზარელია,
ყველაზე ცუდი უშენობა ყოფილა თურმე.


ნიავი როცა ქარად იქცევა, ქარი გრიგალად,
მეც შემიძლია დამწყდარი გული
დავამსგავსო უწყინარ ნიავს.



ახლა წარმოვიდგინე შენი თვალების უძირო ზღვები,
თეთრი გემები რომ დაქრიან სიყვარულით სავსე აფრებით.

რომ გნახავ სიკვდილივით ჩაგეხუტები,
ჩუმად მოგეპარები და ისე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები