 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 5 მარტი, 2019 |
გამოთქმა "ყველაფერი კარგადაა" მძაბავს....
ეს პირველად მაშინ გავიგონე, როცა მანქანა დამეჯახა, ერთხანს თეთრ დერეფანში მივქროდი, განსაწმენდელის კართანაც მივფრინდი და წმინდა პეტრე დავინახე! ის ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, ამომხედა, თვალი ჩამიკრა და მითხრა..."დაწყნარდი, ძმაო ჩემო!...ყველაფერი კარგადაა"....
თვალი რომ გავახილე, საოპერაციოში ვიწექი, თავს ოთხი ქირურგი დამტრიალებდა და ჩემს კნავილზე , რა მოხდა თქო, ყველა იმეორებდა "ყველაფერი კარგადაა...."
მეორედ, როცა მეუღლემ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება, მე მაშინ ვყვიროდი,ვგიჟდებოდი, ჭერზე და კედლებზე დავდიოდი, ის კი იღიმებოდა, ნივთებს ალაგებდა და იმეორებდა..."რა გჭირს საყვარელო???ყველაფერი კარგადაა"...... შემდეგ, როცა გამწარებული მე-10-ე სართულიდან ვვარდებოდი, ყველაფერმა ამან (და + კიდევ მთელმა ცხოვრებამ თვალწინ რომ ჩამიქროლა) ახლა უკვე მე გავიმეორე...."ყველაფერი კარგადაა..." და მართლაც! .............................................. ყველაფერი კარგადაა... გამეღვიძა....მაღვიძარამ მიაღწია კრიტიკულ ზღვარს , ანუ 8:30-ს და აფორიაქდა.......
.............ბოლოს კი, როცა გარდავიცვალე და კუბოში მიკრეს თავი, მე შემეშინდა...ნელა, რწევით მიმაცილებდნენ...წვიმდა...შემოდგომა იწურებოდა... ამ დროს მივხვდი, ცივა..წვიმს..ყველა გარეთ სველია....სტრესში არიან , მე კი აქ ვარ, თბილად ვწევარ , უკვე აღარ შემაწუხებს ვალუტის კურსის ცვლილება, არც პოლიტიკა, არც რომელიმე ომი, ანდა ტერაქტი.... ....ღმერთო ჩემო!..... და მაინც ყველაფერი კარგადაა...............
ს.ნ.2019
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. იუმორისტული ...სატირული ...და ცოტა უფრო მძიმე :) მომეწონა +2
ვინ იცის, იქ უფრო მეტი ვალიუტაა ...ჯოჯოხეთს ქრთამი ანათებსო და ... კუპრი ჯოჯოხეთისო....ან რა სასჯელი აქვს აკიდებული , ასე ბედნიერი რომ მიდის....აქეთ უნდა გადაეძახა ჭირისუფალთათვის " და მაინც ყველაფერი კარგადა " თქვენთანო :)))))) იუმორისტული ...სატირული ...და ცოტა უფრო მძიმე :) მომეწონა +2
ვინ იცის, იქ უფრო მეტი ვალიუტაა ...ჯოჯოხეთს ქრთამი ანათებსო და ... კუპრი ჯოჯოხეთისო....ან რა სასჯელი აქვს აკიდებული , ასე ბედნიერი რომ მიდის....აქეთ უნდა გადაეძახა ჭირისუფალთათვის " და მაინც ყველაფერი კარგადა " თქვენთანო :))))))
3. კარგად ყოფილა ყველაფერი, უკეთესად არც შეიძლბა :)) კარგად ყოფილა ყველაფერი, უკეთესად არც შეიძლბა :))
2. ფილოსოფიურ–იუმორისტულია. უფრო ფილოსოფიური. მე ადრე ხშირად ვამბობდი „რაც არის, ეს არის“. ჩემს ახლობელ ადამიანს არ მოსწონდა ეს გამოთქმა. ახლა წლები გავიდა და თვითონ ამბობს „რაც არის, ეს არის“ :))) ფილოსოფიურ–იუმორისტულია. უფრო ფილოსოფიური. მე ადრე ხშირად ვამბობდი „რაც არის, ეს არის“. ჩემს ახლობელ ადამიანს არ მოსწონდა ეს გამოთქმა. ახლა წლები გავიდა და თვითონ ამბობს „რაც არის, ეს არის“ :)))
1.
ქაინე ზორგე :))
ქაინე ზორგე :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|