ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვერიკო გოცირიძე
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2019


ლურჯი საბანი

საწოლში ვწევარ,
ფეხმოკეცილი.
ვერც გამთენიას ვერ ჩამეძინა...
გარე სამყაროს ხმაურს ვისმენდი,
შენ მოდიოდი იმ ხმაურიდან
და სანამ კარებს შემომიღებდი,
ლურჯი საბანი სულ მთლიანად გადავიფარე
და ჩვენს ოთახში სიჩუმე დადგა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები