ემილი დიკინსონი - გამიადვილებს სიმღერა ლოდინს (850)
გამიადვილებს სიმღერა ლოდინს, ჩემუნებურად ქუდს ვიკრავ თასმით, მერე კარებსაც ჩავრაზავ ოდის და თადარიგიც მთავრდება ამით,
მკაფიოდ მოდის ნაბიჯთა ჩქამი და მომდევნო დღეს ვსეირნობთ მწუხრში, ერთურთს ვუყვებით, დღისით თუ ღამით, ვით ვიქარვებდით სიმღერით წუხილს.
12 დეკემბერი, 2019 წ.
Emily Dickinson – I sing to use the Waiting (850)
I sing to use the Waiting My Bonnet but to tie And shut the Door unto my House No more to do have I
Till His best step approaching We journey to the Day And tell each other how We sung To Keep the Dark away.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|