ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პოეზია 22 აგვისტო, 2019
== წამსვლელისა ==
მე რას დავწერდი ჩემი ნებით რომ მივდიოდე?!-:
\"ჰაერი, რითაც მე ვსუნთქავდი გიწამლავდათ და გულს გირევდათ. ის ჰაერი კი, რომელითაც თქვენ სულმდგმულობთ- ტოქსიკური და მომწამვლელი აღმოჩნდა ჩემთვის.
ხოდა, მეც სულზე , ფილტვის გასწვრივ შავი ლაქა მაქვს. \"
საკმარისია ასახსნელად? თუ ისიცა ვთქვა, რომ ვწუხვარ ღმერთი ამ სიტყვებს რომ გადაიკითხავს და რომ მიხვდება; და გამიგებს; და ეტკინება; და რომ ვერ შეძლებს ან, მიშველოს, ან, მაპატიოს თავის უფლობა- სიცოცხლეზე ხელის აღება.
და ვერ იქნება იმ დღეს, ალბათ, თვითონ უფალი თავისი ნების, რაკიღა, ალბათ, ვერ დაარღვევს წესს, რომელიც დადგენილია მისსავე მიერ: \"არა კაც ჰკლა\"-ო. რომც უნდოდეს, მაინც ვერ შეძლებს გამომიხსნას, ან, შვება მითხრას მისივ სიტყვების ტყვემ, პატიმარმა.
მაგრამ, ერთს გეტყვი, არ იდარდო, მამაო ჩემო, მე ჩემი თავი არ მომიკლავს. მე მანამ მომკლეს, აურაცხელი \"რატომ\"-ებით, \"იმიტომ\"-ებით, \"შენ ხომ...\"-ებით და \"მე ხომ შენთვის...\" შეძახლებით.
შენ არ იდარდო, გავუძელი მე შენს გამოცდებს; არც რა მწყენია, არც მტკენია, არც მინანია, არც კი ყოფილხარ შენ არასდროს საჩემოდ მკაცრი. არ იფიქრო, რომ ის რაც მოხდა შენი ბრალია. მე ჩემი თავი არც მომიკლავს. მისვრია არც კი. მე ხომ უბრალოდ ჩემს სულს ტანი გამოვაცალე.
მანამ კი, ფილტვებს იმ ჰაერით სუნთქვა ვაცადე, რომელიც წამლავს.
ხოდა, აქ...სულზე... ფილტვის გასწვრივ_ შავი ლაქა მაქვს , როგორც კოსმოსის შავი ხვრელი. იცოდე, თავი არ მომიკლავს, არ გქონდეს დარდი, მე მანამ მომკლეს; მანამ მომკლეს; მანამდე მომკლეს და იმ შავ ხვრელში უხმაუროდ გავუჩინარდი.
\"ფილტვის გასწვრივ_ შავი ლაქა მაქვს ,\"-----უძლიერესია. დედამიწის ფილტვს ცეცხლი უკიდია ახლა...შავ ხვრელში უჩინარდება. მოვლენებს შენი ლექსით წინ ასწრებ ხოლმე.
\"ფილტვის გასწვრივ_ შავი ლაქა მაქვს ,\"-----უძლიერესია. დედამიწის ფილტვს ცეცხლი უკიდია ახლა...შავ ხვრელში უჩინარდება. მოვლენებს შენი ლექსით წინ ასწრებ ხოლმე.
ამ ქვეყნიდან ნებაყოფლობით წასვლა ყოველთვის წინასწარგანზრახულია და ნებით წამსვლელი ვეღარ მოინანიებს. საქართველოში ბევრია სასოწარკვეთილი და ამ თემაზე წერა ... რა ვიცი ...
ამ ქვეყნიდან ნებაყოფლობით წასვლა ყოველთვის წინასწარგანზრახულია და ნებით წამსვლელი ვეღარ მოინანიებს. საქართველოში ბევრია სასოწარკვეთილი და ამ თემაზე წერა ... რა ვიცი ...