 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 27 დეკემბერი, 2019 |
თავის გარშემო წრეებს ნეტა, როდის ამთავრებ, გარეთ გამოსვლა ადვილია ვითომ შიგნიდან? გთხოვ, არ დაიწყო იმ ვნებების ჩამონათვალი, ხორცმა სული რომ სამუდამოდ გადაიკიდა... სად გაექცევი წლებს, ჩამომყრელს მხოლოდ ფაქტების, მენდელსონის მარშს, მერე უცებ რამპის ჩაქრობას... და იმ მიზანსაც შენს გამო აქვს ფეხი ნატკენი, ისე მირბოდა, არც უკითხავს შენი თანხმობა. იცი, რას გეტყვი? ის დროა, რომ გახსნა „სეზამი“, უჯადოსნურო სიტყვასაც კი თავის ჯადო აქვს! ჯერ მოიკითხე შენი თავი, ჯერ მიესალმე, და მერე ჰკითხე, ან ისე, ან ასე რატოა... 19.10.19
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 დეკემბერი, 2019
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 დეკემბერი, 2019
3. მშვენიერია +5 რატომღაც დიდი ხანია მსგავსი რითმები არ შემხვედრია და ძალიან მესიამოვნა მშვენიერია +5 რატომღაც დიდი ხანია მსგავსი რითმები არ შემხვედრია და ძალიან მესიამოვნა
1. მიყვარს აქ შემოსვლა... 5
მიყვარს თქვენი შემოქმედება...
მიყვარს აქ შემოსვლა... 5
მიყვარს თქვენი შემოქმედება...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|