ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი_ბი
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2019


პოლარული დათვები

"ძვიფასო ლუი "..ასე იწყება  ჩემი ყველა დიალოგი შენთან..თუმცა სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც თანამიმდევრობას,მთავარია ხმა მოგაწვდინო მანდ შორეულ პოლარულ წრესთან.
  ჩემს ზღაპარში მე "აილი "მქვია ,დაბა– პელოში ვცხოვრობ,პოლარული წრის ზემოთ(ლაპლანდიაში)უღრან ტყეში სადაც არცერთი მოსახლე არ არის,ტანზე ნაძვის წიწვებისგან მოქსოვილი კაბა მაცვია,თავზე ხმელი ფოთლებისგან აკინძული ქუდი.ჩვენს ქოხამდე მისასვლელად მთელი ტყის გავლა მოგიწევთ.ქოხი სადა და უბრალოა,ხის ფეხებზე შემდგარი.. 
  ყოველთვის სანამ ზღურბლს მივადგებით ვჩერდებით, ლოსის ტყავისგან შეკერილ თოვლით სავსე ფეხსაცმელს და თოვლში ქვასავით გამაგრებულ ტანისამოსს ვიბერტყავთ..
  შენ პერიოდულად გადიხარ ტყეში.ხან სანადიროდ ხან შეშის მოსაგროვებლად,მე ამ დროს ძველებური ფეჩის გვერძზე ზოლიან წინდებს ვქსოვ,პერიოდულად მეც გავდივარ ტყეში, მაგრამ ვცდილობ არავინ შემამჩნიოს..არცერთმა ტყის ბინადარმა,ვდგები ტყის შუაგულში და იმდენად ხმამამაღლა ვყვირივარ ლამის ხმის იოგები დამიწყდეს ,ვრძნობ სისხლი როგორ მაწვება ჯერ სახეში ,მერე თავში ..მაგრამ არავის ესმის ჩემი,,გარშემო სრული სიყრუე...გაოცების და იმედგაცრუების მერე რეალობას ვუბრუნდები და ვხვდები საყვირლად პირიც არ გამიღია ,არადა ეს ბოღმა დასანთხევი გრძნობა გულიდან კი არა ფეხის თითებიდან მომყვება ,ვგრძნობ როგორ სისხლად დადის სხეულში ,მთლიან ტანს ედება და საბოლოოდ ყელში დაგროვილი ბუშტივით ბუყბუყებს...მესმის მხოლოდ ხმადაბალი,სასოწარკვეთილი,პანიკით სავსე ხრიალი,რომელსაც მხოლოდ ჩემი ტუჩები გრძნობს..არ ვიცი რა დავარქვა ამას,,მარტოობის შიში თუ ზამთრის დეპრესია.
  შებინდებისას როცა ყველაფერი თოვლის საფარველში ეხვევა  და გარშემო ზურმუხტის ფერია ბრუნდები და ჩემს მიერ მომზადებულ კენკრის ჩაის ვსვამთ.
      ბოლო დროს პოლარულ დათვებზე და ყინულოვან ,მოცურავე აისბერგზე უფრო მეტს ვფიქრობ ვიდრე ჩემს გარშემო არსებულ რეალობაზე.როდესაც ამ ფაქტზე ვიჭერ საკუთარ თავს ჯერ სირცხვილის გრძნობა მეუფლება რასაც მალევე ცვლის ისტერიული სიცილის  სურვილი რაც საბოლოოდ მუცლის ტკივილით მთავრდება..
ასეთ დროს მინდა მოგძებნო,უბრალოდ ხელი მოგკიდო და მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში წაგიყვანო...სადაც ვიქნებით მხოლოდ ჩვენ და  ვილაპარაკებთ ათას სისულელეზე ..თუნდაც პოლარულ დათვებზე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები