 | ავტორი: ჰენრი ჟანრი: პოეზია 10 თებერვალი, 2009 |
განთიადის ფერად ჟურნალს მზე უმშვენებს გარეკანს, ქარმა ღრუბლის ორთქლმავლები სხვა სადგურში გარეკა.... მომანათა დილამ მზერა მაკვარანცხულ - ხვადგური, მატარებელს ელოდება ჩემი ლექსის სადგური.. ელმავლების ოთხი სტროფი - პოეზიის დეპოში შევარდნილა... აუტეხავს გნიასი და დებოში... აგერ უკვე ერთმა ლექსმა ჩაიქროლა ქაქანით, მოაკივლა - გააღვიძა დაბოლილი ბაქანი... გეძებ მაგრამ ამდენ ხალხში მიჭირს შენი მიგნება, სულ - სხვა პოეტ-მემანქანეს აედევნე, იქნება, იქნებ, სულაც, ვერ მოაგენ შენთვის ღია საგულეს, იქნებ გადაიფიქრე და სხვაგან დაისადგურე?!.. მივდივარ და დამწუხრებულს უკან მრჩება ფეხები, შენ კი ამ დროს მოვარდი და ზურგზე ხელით მეხები... დილის ნისლში ჩაიკარგა ორთქლმავალი - მელოტი,... ღმერთო ჩემო, ამ სადგურზე ოცი წელი გელოდი! ასე არის - თუ უფალი ლექსის შხეფებს გაპკურებს - ვერ ასცდები მოლოდინებს, თანამგზავრებს, სადგურებს... მომავლიდან წარსულისკენ წლები ერთურთს ცვლიან და შოოოოოოოოოოორს მივყავარ, შენთან ერთად, პოეზიის ლიანდაგს!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. მართლა ძლიერია, ვეთანხმები ჩემს კვენტინს... მართლა ძლიერია, ვეთანხმები ჩემს კვენტინს...
34. ძაან მაგარია ეს... ამ საღამოზეც ვიყავი... დაუვიწყარი ემოციებით.......... :) ძაან მაგარია ეს... ამ საღამოზეც ვიყავი... დაუვიწყარი ემოციებით.......... :)
33. გეძებ მაგრამ ამდენ ხალხში მიჭირს შენი მიგნება, სულ - სხვა პოეტ-მემანქანეს აედევნე, იქნება, იქნებ, სულაც, ვერ მოაგენ ჩემი გულის სადგურებს, იქნებ გადაიფიქრე და სხვაგან დაისადგურე?!.. :) :) გენ(რ)იუს :-* გეძებ მაგრამ ამდენ ხალხში მიჭირს შენი მიგნება, სულ - სხვა პოეტ-მემანქანეს აედევნე, იქნება, იქნებ, სულაც, ვერ მოაგენ ჩემი გულის სადგურებს, იქნებ გადაიფიქრე და სხვაგან დაისადგურე?!.. :) :) გენ(რ)იუს :-*
30. მივდივარ და დამწუხრებულს უკან მრჩება ფეხები... და თვალებიც... მივდივარ და დამწუხრებულს უკან მრჩება ფეხები... და თვალებიც...
29. და კიდევ +10 და კიდევ +10
28. ასე არის - თუ უფალი ლექსის შხეფებს გაპკურებს - ვერ ასცდები მოლოდინებს, თანამგზავრებს, სადგურებს... მომავლიდან წარსულისკენ წლები ერთურთს ცვლიან და შოოოოოოოოოოორს მივყავარ, შენთან ერთად, პოეზიის ლიანდაგს!...
კარგი ხარ ჰენრი, წარმატებები :) ასე არის - თუ უფალი ლექსის შხეფებს გაპკურებს - ვერ ასცდები მოლოდინებს, თანამგზავრებს, სადგურებს... მომავლიდან წარსულისკენ წლები ერთურთს ცვლიან და შოოოოოოოოოოორს მივყავარ, შენთან ერთად, პოეზიის ლიანდაგს!...
კარგი ხარ ჰენრი, წარმატებები :)
27. ასე არის - თუ უფალი ლექსის შხეფებს გაპკურებს - ვერ ასცდები მოლოდინებს, თანამგზავრებს, სადგურებს... მომავლიდან წარსულისკენ წლები ერთურთს ცვლიან და შოოოოოოოოოოორს მივყავარ, შენთან ერთად, პოეზიის ლიანდაგს!...
კარგი ხარ ჰენრი, წარმატებები :) ასე არის - თუ უფალი ლექსის შხეფებს გაპკურებს - ვერ ასცდები მოლოდინებს, თანამგზავრებს, სადგურებს... მომავლიდან წარსულისკენ წლები ერთურთს ცვლიან და შოოოოოოოოოოორს მივყავარ, შენთან ერთად, პოეზიის ლიანდაგს!...
კარგი ხარ ჰენრი, წარმატებები :)
26. ეგ ლიანდაგი კარგ ადგილას მიგიყვაანს :) ეგ ლიანდაგი კარგ ადგილას მიგიყვაანს :)
25. ძალია მაგარი ლექსია, დიდი 5 ძალია მაგარი ლექსია, დიდი 5
24. აუ, ეს ლექსი, შენი წაკითხული, ძალიან მაგარი იყო... გაიხარე, მეგობარო- მოგვარე!...:) აუ, ეს ლექსი, შენი წაკითხული, ძალიან მაგარი იყო... გაიხარე, მეგობარო- მოგვარე!...:)
23. გაიხარე მათე! გაიხარე მათე!
22. რა საინტერესოა... და მასუბუქი,,,,, :) რა საინტერესოა... და მასუბუქი,,,,, :)
19. ხვადაგი შეიძლება ცოტა უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ასე ზუსტად სხვა სიტყვა ვერ გამოხატავს მაგ აზრს! :)) მადლობა ყველაააასსსს! ხვადაგი შეიძლება ცოტა უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ასე ზუსტად სხვა სიტყვა ვერ გამოხატავს მაგ აზრს! :)) მადლობა ყველაააასსსს!
18. საკაიფოა...კარგ ხასიათზე დამაყენა:) საკაიფოა...კარგ ხასიათზე დამაყენა:)
17. ო ჰენრი ჰენრი :) ო ჰენრი ჰენრი :)
16. ძალიან კარგი ხარ, ჰენრი! 5, ნიჭიერო! ძალიან კარგი ხარ, ჰენრი! 5, ნიჭიერო!
15. მთლად ვერა...4 მთლად ვერა...4
14. ხვადგური, შეცვალე რა ეს. ძალიან უხეშად ხვდება ყურს :) ამჯერად 5, ისე იუმორისტულში უნდა დაგედო :) ხვადგური, შეცვალე რა ეს. ძალიან უხეშად ხვდება ყურს :) ამჯერად 5, ისე იუმორისტულში უნდა დაგედო :)
13. მეც მომასმენიეთ ამ კაცის წაკითხული ლექსი,რა იქნება! :( :) მეც მომასმენიეთ ამ კაცის წაკითხული ლექსი,რა იქნება! :( :)
12. ლექსს რომ კითხულობს ე მაშინ ჰქვია მაგარიიიიიიიიიიიიიი. ლექსს რომ კითხულობს ე მაშინ ჰქვია მაგარიიიიიიიიიიიიიი.
11. კარგია და თავად ავტორის წაკითხული ხომ, მთლად უკეთესი იქნება! კარგია და თავად ავტორის წაკითხული ხომ, მთლად უკეთესი იქნება!
10.
განთიადის ფერად ჟურნალს მზე უმშვენებს გარეკანს, ქარმა ღრუბლის ორთქლმავლები სხვა სადგურში გარეკა.... მომანათა დილამ მზერა მაკვარანცხულ - ხვადგური, მატარებელს ელოდება ჩემი ლექსის სადგური.. ელმავლების ოთხი სტროფი - პოეზიის დეპოში შევარდნილა... აუტეხავს გნიასი და დებოში... აგერ უკვე ერთმა ლექსმა ჩაიქროლა ქაქანით, მოაკივლა - გააღვიძა დაბოლილი ბაქანი... ... ჰენრი ერთ-ერთი საუკეთესოა ახალგაზრდა ავტორთა შორის!
განთიადის ფერად ჟურნალს მზე უმშვენებს გარეკანს, ქარმა ღრუბლის ორთქლმავლები სხვა სადგურში გარეკა.... მომანათა დილამ მზერა მაკვარანცხულ - ხვადგური, მატარებელს ელოდება ჩემი ლექსის სადგური.. ელმავლების ოთხი სტროფი - პოეზიის დეპოში შევარდნილა... აუტეხავს გნიასი და დებოში... აგერ უკვე ერთმა ლექსმა ჩაიქროლა ქაქანით, მოაკივლა - გააღვიძა დაბოლილი ბაქანი... ... ჰენრი ერთ-ერთი საუკეთესოა ახალგაზრდა ავტორთა შორის!
9. ლექსი ჩემპიონი555 ლექსი ჩემპიონი555
7. მაგრა მომწონს ეგ ლექსი. შენი წაკითხული მითუმეტეს! :) მაგრა მომწონს ეგ ლექსი. შენი წაკითხული მითუმეტეს! :)
6. საღოლ ჰენრი საღოლ ჰენრი
5. ძლიერი ხარ ძმა!
ჩამოგართვი ხელი! ძლიერი ხარ ძმა!
ჩამოგართვი ხელი!
4. ოე, ცინიკოსო, ზრდილობა! ოე, ცინიკოსო, ზრდილობა!
3. (სოსო ნადირაძის თხოვნით დავდე. შენ გეძღვნება სევარიონ!) :) (სოსო ნადირაძის თხოვნით დავდე. შენ გეძღვნება სევარიონ!) :)
1. ოე ვაგზალია თუ პოეზია?;) "ორთკლმავალი - მელოტი"ეგ მაგარი მოხიე!:D ოე ვაგზალია თუ პოეზია?;) "ორთკლმავალი - მელოტი"ეგ მაგარი მოხიე!:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|