 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პროზა 21 სექტემბერი, 2019 |
(ჩანაწერები)
სულ მინდა.. და განა მარტო მინდა, უბრალოდ მჭირდება. მე თუ არა, სხვას მაინც ხო სჭირდება.სხვას მაინც ხო გამოადგება.აბა მიდი და იცხოვრე მაგის გარეშე თუ კაცი ხარ.არა, კი იცხოვრებ, გაიტან როგორღაც თავსაც და ცხოვრებასაც მარა ძნელია, გაგიჭირდება.იმიტომ რომ ისაა ყველაფერი, ისაა მიზეზიც და მიზანიც აქაურობის.
მეც დავდივარ და სულ ვიღაც ან რაღაც მიყვარს.აბა ისე სიარულს რა აზრი აქვს თუ არ გიყვარს.რაღაცნაირი ხდება მერე ყველაფერი, უფერული.აი მე კიდე შემოდგომა მიყვარს.თავისი ფერებით და წვიმებით.ხან კი ვიღაც მიყვარს შემოდგომაზე, ლამაზი თმითა და თვალებით.და ნეტა იცოდეთ როგორ მიყვარს შემოდგომის თბილისში უმისამართოდ ბოდიალი ალთა-ბალთა.ნეტა იცოდეთ როგორ მიყვარს როცა შემოდგომაზე ვარ შეყვარებული.
ბავშვობიდან ბანალური ოცნებები მაქვს.უფრო სწორად მქონდა, ახლა მემგონი გადავეჩვიე ოცნებასაც.უფრო სურვილებს ვეძახი, მარტივია და მირჩევნია.მინდა რომ სულ ასე ვიყო.სულ მიყვარდეს ვიღაც და სულ მიყვარდეს რაღაც.ბევრმა მითხრა მეც შენსავით ვიყავიო, მარა მერეო ცხოვრებაო, ხო იციო.ხოდა არ მინდა იმათ დავემსგავსო, მართლა არ მინდა.მოდი დავარვქათ ამასაც სურვილი.
მარტო მე კი არა, ყველას სჭირდება.შეილება ამ ყველადან ბევრს არ უყვარდე, მაგრამ შენ ხო ყველა არ ხარ არა?!. - ამას ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს და მერე მაინც ყველა მიყვარს.ეგრე სჯობს . ბიჭო, რა მაგარია არა! ქუჩაში რომ გადიხარ და ყველაფერი გიყვარს.მერე კი ამ ქუჩაში
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უსათაურო და უფინალოც :)
უსათაურო და უფინალოც :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|