ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: იუმორისტული
3 მარტი, 2019


ჩემი კენტი მილიარდი

ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ. იყაყანონ ჭია-ღუებმა. დაიღლებიან და გაჩერდებიან. ჩემი რამდენიმე მილიარდი უკვირთ. თუმცა ამათ რა უნდა მოსთხოვო. არც კი იციან რაში მდგომარეობს მათი ცხოვრების აზრი და დანიშნულება. ღმერთო, რატომ არ მისცემ ამ საბრალო ხალხს ცოდნას საკუთარი მაღალი დანიშნულების შესახებ. რატომ უნდა გვაყვედრიდნენ მუდმივად, რომ ჩვენი - დიდი ადამიანების კეთილდღეობისთვის არიან გაჩენილები. რაში დაგჭირდა მათში მუდმივი უკმაყოფილების განცდა ჩაგედო.ვერც კი მოიფიქრებენ, რაში დახარჯონ ზედმეტი ფული რომ ჰქონდეთ. იყაყანონ! "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის."
ნეტავ, ჩემი ოცნებების ახდენას შეძლებდე, ღმერთო! რატომ უნდა იყო ჩემზე მწყრალად, რაც მე სიკეთე მიკეთებია, რაც მე მოდავე ბიზნესმენთა შორის ბიზნესკონფლიქტები დამილაგებია.თუმცა, მარტო იმისთვის გეყვარები, რა ნაზი დამოკიდებულებაც მაქვს ფლორისა და ფაუნის მიმართ. მე კი მაინც მარტოსული ვარ, ისევე, როგორც ყველა დიდი ადამიანი. ასე მგონია,  მხოლოდ ამ, ასწლოვან ხეებს ესმით ჩემი, მხოლოდ ესენი გრძნობენ ჩემი სულის სიფაქიზეს.
ხეებო, ჩემი სულის მესაიდუმლენო,  კენწეროებით ცის სიღრმეები რომ დაგიპყრიათ, მიაწვდინეთ ღმერთს ჩემი ოცნება, ჩააგონეთ, მომცეს დრო  ( აბა, რა სამართალია, მეც მაქსიმუმ 100 წელი ვცოცხლობდე, როცა ჩემი ქონება მილიონ სიცოცხლეს ეყიფა) და ძალა, რომ  ბედნიერ, ლუწ ციფრამდე დავამრგვალო ჩემი ქონება, რათა შთამომავლობამ იმ დიდ, აი, იმ დიდ მილიარდელთა რიგებში მომიხსენიოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები