ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2019


სიყვარულის მოხალისე

(ეძღვნება გ.ა.-ს)
არ უყვარს შარვალი მოტკეცილი,
არც პრო და არასამთავრობო.
ახსოვს ტყვიებისგან მოცელილი
ოცნება, მას და მის თაობას.
არ უყვარს ლიტონი საუბარი,
მოსაპნისბუშტო დაპირება.
იცის რატომ უნდა თქვას უარი,
ცხრა ზღვის იქითა ნაპირებზე...
არ უყვარს კენტავრი "სკამკაცები",
ზურგის ტვინით გრძნობს მატყუარას.
უყვარს უღალატო ძმაკაცები,
სამშობლოც, ზურგში ნატყვიარით!..
იცის წარსულიდან მომავლისკენ
ხსოვნა რატომ აქვს წასაღები...
არის სიყვარულის მოხალისე,
ჯიბეგარღვეული გასაღებით...
14.10.19

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები