 | ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 15 თებერვალი, 2019 |
== ვეფხვი == როდესაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მიწებზე საიდანღაც მოსული ვეფხვი მოკლეს - ხალხში ამბობდნენ დაგნის* სული ოცდაათი წლის შემდეგ დაბრუნდა შურის საძიებლადო (ზურაბ ქარუმაძე -„ დაგნი და სიყვარულის ნადიმი“). სული ნორვეგიელი ქალისა, რომელიც 1901 წელს ტრაგიკულად ასრულებს სიცოცხლეს ტიფლისში. ეს რომ მართალი ყოფილიყო, ვეფხვზე უკეთეს ცხოველს ვერც აირჩევდა დაგნის ბობოქარი, მეამბოხე, ცეცხლივით გიზგიზა სული ჩასასახლებლად. ვეფხვის ბეწვივით ელვარე და სხვადასხვა გზებით ტანდაზოლილი იყო დაგნი იუელის ცხოვრება. ერთი შეხედვით, ეს არის ისტორია სასიყვარულო სამკუთხედისა. სინამდვილეში, კი ეს არის ისტორია უამრავი ბედისა, უამრავი ადამიანის გულიდან გავლებული სასიყვარულო სიმებისა, რომლებიც, საბოლოოდ, დაგნი იუელის ცხოვრებასთან იკვეთებოდა, იკვანძებოდა და ხან, აბედნიერებდა ქალს, ხან, კი ისე ეხვეოდა ამ სიმების ქსელებში, რომ სუნთქვაც აღარ შეეძლო, ახრჩობდა. ასე რომ, ეს არის ისტორია მრავალკუთხედებისა ... ისტორია სასიყვარულო მრავალწახნაგებისა. == ბავშვობა და განათლება == (დაიბადა1867 წ 8 ივნისს)
მამა, ჰანს ლემიჰ იუელი ექიმი იყო და იშვიათად უწევდა სახლში ყოფნა. დედა - მინდი ნიე ბლერი, ნორვეგიის მომავალი პრემიერ-მინისტრის ნათესავი, იმდენად შეეშინებინა ერთადერთი ვაჟის, ჰანს ლემიხის ერთი წლის ასაკში გარდაცვალებას, რომ ჯანმრთელობით სუსტ ქალიშვილს - ასტრიდს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე დანარჩენებს : გუდრუნს, დაგნის და რაგნჰილდას. გუდრუნი, ყველაზე უფროსი იყო, ზედმეტად ჭკვიანი და დამოუკიდებელი, უმცროსი დებისთვის თავისი ცხოვრების წესით, ჭკუით და სიბრძნით მაგალითი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დაგნის და რაგნჰილდას უჭირდათ ზედმეტად პრაგმატულ დასთან მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ სამივეს საერთო გატაცება მუსიკა იყო. იზრდებოდნენ როლიგჰედის ცამეტოთახიან ვილლაში (რამოდენიმე ხნის უკან დედოფალმა ამ შენობაში გახსნა ქალთა მუზეუმი). მომავალში ექსტრავაგანტულობით განთქმული და ბოჰემის დედოფლად წოდებული დაგნი - მშობლიური ქალაქ კონსვინგერის ქალთა კერძო პანსიონში იწყებს განათლების მიღებას და მისი აღმზრდელი ხდება ნორვეგიის პირველი ფემინისტი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი - ანა სტანგი. ამ ქალბატონის ცხოვრებისეული შეხედულებები და თავისუფლებისმოყვერეობა მთლიანად მოიცავს დაგნის და მისი ამაყი და მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბებაც ადრეული წლებიდან იწყება. ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური, გერმანული და ნორვეგიული ენები - მისი შედეგებით ჩანს, რომ ძალიან გულმოდგინე მოსწავლე ყოფილა. 1882 წელს დაგნი მიემგზვრება გერმანიის ქალაქ ერფრუტში მუსიკის შესასწავლად, სადაც მოგვიანებით რანგჰილდაც შეუერთდება (მომავალში, ნორვეგიის ოპერის გამოჩენილი მომღერალი). 1890-ში კი, ისევ ოსლოში ბრუნდებიან სწავლის გასაგრძელებლად. (კონსერვატორიაში) დაგნი თავით გადაეშვა ოსლოს ბოჰემურ ცხოვრებაში. აქვს რომანი აწ უკვე ცნობილ მწერალ კრისტერსენთან, რომელსაც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ხვდება, მანამ სანამ გაიცნობს ედუარდ მუნკის. ედუარდი აღარასდროს დახატავს სხვა ქალს, გარდა თავისი ჟღალთმიანი ნამდვილი სიყვარულისა. (როგორც თავად უწოდებდა განშორების შემდეგ) == შავი გოჭი ==
ედუარდ მუნკი ბერლინში მიემგზავრება. დაგნი ოსლოში რჩება და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გუვერნანტად ბიძის ოჯახში, ბიძის, რომელიც ძალიან მალე ნორვეგიის პრემიერ მინისტრი ხდება. 1892 წელს, იმ მიზეზით, რომ ბერლინში მუნკის ნახატების გამოფენა ეწყობა, ედუარდი დაგნის ბერლინში ჩასვლას სთავაზობს. დაგნიც მიემგზავრება საყვარელ ადამიანთან. ბერლინის ბოჰემური ნაწილი ამ დროისთვის იკრიბებოდა დუქან „შავ გოჭში“, მუნკიც არ აკლდებოდა შეკრებებს, თუმცა, თვეების განმავლობაში ცდილობდა დაგნი არ გამოეჩინა ხელოვანების, მწერლებისა და მხატვრების წრეში. თითქოს, გული უგრძნობდა, რომ... დაგნიც მთელი სიბეჯითით მეცადინეობდა ფორტეპიანოზე, დროს არ ჰკარგავდა. მაინც გამოჩნდა „შავ გოჭში“ ნიჭიერი პიანისტი და მწერალი ქალი - დაგნი . გამოჩნდა და დახვეწილი და უზომოდ განათლებული ქალბატონის მამაკაცთა წრეში შეჭრამ უზარმაზარი ვნებათაღელვა გამოიწვია. მკრთალი კანი, ნახევრად მილულული თვალები და ცეცხლივით თმა - განსხვავებული გემოვნების მქონე მხატვრებს ერთნაირად აღელვებდა. პოლონელი დემონური მწერალი (ასე უწოდებდნენ სტანისლავ პშიბიშევსკის) იმთავითვე მოხიბლული დარჩა ნორვეგიელი პიანისტი და მწერალი ქალით: „ ჩემი სული, ჩემი დაგნი“- პირველივე წუთებიდან დაარქვა მეტსახელი; „ მე ის მიყვარს, როგორც ჩემი სულის დიდებული ნაწარმოები, რომელიც მანვე შექმნა“ - ასე გამოუტყდა მის მიმართ სიყვარულში სტანისლავი ყველას. დაგნი კი, თავიდან გაიტაცა გრძნობებმა სტრინდბერგის მიმართ (შვედი მწერალი, პოეტი, რომანების ავტორი, ესეისტი და მხატვარი), თუმცა, მოკლე და მღელვარე რომანის შემდეგ ქალმა შვედი მიატოვა. უარყოფილი დრამატურგი კი, ხელიდან არ უშვებდა არც ერთ მომენტს, რომ არ დაემცირებინა, სიძულვილით არ ელაპარაკა და არ გაელანძღა ხალხის თანდასწრებით. დაგნის ერთხელაც არ უპასუხნია შეურაცხყოფებზე. მძიმედ გადაიტანა თავის უპირველეს მუზასთან განშორება ედუარდ მუნკიმაც, ცნობილია, რომ დაგნის ოთახის კართან, იატაკზე მწოლიარე ათევდა ღამეებს, იმედით, რომ დაიბრუნებდა მის სიყვარულს. მაგრამ, დაგნის უკვე სტანისლავ პშიბიშევსკი უყვარდა უგონოდ.
* DAGNY - ნორვ: ცისკრის ვარსკვლავი
(გაგრძელება იქნება )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. კიდევ მივუბრუნდიიი... იშვიათად ვაკეთებ ხოლმე ასეეე... ისე, ძალიან საინტერესოდ ახსენი და მგონი, უნდა დაფიქრდნენ გრამატიკოსები... წინ რატომ უნდა იყოს, როცა უკვე მოხდა? აი, რამდენიმე კი ასე და რატომღაც, ტელევიზიებითაც სულ "რამოდენიმე" ისმის. კიდევ მივუბრუნდიიი... იშვიათად ვაკეთებ ხოლმე ასეეე... ისე, ძალიან საინტერესოდ ახსენი და მგონი, უნდა დაფიქრდნენ გრამატიკოსები... წინ რატომ უნდა იყოს, როცა უკვე მოხდა? აი, რამდენიმე კი ასე და რატომღაც, ტელევიზიებითაც სულ "რამოდენიმე" ისმის.
15. გადმოღება არაფერ შუაშია, უმაჩკა. გადმოღება არაფერ შუაშია, უმაჩკა.
14. ნება შენია ... ნება შენია ...
13. აჰა... საინტერესოა... აზრობრივად გეთანხმები, მაგრამ ეგრე თუ ყველაფერი გადმოვიღეთ, კალკი გამოვა და მეტი არაფერი, ძვირფასო... რა ვიცი, რა ვიცი... აჰა... საინტერესოა... აზრობრივად გეთანხმები, მაგრამ ეგრე თუ ყველაფერი გადმოვიღეთ, კალკი გამოვა და მეტი არაფერი, ძვირფასო... რა ვიცი, რა ვიცი...
12. მადლობა, უმა. იმ კორექტურას ჩავასწორებ, მადლობა. წინ და უკან - ს რაც შეეხება, შეგნებულად ყოველთვის ეგრე ვწერ და ვამბობ. აგიხსნი რატომაც. ენა ცოცხალი ორგანიზმივით არის. ენა ამ ენაზე მოსაუბრეთა ხასიათს და მენტალიტეტს ამჟღავნებს. ქართველები ყოველთვის ვამბობთ: ერთი კვირის წინ, ერთი წლის წინ, ერთი საუკუნის წინ.... და ა.შ მაშინ, როცა რუსები იტყვიან : год назад... неделю назад... და ა.შ რა ჩანს აქ?! ქართველები, გამოდის, რომ ვდგავართ ერთ წერტილში და დრო მოძრაობს ჩვენში,... და დრომ რომ ჩვენში გაიარა, თან გაიყოლა ის რაც მოხდა მანამდე, და რაკი თან გაიყოლა და ჩვენ ერთ წერტილში დავრჩით - ის რაც მანამ მოხდა, ჩვენს წინ აღმოჩნდა დროსთან ერთად ჩვენში გავლილი. ანუ, მომხდარ მოვლენას ჩამოვრჩით?! ამიტომ ვამბობთ "ერთი კვირის წინ მოხდაო"
რუსების ქვეცნობიერი შეხედულება კი ასეა - დრო დგას და ადამიანები მოძრაობენ მასში, ანუ, რაც მოხდა მანამ, იმას გასცდა ადამიანი და ჩამოიტოვა უკან, ამიტომ ამბობს "назад"
ინგლისურენოვანები ამბობენ "ago ", მგონი, ესენიც ერთ ადგილას დგანან :))) და დრო მოძრაობს მათში, ოღონდ ქართველებისგან საპირისპირო მიმართულებით :))) ჩაიარაო, ანუ. ამიტომ, რუსების მსგავსად მანამდე მომხდარი, მათთვისაც უკან დარჩა. მე პირადად, არ მინდა ერთ ადგილზე მდგარი და უმოძრაო ვიყო :)) და თუ მაინცდამაინც ვიქნები - მირჩევნია, მანამდე მომხდარი უკან დამრჩეს ხოლმე და სულ წინ არ მხვდებოდეს. ჩემი აზრით, აქ ჩანს, რატომ გვახასიათებს ქართველებს მოვლენებში ჩარჩენა. არადა, მოვლენებში ჩარჩენა იწვევს სრულ პარალიზებას აადმიანის და წინსვლის სურვილი და შეძლება აღარ აქვს.
ნეტა, დარწმუნებული ვიყო, რომ ნათლად ავხსენი :დდდ მადლობა, უმა. იმ კორექტურას ჩავასწორებ, მადლობა. წინ და უკან - ს რაც შეეხება, შეგნებულად ყოველთვის ეგრე ვწერ და ვამბობ. აგიხსნი რატომაც. ენა ცოცხალი ორგანიზმივით არის. ენა ამ ენაზე მოსაუბრეთა ხასიათს და მენტალიტეტს ამჟღავნებს. ქართველები ყოველთვის ვამბობთ: ერთი კვირის წინ, ერთი წლის წინ, ერთი საუკუნის წინ.... და ა.შ მაშინ, როცა რუსები იტყვიან : год назад... неделю назад... და ა.შ რა ჩანს აქ?! ქართველები, გამოდის, რომ ვდგავართ ერთ წერტილში და დრო მოძრაობს ჩვენში,... და დრომ რომ ჩვენში გაიარა, თან გაიყოლა ის რაც მოხდა მანამდე, და რაკი თან გაიყოლა და ჩვენ ერთ წერტილში დავრჩით - ის რაც მანამ მოხდა, ჩვენს წინ აღმოჩნდა დროსთან ერთად ჩვენში გავლილი. ანუ, მომხდარ მოვლენას ჩამოვრჩით?! ამიტომ ვამბობთ "ერთი კვირის წინ მოხდაო"
რუსების ქვეცნობიერი შეხედულება კი ასეა - დრო დგას და ადამიანები მოძრაობენ მასში, ანუ, რაც მოხდა მანამ, იმას გასცდა ადამიანი და ჩამოიტოვა უკან, ამიტომ ამბობს "назад"
ინგლისურენოვანები ამბობენ "ago ", მგონი, ესენიც ერთ ადგილას დგანან :))) და დრო მოძრაობს მათში, ოღონდ ქართველებისგან საპირისპირო მიმართულებით :))) ჩაიარაო, ანუ. ამიტომ, რუსების მსგავსად მანამდე მომხდარი, მათთვისაც უკან დარჩა. მე პირადად, არ მინდა ერთ ადგილზე მდგარი და უმოძრაო ვიყო :)) და თუ მაინცდამაინც ვიქნები - მირჩევნია, მანამდე მომხდარი უკან დამრჩეს ხოლმე და სულ წინ არ მხვდებოდეს. ჩემი აზრით, აქ ჩანს, რატომ გვახასიათებს ქართველებს მოვლენებში ჩარჩენა. არადა, მოვლენებში ჩარჩენა იწვევს სრულ პარალიზებას აადმიანის და წინსვლის სურვილი და შეძლება აღარ აქვს.
ნეტა, დარწმუნებული ვიყო, რომ ნათლად ავხსენი :დდდ
11. ნათი, როგორ ვისიამოვნეეე... 8 მარტს გილოცავ აქვე! თუ რჩევას მიიღებ, შემოგკადრებ: რამდენიმე და არა რამოდენიმე და წინ და არა უკან... ისე მომეწონა, რომ არ ვიცი, განსხვავებული, იშვიათი ჟანრია აქ... მადლობა შენ, გკოცნი! + ნათი, როგორ ვისიამოვნეეე... 8 მარტს გილოცავ აქვე! თუ რჩევას მიიღებ, შემოგკადრებ: რამდენიმე და არა რამოდენიმე და წინ და არა უკან... ისე მომეწონა, რომ არ ვიცი, განსხვავებული, იშვიათი ჟანრია აქ... მადლობა შენ, გკოცნი! +
9. იმასაც მაინცდამაინც ნუ იტყვით, რომ რაც ამ ორ ნაწილში მოვახერხე რომ ჩამეტია, ყველამ იცოდა და ყველამ იცის :))))
ძალიან ბევრი რამ არ იციან, მერწმუნეთ. მეც არ ვიცოდი მათზე ბევრი რამ, სანამ მოძიება არ დავიწყე ინფორმაცისს :))
ვინც იცის, იცის მხოლოდ ის, რომ ნორვეგიელი პიანისტი და მწერალი ქალი, ქმარს საყვარელთან ერთად ტიფლისში გამოექცა და აქ დარჩა სამუდამოდ :)
რაც, ძალიან ზედაპირული შეფასება და დასკვნაა, სინამდვილეში ბევრი რამე იყო სყლ სხვანაირად :) იმასაც მაინცდამაინც ნუ იტყვით, რომ რაც ამ ორ ნაწილში მოვახერხე რომ ჩამეტია, ყველამ იცოდა და ყველამ იცის :))))
ძალიან ბევრი რამ არ იციან, მერწმუნეთ. მეც არ ვიცოდი მათზე ბევრი რამ, სანამ მოძიება არ დავიწყე ინფორმაცისს :))
ვინც იცის, იცის მხოლოდ ის, რომ ნორვეგიელი პიანისტი და მწერალი ქალი, ქმარს საყვარელთან ერთად ტიფლისში გამოექცა და აქ დარჩა სამუდამოდ :)
რაც, ძალიან ზედაპირული შეფასება და დასკვნაა, სინამდვილეში ბევრი რამე იყო სყლ სხვანაირად :)
8. არც მთლად თარგმანია და არც მთლად მოთხრობა, მუხავ.
ვთარგმნი პირად წერილებს, რის მიხედვითაც ვხელმძღვანელობ, მოთხრობის ფორმაც აქვს თითქოს, მაგრამ, არ არის მოთხრობა. ამიტომ, რაკიღა, მცირედი კვლევის შედეგია და მოძიებული ინფორმაციების გაერთიანება - ჩავთვალე, პუბლიცისტიკაში დამედო. ამასთან, ელექტრონული ვერსია საიტისთვის ვრცელი და წასაკითხად რთული გამოდიოდა და ამიტომ, დავყავი ნაწილებად. ისტორიის ფინალთან ლოგიკურად მივალთ, შესაბამისად. გმადლობთ კიდევ ერთხელ. არც მთლად თარგმანია და არც მთლად მოთხრობა, მუხავ.
ვთარგმნი პირად წერილებს, რის მიხედვითაც ვხელმძღვანელობ, მოთხრობის ფორმაც აქვს თითქოს, მაგრამ, არ არის მოთხრობა. ამიტომ, რაკიღა, მცირედი კვლევის შედეგია და მოძიებული ინფორმაციების გაერთიანება - ჩავთვალე, პუბლიცისტიკაში დამედო. ამასთან, ელექტრონული ვერსია საიტისთვის ვრცელი და წასაკითხად რთული გამოდიოდა და ამიტომ, დავყავი ნაწილებად. ისტორიის ფინალთან ლოგიკურად მივალთ, შესაბამისად. გმადლობთ კიდევ ერთხელ.
7. ნათია მომწონს რაასც წერ. ძალიან საინტერესოა, ნამდვილად დოკუმენტური მოთხრობა არის და მიუხედავად იმისა , რომ კარგა ხანია წაკითხული მაქვს , აღარ მახსოვდა და აქ რომ წავიკითხე მესიამოვნა ვიცნობ დაგნის ისტორიას, პოლონელი დემონური მწერალის სტანისლავ პშიბიშევსკის ნაწარმოებებსაც , მაინტერესებს ეს თარგმანია თუ მოთხრობა რატომ დევს პუბლიცისტიკაში ? ძალიან საინტარესიოა როგორ მოხდა ნორვეგიელი ქალი ტიფლისში და მისი მკვლელობა, დაწერე აუცილებლად აქ. ჰარირამას უყვარს ესეთი რამეები, ნამდვილი მოთხრობები, ლამაზ ქალებზე და მოეწონება.(ეს ხუმრობით) ნათია მომწონს რაასც წერ. ძალიან საინტერესოა, ნამდვილად დოკუმენტური მოთხრობა არის და მიუხედავად იმისა , რომ კარგა ხანია წაკითხული მაქვს , აღარ მახსოვდა და აქ რომ წავიკითხე მესიამოვნა ვიცნობ დაგნის ისტორიას, პოლონელი დემონური მწერალის სტანისლავ პშიბიშევსკის ნაწარმოებებსაც , მაინტერესებს ეს თარგმანია თუ მოთხრობა რატომ დევს პუბლიცისტიკაში ? ძალიან საინტარესიოა როგორ მოხდა ნორვეგიელი ქალი ტიფლისში და მისი მკვლელობა, დაწერე აუცილებლად აქ. ჰარირამას უყვარს ესეთი რამეები, ნამდვილი მოთხრობები, ლამაზ ქალებზე და მოეწონება.(ეს ხუმრობით)
6. მე კი პირიქით მომწონს ეს თხრობა, უხდება ამ ამბავს,საინტრესო ქალი ყოფილა დაგნი, კარგია რომ გაგავცანი:)ქარუმიძის ეგ ნაწერიც არ ვიცოდი. მე კი პირიქით მომწონს ეს თხრობა, უხდება ამ ამბავს,საინტრესო ქალი ყოფილა დაგნი, კარგია რომ გაგავცანი:)ქარუმიძის ეგ ნაწერიც არ ვიცოდი.
5. საინტერესოა ველოდებით გაგრძელებას ნამეტანი დოკუმენტურად და სტსტისტიკურად გადმოსცემ ცოტა გააფერადე :)
კარგია, რომ გამოჩნდი ნათია მიხარია საინტერესოა ველოდებით გაგრძელებას ნამეტანი დოკუმენტურად და სტსტისტიკურად გადმოსცემ ცოტა გააფერადე :)
კარგია, რომ გამოჩნდი ნათია მიხარია
4. კარგად დაწერილი დოკუმენტური მოთხრობა, სიამოვნებით რომ იკითხება და მოუთმენლად რომ ელოდები გაგრძელებას.
მუნკის ჟღალთმიანი სიყვარულის ამბავი არ ვიცოდი/
კარგად დაწერილი დოკუმენტური მოთხრობა, სიამოვნებით რომ იკითხება და მოუთმენლად რომ ელოდები გაგრძელებას.
მუნკის ჟღალთმიანი სიყვარულის ამბავი არ ვიცოდი/
3. დაგნი-უმშვენიეესი და საინტერესო ქალი. მუზა დიდი მხატვრებისა და მწერლებისა... თბილისში მოკლეს. მიზეზი დამისი სულიერი პორტრეტის გახსნა,ძალიან საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის. გაგრძელებას დაველოდები,დიდის ცნობისმოყვარეობით! დაგნი-უმშვენიეესი და საინტერესო ქალი. მუზა დიდი მხატვრებისა და მწერლებისა... თბილისში მოკლეს. მიზეზი დამისი სულიერი პორტრეტის გახსნა,ძალიან საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის. გაგრძელებას დაველოდები,დიდის ცნობისმოყვარეობით!
2. ველი გაგრძელებას ველი გაგრძელებას
1. ფატალური ქალი. კარგია, რომ გაიხსენეთ და მასზე წერთ. ფატალური ქალი. კარგია, რომ გაიხსენეთ და მასზე წერთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|