და მაინც პირველად ის მინდა შენ იყო, შენ იყო ნამდვილი... მერე კი მოვიდეს აპრილი გვირილით... შროშანით... ვარდებით... რა უჭირს, თუ ის მზე შორს არის, შენ აქ ხარ და აი დარდები თუ გზაში მომისწრებს ქარბუქი... დღეს ცაა ცივი და ეული და მაინც შენს მხურვალ გულ-მკერდზე დამცვივა ვნებები ბგერებით ვნებდები სამყაროს ფურცელზე... რას მიზამს ღრუბლების სცენები? შენ აქ ხარ და მთვრალი "გედები" მხოლოდ თუ დანამავს ქურთუკებს... მე მაშინ გავუგე ცხოვრებას შენზე რომ მიამბო ზღაპარი, მერე კი ისეთი მართალი ოცნებით... სურვილით... ნატვრებით სხვა აღარც შობილა წყურვილი და აი, და აი დარდები მე მხოლოდ შენი სმით ავხდები! დღეს ცაა ყალბი და ეული მარტია და მინდა ძალიან შენ იყო, შენ იყო ნამდვილი... მერე კი პრანჭია აპრილი თუნდ ასჯერ მოვიდეს თავიდან, ოღონდაც შენ შეხვდე მორიგედ ოღონდაც აპრილს შენ მოასწრო... ოღონდაც!