ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: kanario
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2009


დ ღ ე დ ა ღ ა მ ე

ვუძღვნი ანა კალანდაძის
80 წლის იუბილეს

როდესაც ქარი დაბერავს, მაშინ
დაიბნევიან უფრთო ღრუბლები...
მზე ქარს შეხვდება ფარული ტაშით
და ჭორაობენ მიმალულები.
როცა არ არის არც მზე, არც ქარი,
მაშინ ცელქ წვიმას ეთმობა ზეცა,
თუ ნახეს, _  წვიმა ნავარდობს ცაში,
იმწამსვე ქარი იქცევა მხეცად...
,,როგორ გაბედა სულელმა წვიმამ,
რომ დაიკავა ჩვენი ადგილი?!~
წვიმას ჭორავენ ჭორიკანები
და მზეც მიგორავს ციდან, დაღლილი...
ჩამობინდდება, მთელი ზეცა კი
ეთმობა ღამის მესაიდუმლეს,
მოკალათდება მზის სავარძელში
და მთელს მსოფლიოს ვნებით დაჰყურებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები