 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პოეზია 24 აგვისტო, 2019 |
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისე, როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, და წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
შენ რომ მიყვარდი, იმ წამთა მცველი, მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, თითქოს ავიცდენ დღეებს მოცელილს, და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ შეწყვეტილ სუნთქვას, ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ დღესაც უცვლელად გამიმეორებს...
სული გაყინა ამ სიმარტოვემ, რა ვქნა სიმართლეს გული არ იღებს, ასე მგონია სხვა მიატოვე, მოხვალ და ისევ არევ თარიღებს...
მე ძველ კალენდარს დავყურებ ისე, როგორც დამტვერილ ალბომის ფურცლებს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს
ნუგზარ ბაკურაძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თქვენს აქამდე გამოქვეყნებულს ყველას სჯობს თქვენს აქამდე გამოქვეყნებულს ყველას სჯობს
2. პირველ სიყვარულთან შეხვედრა კაი რამაა. პირველ სიყვარულთან შეხვედრა კაი რამაა.
1. ახალი თემაა, თითქოს, ასეთი რამ არ წამიკითხავს.
ეს ლექსთან არ არის დაკავშირებული: ქართულ ენაში იწერება ასე: ნუგზარ ბაკურაძე = ბაკურაძე ნუგზარი
ახალი თემაა, თითქოს, ასეთი რამ არ წამიკითხავს.
ეს ლექსთან არ არის დაკავშირებული: ქართულ ენაში იწერება ასე: ნუგზარ ბაკურაძე = ბაკურაძე ნუგზარი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|