ემილი დიკინსონი - შევშინდე? მაგრამ ვის შევუშინდე? (608)
შევშინდე? მაგრამ ვის შევუშინდე? - არ ვძრწი სიკვდილთან დავიდარაბით! ის შემაცბუნებს არა უდიდეს, ვიდრე ედემის კარის დარაჯი.
სიცოცხლეც ძრწოლას მომგვრის ნაკლებად, მისით არ ძრწიან გაჩენილები, სულ ერთი-ორჯერ მოგვემადლება უზენაესის დადგენილებით!
ვძრწოდე აღდგომით? აღმოსავლეთი არ იზეიმებს განა ნახულით - ღაწვებშეფაკლულ გამონათებით? - მაშინ მომხადონ თავსამკაული!
21 ივლისი, ყაზანის ღვთისმშობლობა, 2019 წ.
Emily Dickinson - Afraid? Of whom am I afraid? (608)
Afraid! Of whom am I afraid? Not Death — for who is He? The Porter of my Father\'s Lodge As much abasheth me!
Of Life? \'Twere odd I fear [a] thing That comprehendeth me In one or two existences — As Deity decree —
Of Resurrection? Is the East Afraid to trust the Morn With her fastidious forehead? As soon impeach my Crown!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|