ნინო დარბაისელი
რეკვიემი ვირთხისათვის - - - - - - (შეხუმრებით - დედიკოს)
იმის მაგიერ, იხაროს, რაიმე ტკბილი მითხრას, ითვალოს შვილთაშვილები და ფეხი შემოირთხას, ლამის ნაცარი იყაროს, თავში მუშტები ირტყას, გულამოსკვნილი ქვითინებს, ვერ გააგონებ სიტყვას! ვინ ადამიანს, რა ფრინველს, რა ბატკანსა და ვინ თხას!- საქმე არა აქვს დედიკოს, ცხარედ დასტირის ...ვირთხას!
რა ვუთხრა, რით დავამშვიდო, სადარბაზოში ნახა, მომაკვდავისთვის კამფეტით ამოუვსია ხახა, “სანეპიდსადგურს მიეცეს ეგ ცოდვა, წამლავს რახან. საჭმელი ნახა მუქთა და ის საწამლავი თრახა, ანდა მწვანეზე გადასულს ვიღაცა დაეჯახა, სადარბაზომდე, დაჭრილმა წინ ქუჩა გადმოლახა, ან იქნებ ვინმე სექსოპათს მოუნდა, გააბახა...” ვეუბნები და მპასუხობს: “ოჰ, ნინო რა ხარ, რა ხარ!” ამერიკიდან ვურეკავ, ვეღარ ვიკავებ ხარხარს. მოსაჩვენებლად მეც ვტირი მიშველეეეთ! ვა- ჰა- ჰა -ჰა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჯერ გამეცინა, მაგრამ, რომ დავფიქრდი, ძალიან ძნელია, უყურო ცოცხალი არსების ტანჯვით სიკვდილს. თან ადამიანმა არ იცის თავისი აღსასრული. როგორც ჩანს, დედათქვენს სურვილი გაუჩნდა შეემსუბუქებინა, ჰო, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ვირთხისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა. არ მიატოვა, არ დატოვა მარტო, ბოლო სურვილიც აუსრულა – მურაბა. თქვა ნინომ არაკი ...
ჯერ გამეცინა, მაგრამ, რომ დავფიქრდი, ძალიან ძნელია, უყურო ცოცხალი არსების ტანჯვით სიკვდილს. თან ადამიანმა არ იცის თავისი აღსასრული. როგორც ჩანს, დედათქვენს სურვილი გაუჩნდა შეემსუბუქებინა, ჰო, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ვირთხისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა. არ მიატოვა, არ დატოვა მარტო, ბოლო სურვილიც აუსრულა – მურაბა. თქვა ნინომ არაკი ...
2. მადლობა, მზია! ამის შემდეგ რომ დავდებ( ჯერ დროითი ლიმიტი არ ამოწურულა) აი, ”ვა-ჰა-ჰა-ჰა “ ის იქნება. მადლობა, მზია! ამის შემდეგ რომ დავდებ( ჯერ დროითი ლიმიტი არ ამოწურულა) აი, ”ვა-ჰა-ჰა-ჰა “ ის იქნება.
1. ნინო, ვა ჰა ჰა ჰა ჰა
ნინო, ვა ჰა ჰა ჰა ჰა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|