 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 თებერვალი, 2019 |
არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენს დროში სიტყვა - საყვარელო ძლიერ გაუფასურდა, რაც რა თქმა უნდა სამწუხარო ამბავია. დღეს სიტყვა საყვარელო-ს სიტყვა - ადამიანო თუ არ დაამატე, ვინმეს ამა თუ იმ ადამიანის „საყვარელი“ ეგონები.
სხვისი არ ვიცი და პირადად ჩემთვის სიყვარული წმინდა გრძნობაა. არასდროს გამიხდია ქალი გართობის საგნად, ყოველთვის კდემამოსილ ქალბატონებს ვეტრფოდი. ქალის კდემა ჩემთვის წმინდათა წმინდაა, მას ყოველთვის მოწიწებით ვეამბორები ხელსა თუ ბაგეზე.
ერიხ მარია რემარკის არ იყოს: „ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა“.
ადამიანმა სიყვარულის ფასი თუ არ იცის, ფუჭია მისი ცხოვრება.
პატივისცემით - ოთარ რურუა
........................................................
სიყვარულს მაინც ვუმღერებ
ცოლი არა მყავს... არც შვილი, ისევ მარტო ვსვამ ხვანჭკარას, ჩემს მარტოობას არ ვჩივი, იასამანიც დამჭკნარა.
ვკითხულობ ომარ ხაიამს, ცრემლით სველდება თვალები, მირჩევნის მის რობაიებს ,,ღვინო, დუდუკი, ქალები“.
მერი, მედეა, ნათია, ლილე, შორენა, თამარი, ყველა იმისთვის ანთია, ქვეყნად რაც არის მთავარი.
სულ რომ მიყვარდეს, - ის მინდა, გული მაქვს მართლა ალალი, ანდამატივით მიზიდავს დღემდე ლამაზის დალალი.
მინდა წავიდე წინ მხოლოდ, მისხალს შევმატო მისხალი, ჩემთან რომ უნდა იცხოვროს, ჯერ კიდევ არ ჩანს ის ქალი.
ვარ ჯერჯერობით უცოლო, დარდებს გავატან ყვირილას, სიყვარულს მაინც ვუმღერებ, თუნდაც დამიჭკნეს გვირილაც.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ოთარ, ნუ მიწყენ, მაგრამ შენი მოსაზრება იმდენად ზოგადი და ბანალურია, რომ მასეთი შეხედულებებით და მიდგომებით ძალიან გაგიჭირდება ოჯახის შექმნა.
ილია ჭავჭავაძეს ეშლებოდა რამე, როცა გარიგებით შექმნილი იდეალური ოჯახი დაგვიხატა, რომელსაც სხვათაშორის უშვილობის პრობლემა ჰქონდა თუ სამეფო ოჯახები ოჯახები არაა (და არ იყო), რომელთა უმრავლესობაც ლამის მათემატიკური გათვლებით იქმნება (და იქმნებოდა) და რამდენი შედგა მარადიულად და ბედნიერად?! ღმერთმა მაპატიოს, კადნიერებად არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ ღვთისმშობელს, რომელსაც ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული და კაცზე, როგორც მამაკაცზე არც კი უფიქრია, "უსიყვარულოდ" რომ მიათხოვეს იოსებს, მარადიული, უბედნიერესი და საღმრთო ოჯახი არ გამოდგა თუ რა?! :)
ამით მე იმის თქმა მინდა, რომ სიყვარული პიროვნული მონაპოვარია, რომელიც საკმარისია ცოლ-ქმრიდან (ორიდან) თუნდაც ერთ-ერთმა მოიპოვოს, რომ ოჯახის სტაბილურობა, მარადიულობა და ბედნიერებაც კი გარანტირებული იყოს.
ოჯახის შესაქმნელად კი მხოლოდ მოწონებაც საკმარისია, სხვა ზემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებთან ერთად და თუკი ორივე მხარე აცნობიერებს, რომ სიყვარული მიზანია, რომელიც თანაცხოვრებაში უნდა იქნეს მიღწეული, მაშინ მხოლოდ ისინი კი არა, მათ გარშემოც ყველა ბედნიერი იქნება.
მონასტერში წასვლას რაც შეეხება, თუკი მონასტერში წასვლა და ღმერთთან მუდმივი ყოფნა ჰაერის ჩასუნთქვასავით მნიშვნელოვანი არ იქნება შენთვის და მხოლოდ მას მერე "ალბათ" მოგეპერსპექტივება, თუკი "სიყვარულში არ გაგიმართლებს", მაშინ ეგ არც უნდა გაიფიქრო, რადგან უეჭველად თავს დაიღუპავ.
სხვა მხრივ წარმატებებს გისურვებ ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც რაღაცეების დათმობასა და მოთმინებაზეა დამოკიდებული ოთარ, ნუ მიწყენ, მაგრამ შენი მოსაზრება იმდენად ზოგადი და ბანალურია, რომ მასეთი შეხედულებებით და მიდგომებით ძალიან გაგიჭირდება ოჯახის შექმნა.
ილია ჭავჭავაძეს ეშლებოდა რამე, როცა გარიგებით შექმნილი იდეალური ოჯახი დაგვიხატა, რომელსაც სხვათაშორის უშვილობის პრობლემა ჰქონდა თუ სამეფო ოჯახები ოჯახები არაა (და არ იყო), რომელთა უმრავლესობაც ლამის მათემატიკური გათვლებით იქმნება (და იქმნებოდა) და რამდენი შედგა მარადიულად და ბედნიერად?! ღმერთმა მაპატიოს, კადნიერებად არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ ღვთისმშობელს, რომელსაც ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული და კაცზე, როგორც მამაკაცზე არც კი უფიქრია, "უსიყვარულოდ" რომ მიათხოვეს იოსებს, მარადიული, უბედნიერესი და საღმრთო ოჯახი არ გამოდგა თუ რა?! :)
ამით მე იმის თქმა მინდა, რომ სიყვარული პიროვნული მონაპოვარია, რომელიც საკმარისია ცოლ-ქმრიდან (ორიდან) თუნდაც ერთ-ერთმა მოიპოვოს, რომ ოჯახის სტაბილურობა, მარადიულობა და ბედნიერებაც კი გარანტირებული იყოს.
ოჯახის შესაქმნელად კი მხოლოდ მოწონებაც საკმარისია, სხვა ზემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებთან ერთად და თუკი ორივე მხარე აცნობიერებს, რომ სიყვარული მიზანია, რომელიც თანაცხოვრებაში უნდა იქნეს მიღწეული, მაშინ მხოლოდ ისინი კი არა, მათ გარშემოც ყველა ბედნიერი იქნება.
მონასტერში წასვლას რაც შეეხება, თუკი მონასტერში წასვლა და ღმერთთან მუდმივი ყოფნა ჰაერის ჩასუნთქვასავით მნიშვნელოვანი არ იქნება შენთვის და მხოლოდ მას მერე "ალბათ" მოგეპერსპექტივება, თუკი "სიყვარულში არ გაგიმართლებს", მაშინ ეგ არც უნდა გაიფიქრო, რადგან უეჭველად თავს დაიღუპავ.
სხვა მხრივ წარმატებებს გისურვებ ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც რაღაცეების დათმობასა და მოთმინებაზეა დამოკიდებული
1. გათხოვებასთან, ცოლის მოყვანასთან და საერთოდ დაოჯახებასთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრება მაქვს:
მიმაჩნია, რომ გოგო უსიყვარულოდ არ უნდა გათხოვდეს და ბიჭმა უსიყვარულოდ ცოლი არ უნდა მოიყვანოს, რადგან უსიყვარულოდ და ანგარებით შექმნილი ოჯახი მალევე ინგრევა, მხოლოდ ერთგულებითა და სიყვარულით შექმნილი ოჯახი არის მარადიული, ბედნიერების საწინდარი!
რაინდად კაცი მიმაჩნია, რომელიც თავისი მეუღლის ერთგულია და სხვა ქალებს სხვა თვალით არასდროს შეხედავს, რომელიც ოჯახის სიწმინდეს სიკვდილამდე პირწმინდად დაიცავს და , ,,საყვარელს“ არასოდეს გაიჩენს, რაინდია ის კაცი, რომელიც თავის მეუღლეს იმ შემთხვევაშიც არ მიატოვებს, თუ მისგან შვილი არ ეყოლა.
ერთმა ჭკვიანმა ქართველმა კაცმა თქვა: ,,თუ ცოლს მხოლოდ იმიტომ შორდები, რომ შვილი არ გყავს, მიუტევებელ ცოდვას სჩადიხარო“. არ შემიძლია არ დავეთანხმო ამ სიტყვების ავტორს.
ერთმა ადამიანმა მითხრა: ,,სიყვარულში თუ არ გაგიმართლებს, რას მოიმოქმედებო“. ცუდს არაფერს მოვიმოქმედებ, ალბათ მონასტერში წავალ, თუმცა ყველაფერი უფლის ნებაა.
არასოდეს დაოჯახდეთ უსიყვარულოდ, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით შექმენით ოჯახი და თქვენს მეუღლესთან ერთად გაიზიარეთ ჭირიცა და სიხარულიც, ღმერთს ასეთები უყვარს.
პატივისცემით, მარად თქვენი კეთილისმსურველი – ოთარ რურუა გათხოვებასთან, ცოლის მოყვანასთან და საერთოდ დაოჯახებასთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრება მაქვს:
მიმაჩნია, რომ გოგო უსიყვარულოდ არ უნდა გათხოვდეს და ბიჭმა უსიყვარულოდ ცოლი არ უნდა მოიყვანოს, რადგან უსიყვარულოდ და ანგარებით შექმნილი ოჯახი მალევე ინგრევა, მხოლოდ ერთგულებითა და სიყვარულით შექმნილი ოჯახი არის მარადიული, ბედნიერების საწინდარი!
რაინდად კაცი მიმაჩნია, რომელიც თავისი მეუღლის ერთგულია და სხვა ქალებს სხვა თვალით არასდროს შეხედავს, რომელიც ოჯახის სიწმინდეს სიკვდილამდე პირწმინდად დაიცავს და , ,,საყვარელს“ არასოდეს გაიჩენს, რაინდია ის კაცი, რომელიც თავის მეუღლეს იმ შემთხვევაშიც არ მიატოვებს, თუ მისგან შვილი არ ეყოლა.
ერთმა ჭკვიანმა ქართველმა კაცმა თქვა: ,,თუ ცოლს მხოლოდ იმიტომ შორდები, რომ შვილი არ გყავს, მიუტევებელ ცოდვას სჩადიხარო“. არ შემიძლია არ დავეთანხმო ამ სიტყვების ავტორს.
ერთმა ადამიანმა მითხრა: ,,სიყვარულში თუ არ გაგიმართლებს, რას მოიმოქმედებო“. ცუდს არაფერს მოვიმოქმედებ, ალბათ მონასტერში წავალ, თუმცა ყველაფერი უფლის ნებაა.
არასოდეს დაოჯახდეთ უსიყვარულოდ, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით შექმენით ოჯახი და თქვენს მეუღლესთან ერთად გაიზიარეთ ჭირიცა და სიხარულიც, ღმერთს ასეთები უყვარს.
პატივისცემით, მარად თქვენი კეთილისმსურველი – ოთარ რურუა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|