ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2009


ტატამი ორისთვის (გრძნობა წესების გარეშე)

ძარღვები ჩახმა...
მოშლილ ონკანს ჰგავს
უკვე სისხლი,
წვეთებს კაპრიზით
უკაკუნებს გულის ნიჟარას.
ფუნქციას კარგავს ყველა სიტყვა
ჩვენს ტატამს შიგნით,
გაუცხოება ამ ფართისთვის
იხდის იჯარას.
მსაჯიც - აკრძალულ ილეთებზე
თვალებს იბრმავებს.
ფინტი...გაშიებს სისხლის სუნი,
ხდები ნადირი...
ფატრავ, თელავ და
ფეხქვეშ იგებ ნალოლიავებ
შენსავე ხარჭას...
აღარ გებრძვის.
გონგი! ადიოს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს