ემილი დიკინსონი - ჩემთან მოლხენამ ვერ იხეირა (1057)
ჩემთან მოლხენამ ვერ იხეირა, არ შევხაროდი არასდიდებით, ვიდრე არ ვიგრძნე, უცებ შეირხა და იზრდებოდა, როცა მივდევდი,
სანამ არ მისწვდა ცის დასალიერს და მიიმალა მიღმა სერების, როდესაც გასცდა ჩემს თვალსაწიერს, ფასი გავიგე ბედნიერების.
4 ნოემბერი, ყაზანის ღვთისმშობლობა, 2019 წ.
Emily Dickinson - I had a daily Bliss (1057)
I had a daily Bliss I half indifferent viewed Till sudden I perceived it stir – It grew as I pursued
Till when around a Height It wasted from my sight Increased beyond my utmost scope I learned to estimate.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|