ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2009


თვითშეგრძნება

ფრენის დრო მორჩა...
ნაბიჯები დამმძიმებია,
ცრემლების სახლი
დამაშენდა ზურგზე ნაჭუჭად,
დავიზლაზნები.
სადაც წავალ
თან სველ კვალს ვტოვებ...
ლოკოკინა ვარ,
შერჩენილი ხალხმრავალ ქუჩას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები