ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2019


ნასამხრეთალ ჩიტებზე

კირით შეღებილ ცაზე
ნახშირით ვხატავ ყორნებს
და სამხრეთისკენ გაფრენილ ჩიტებზე აღარ ვფიქრობ.
ჩამავალ მზეს გავაყოლე,
მათზე დარდი.
მაჩეტეთი ვჩეხავ სიჩუმეს
რომ
ჩემი ხმა,
ნაწილ-ნაწილ
მის ჭრილობას მივაჩეჩო.
თბილი,
ოქროსფერი სამხრეთი,
იქ სულ მზეა,
ასე ვფიქრობდი ადრე
და ამ ხერხით,
ვაცილებდი ჩიტებს.
ისევ ვხატავ კირის ცაზე ყორნებს.
ალბათ, მალე
გავიმურები.
ჩემს ეზოში,
სადენებზე
მოდებულო ჩიტებო?
უკან რატომ ბრუნდებით?! -
მარად თბილი
და მზიანი სამხრეთიდან.
აქ სხდებიან
ჩემი შავი,
მოწყენილი ყორნები,
ფოთლებდაყრილ
ტოტებსა თუ სამხრეებზე,
მე მათ ყრანტალს მივეჩვიე,
და არ ვდარდობ,
ფრთამოტეხილ,
ნასამხრეთალ
ჩიტებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები