 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 24 ოქტომბერი, 2019 |
წვიმაა თხელი და მაცდური ძალიან... შიფონი გალღვება მკერდზე მოწიწებით, ეგ სველი სიშიშვლე სულ წვიმის ბრალია, მე კი, მთლად უბრალო, თვალს ვხრი მოთმინებით. ჰო...მერე რა მოხდა?- სულ ერთხელ შეგხედე, სულ ერთხელ შევავლე სურვილი მაგ სხეულს და მოვკვდი მანამდე, ვიდრემდე შეგბედე: ძვირფასო, მომირჩენ, მომირჩენ სულს სნეულს?.. შენ მორცხვად ველური გაგიხდა მზერა და შიფონზე იტაცე მაშინვე თითები, სიშიშვლე დაეტყო იმ წამსვე ბგერასაც და აგიცახცახდა უთქმელი სიტყვები, ვნებები დაგცვივდა გაუშლელ კოკრებად, თმები აგიფეთქდა მკერდზე ჩამოშლილი, გიჟურად გაგიკრთა უცნობი ოცნება და ქცევამ გაყიდა ფიქრიც წამოშლილი. მე მაშინ ხელახლა, ხელახლა შეგბედე, მეორედ შეგავლე სხვაგვარი სურვილი, მოვედი და როგორც საცოლეს შეგეხე, თან გთხოვე ცოლ-ქმრული "გვეზიდა" წყურვილი. შენ უკვე შეუშვი თითები შიფონს და სისველე ამჯერად კისერში ჩაგალღვა... ტირილით ამბობდი ჰო...ეგრე იყოს და იგრძენი ოცნებაც საზღვრებს რომ გადაცდა... წვიმა აღარაა თხელი და მაცდური, წვიმაა სავსე და ცხელია ძალიან, ცივია მხოლოდ ის...ის ძველი სადგური, ჩვენ რომ დაგვამგზავრა... სიბერის ბრალია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. )) ჰო,ვინ იცის... აშკარაა რომ ყველაფერი ენაცვლება ერთმანეთს )) ჰო,ვინ იცის... აშკარაა რომ ყველაფერი ენაცვლება ერთმანეთს
10. გულიანა მოხარული ვიქნებოდი თავად ჩაწვდომოდი მაგ ფრაზის აზრს) გულიანა მოხარული ვიქნებოდი თავად ჩაწვდომოდი მაგ ფრაზის აზრს)
9. "მოვედი და როგორც საცოლეს შეგეხე"
ანუ... "მოვედი და როგორც საცოლეს შეგეხე"
ანუ...
8. "მოვეფი დაცროგორც საცოლეს შეგეხე"
სოფო კაცებსაც თუ ერქვათ არ მეგონა... "მოვეფი დაცროგორც საცოლეს შეგეხე"
სოფო კაცებსაც თუ ერქვათ არ მეგონა...
7. მადლობა დავით. მადლობა დავით.
6. თითქოს, ღრმა არის, სავსე და ამავდროულად პირდაპირი, მოშიშვლებული, ემოცია... 3 ან 4-იც შეიძლება. 2 არა მგონია, არ იმსახურებს. თითქოს, ღრმა არის, სავსე და ამავდროულად პირდაპირი, მოშიშვლებული, ემოცია... 3 ან 4-იც შეიძლება. 2 არა მგონია, არ იმსახურებს.
3. მადლობა, ძვირფასებო. მადლობა, ძვირფასებო.
2. მეც მომეწონა ეს ლექსი
მეც მომეწონა ეს ლექსი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|