ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
24 აგვისტო, 2019


Emily Dickinson - A light exists in spring (812)

ემილი დიკინსონი - შობს გაზაფხული ნათელს (812)

შობს გაზაფხული ნათელს,
იმგვარს, ზამთართან გაყრით,
მას წელიწადის სხვა თვეს
ვერ ნახავთ, გარდა მარტის.

ისეთ ელფერით ვერცხლის
ქარგავს მარტომყოფ მაღლობთ,
მეცნიერება ვერ ხსნის,
თუმც იგრძნობს კაცის ალღო.

ველზე დაიცდის ხოლმე,
ან ველ-მინდვრების იქით
მთის თხემზე აჩენს ოლეს,
გეჩურჩულება თითქმის.

ჰორიზონტს როცა ღამის
წაეფარება ფრთები,
მიდის თვინიერ ჩქამის,
ხოლო ჩვენ მარტო ვრჩებით.

ამ მძიმე დანაკარგის
გვიჭირს ატანა ქვეყნად,
თითქოს ვაჭრობამ მარგი
წმინდათა წმინდა შერყვნა.

24 აგვისტო, 2019 წ.



Emily Dickinson - A light exists in spring (812)

A Light exists in Spring
Not present on the Year
At any other period —
When March is scarcely here

A Color stands abroad
On Solitary Fields
That Science cannot overtake
But Human Nature feels.

It waits upon the Lawn,
It shows the furthest Tree
Upon the furthest Slope you know
It almost speaks to you.

Then as Horizons step
Or Noons report away
Without the Formula of sound
It passes and we stay —

A quality of loss
Affecting our Content
As Trade had suddenly encroached
Upon a Sacrament.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს