მერე რა რომ არ ვიცოდი გუშინ? დღეს ვისწავლე... დღეს შევნიშნე ნათლად აყვავდება მარტის ბოლოს ნუში ჰო, ცოტათი გვიან, მაგრამ მართლა აყვავდება... დაეტყობათ ნისლებს ადუღება დავრდომილი ვნების და იჩქარებს, აფეთქდება ისე სურვილებიც ნაჯადოებ გრძნებით, როგორც დარდი გალეშილი შენით, როგორც სევდა აყოლილი ქარებს აფეთქდება სიყვარული ჩვენი, აპრილისკენ მზეს გამოვაჯავრებთ და იქნება მღელვარების ზვავი, და იქნება სულ ცინცხალი თოვა, ხედავ?- ზამთარს უკვე გავასწარით ახლა თოვლად ნუშის სუნთქვა მოვა!.. რა უჭირს რომ არ ვიცოდი გუშინ? დღეს ხომ ვიცი და მე მჯერა მართლა აყვავდება მარტის ბოლოს ნუში ჰო ძვირფასო, გვიან, მაგრამ ნათლად.