 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პროზა 3 ოქტომბერი, 2019 |
მშია - მეთქი ვუთხარი და რამდენიმე წუთი ვუყურებდი მამაჩემის ტირილს. ვერაფირთ ვერ ვიგებდი რა ვაწყენინე.
ახლა კი, როცა ვფიქრობ, ვხვდები,პირველად მაშინ შევცოდე, როცა მამაჩემი ავატირე.
და რა ძნელია იყო ცოდვილი იმის გამო, რომ გშია. **** დედაჩემი ხურდებს რომ ითვლიდა, მე გვერდზე ვეჯექი ხოლმე.მაშინ თვლაც კი არ ვიცოდი, უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი ხურდების ნელ მოძრაობას მის ხელის გულებში და ვხედავდი გაფანტულ მონეტებს სამზარეულოს მაგიდაზე.ყოველთვის ითვლიდა დედა ხურდებს და ყოველთვის ვეჯექი მეც გვერდით, ისე, დამთხვევით მაშინ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რატო ითვლიდა დედა ხურდებს და საერთოდ, რამდენ რამეს ვერ ვხვდებოდი მაშინ.ვერ ვხვდებოდი რატო არ გვყოფნიდა ამდენი ხურდა დენის ფულზე, რატომ არ გვქონდა გაზი, რატომ არ გვყოფნიდა ამდენი ხურდა პურზე და რატომ არ ყოფნიდა ამდენი ფული დედაჩემის კარგ ხასიათს.ვერც იმას ვხვდებოდი რატომ ვერ ვყიდულობდი სათამაშოებს და რატომ მეცვა ყოველ წელს ერთი და იგივე ტანსაცმელი სკოლაში წასვლისას.პატარა ვიყავი და მიჭირდა გაგება. ოცი თეთრი არ ყოფნიდა სკოლის ბუფეტის კარტოფილის ღვეზელს და საერთოდ არაფერს არ ყოფნიდა ოცი თეთრი.ხანდახან არ მიყვარდა ბუფეტთან ჩავლა და დაბლა მეორე მხრიდან ჩავდიოდი როცა მშიოდა.რთული დრო იყო, მაშინ.მე კიდე კარტოფილის ღვეზელი მინდოდა. ერთხელ სახლში მივედი.პატარა ვიყავი, ალბათ ათი, თორმეტი წლის.დავაკაკუნე კარებზე და დედაჩემმა გამიღო.ბედნიერი თვალები ჰქონდა, იღიმოდა.გამიკვირდა, ნეტა რა ხდება- მეთქი.სამზარეულოში რომ შევედი სადილის სუნი იდგა.ახლაც მახსოვს იმ ჩახოხბილის გემო.პირველად, მაშინ. დედაჩემი ხშირად ითვლიდა ხურდებს.ითვლიდა თავჩაქინდრული და ხანდახან აეტირებოდა კიდეც.ხანდახან კი თავის ოთახში გადიოდა და ცოტახნით მარტო მტოვებდა.მერე მოდიოდა და აგრძელებდა ისევ.ეს იყო რიტუალი ჩვენი და არაფერი მეტი. მე კი ვერაფრით ვერ ვიგებდი, რატომ მშიოდა მაშინ, როცა არ უნდა მშიებოდა.რატომ ვტიროდი მაშინ, როცა არ უნდა მეტირა და რატომ ვიყავი უბედური, როცა ბედნიერება მთელი გულით მინდოდა. მერე უცბათ გავიზარდე და ხანდახან, როფა ფიქრებით იქით, შორს მივდივარ, ჩამესმება ხოლმე ხურდების ჩუმი ხმა.ეს იყო მაშინ, ჩემს ბავშვობაში როცა ვერაფრით ვერ მივხვდი რატო ჩაგვიჭრა გაზი მაღალმა მელოტმა კაცმა და რატომ ატირდა დედაჩემი.რატომ ესროლა მამაჩემმა თავის ჭიქა და რატომ შეგვიყვანა დედამ ცალკე ოთახში. ეს იყო მაშინ, 2000-იანების დასაწყისში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არ მძიმეა... მე კი ვერაფრით ვერ ვიგებდი, რატომ მშიოდა მაშინ, როცა არ უნდა მშიებოდა.რატომ ვტიროდი მაშინ, როცა არ უნდა მეტირა და რატომ ვიყავი უბედური, როცა ბედნიერება მთელი გულით მინდოდა. _ გულსაკმავი ამბავია... ასევე, ერთგან, "უცნად" გიწერია და უცბად უნდა იყოს, თუ არ გეწყინება... +5 არ მძიმეა... მე კი ვერაფრით ვერ ვიგებდი, რატომ მშიოდა მაშინ, როცა არ უნდა მშიებოდა.რატომ ვტიროდი მაშინ, როცა არ უნდა მეტირა და რატომ ვიყავი უბედური, როცა ბედნიერება მთელი გულით მინდოდა. _ გულსაკმავი ამბავია... ასევე, ერთგან, "უცნად" გიწერია და უცბად უნდა იყოს, თუ არ გეწყინება... +5
4. ერთადერთი რაც არ მაკლდა მიუხედავად ოთხმოცდათიანებისა,საჭმელ სასმელი იყო.ყოველ შემთხვევაში, არ მშიოდა...მაგრამ ვხვდებოდი რომ მშობლებისთვის არ იყო ეს იოლი და ამის გამოც კი მეტირებოდა.მთავარი უბედურება ისაა რომ დღევანდელობასაც არა აქვს დიდი პრივილეგია რადგან უამრავ მშიერ ბავშვს ვხედავ ირგვლივ და არა მარტო საკვების სახით. სახელმწიფოებისა და მშობლების ბრალია ჩვილთათვის ტვირთის შეგრძნება.
რამდენი რამეა გასათვლელი შვილზე და ერზე საპასუხისმგებლოდ... ++
ერთადერთი რაც არ მაკლდა მიუხედავად ოთხმოცდათიანებისა,საჭმელ სასმელი იყო.ყოველ შემთხვევაში, არ მშიოდა...მაგრამ ვხვდებოდი რომ მშობლებისთვის არ იყო ეს იოლი და ამის გამოც კი მეტირებოდა.მთავარი უბედურება ისაა რომ დღევანდელობასაც არა აქვს დიდი პრივილეგია რადგან უამრავ მშიერ ბავშვს ვხედავ ირგვლივ და არა მარტო საკვების სახით. სახელმწიფოებისა და მშობლების ბრალია ჩვილთათვის ტვირთის შეგრძნება.
რამდენი რამეა გასათვლელი შვილზე და ერზე საპასუხისმგებლოდ... ++
3. დღეს აღარ შიმშილობს ხალხი და ქაღალდის ფულებსაც კი ითვლიან. საერთოდ კარგად და გულიანად წერთ, სევდიან ამბებს.
დღეს აღარ შიმშილობს ხალხი და ქაღალდის ფულებსაც კი ითვლიან. საერთოდ კარგად და გულიანად წერთ, სევდიან ამბებს.
2. პირადად მე 90 - იანები უფრო გამახსენდა .. ასე მძაფრად არა , მაგრამ ))) ჩემგანაც 5 პირადად მე 90 - იანები უფრო გამახსენდა .. ასე მძაფრად არა , მაგრამ ))) ჩემგანაც 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|