ბევრი რამ მაქვს საამაყო, ჰოდა, კიდეც ვამაყობ... დიდგორით და ბასიანით როგორ არ ვიამაყო?!
გული სამას არაგველით, იმ ცხრა ძმითაც ამაყობს... რომ მოხვდება ცაში ღმერთთან, იქაც სურს იამაყოს!
კოლხთა შთამომავალი ვარ, მახსოვს, არ მავიწყდება, მე თუ მკითხავთ, საქართველო კოლხეთიდან იწყება.
ეს მედეას ქვეყანაა, - პირველ ქართველ ქალისა, მხარე ოქროს საწმისისა, ცოტნე დადიანისა.
რუსთაველის სამშობლოა, ვაჟას საფიცარია, ქალ-ვაჟები აქ ჩოხებით შემოსილნი არიან.
ვკოცნი მიწას ჭყონდიდელის, ქრისტეს რჯულით ვამაყობ... ალავერდით, სვეტიცხოვლით, როგორ არ ვიამაყო?!
გული გრემით, ნიკორწმინდით, გელათითაც ამაყობს... რომ მოხვდება ცაში ღმერთთან, იქაც მსურს იამაყოს!
მეტი რა ვთქვა... კოლხურ კოშკთან მესმის სისხლის ყივილი, ჩემად მიჩანს თანამოძმე აფხაზების ტკივილი.
მათ ყოველთვის ვაფასებდი, თქმა ლექსებით მჩვევია, ჩვენი არის აფხაზეთი, სამაჩაბლოც ჩვენია.
რასაც ვწერ და რასაც ვწერდი, არის მხოლოდ ქართული... აი, სწორედ ამიტომ ვარ მუდამ წელგამართული!
2019
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა მეგობრებო... მადლობა მეგობრებო...
5. ისეთი ოპტიმისტური ლექსია, რომ კარგ ხასიათზე დაგაყენებს ადამიანს.
ისეთი ოპტიმისტური ლექსია, რომ კარგ ხასიათზე დაგაყენებს ადამიანს.
4. დიდი მადლობა მუხა, უფალი გვწყალობდეს კარგ ადამიანებს. დიდი მადლობა მუხა, უფალი გვწყალობდეს კარგ ადამიანებს.
3. ოთარ შენ საქართველოს და ურაკპარაკის საამაყო ხარ! მომწონს შენი ლექსები, მომწონს შენი სიმღერები, ცეკვა , დაკვრა და რაც მთავარია კარგი ადამიანი ხარ! ოთარ შენ საქართველოს და ურაკპარაკის საამაყო ხარ! მომწონს შენი ლექსები, მომწონს შენი სიმღერები, ცეკვა , დაკვრა და რაც მთავარია კარგი ადამიანი ხარ!
2. გაიხარე ანა, მიყვარხარ ქრისტესმიერი სიყვარულით, უფალი ჩვენსკენ. გაიხარე ანა, მიყვარხარ ქრისტესმიერი სიყვარულით, უფალი ჩვენსკენ.
1. ოთარ, მე შენი გულქართველობით ვამაყობ++ ოთარ, მე შენი გულქართველობით ვამაყობ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|