ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2019


მრწამსი

სად რა ვიწამე,
და არა ვნახე!
ვიყავი მრავალთან
და მაინც მარტო!
იყო ხმაური
და უხმაურო ლიანდაგი
ბაქანთან დაგებული,
როგორც ხალიჩა მისაღებში
მრავლის მიმღები!
სად რა ვიწამე
და არა ვნახე!
ვიყავი მრავალთან
მე ერთადერთი!
ის ერთადერთი
იყო მრავალში,
მაგრამ ამაყი,
სხვათა საგზალით!
ოქვე გემების წყალზე ფარფატი
და პეპლების თოლიებად
გარდაქმნის მოწმე!
სად ვართ ყველანი,
და ამ დროს მარტონი!
სად არ ვიწამე,
და არა ვნახე!
ვიყავი ქვემოთ
და ზემოთ უფალი!
ქვეფენილებით დავხვდით ბელადებს,
ვარსკვლავთ ბიჭუნებს,
და მრავალ ხეპრეს
ვუთხარით - მეფე!
სად რა ვიწამე,
და არა ვნახე!
მიწის სუნით
გემევსო ნესტო,
სუნთქვა შეკრული
ვიძახი - ღმერთოს!
და რა მძიმეა ბელტების თრევა,
როცა ცოდვებიც ბელტებად გადევს!
სად არ ვიყავით,
და დავბრუნდით გმირებ გარეშე,
აქ კი დავეძებთ ხალხში ნამცეცებს!
სად რა ვიწამე
და არა ვნახე!
ვიყავი ქვემოთ
და ზემოთ უფალი,
სუნთქვა შეკრული
ვიძახი - ღმერთოს!

გიგო რიონელი
23 ნოემბერი 2019 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს