ნინო დარბაისელი
არენა - - - -
გქონიათ-მეთქი ერთი ასეთი სიყვარული? - რაღაც, ცრემლამდე მხიარული, სასიკვდილო ნომრებს შორის გამოხირული.
სულ დარჩეული ასისტენტები გრძელტარა ცოცხით არენაზე ნახერხს რომ ჰგვიან, აკრობატების ნომრის მერე უსაფრთხოების მძიმე ბადეთა კონსტრუქციებს რომ ამოწმებენ ლომებისათვის, რადგან ახსოვთ საბედისწერო მარცხი, სიკვდილი; თან ორკესტრიც რომ ზემოდან უკრავს ნაწყვეტ-ნაწყვეტად, ძირითადად - ოქროსფერი ჩასაბერი და დასარტყმელი ინსტრუმენტებით. ქვემოთ კი ერთი საყოველთაო თავშექცევაა, ორის ხმაური, წუწაობა, კოტრიალი, იუმორი ტრივიალური, ათი ზომით დიდი, ჭრელი ტანისამოსი, უხვად გრიმი - ორივესათვის. ფერად-ფერადი წრიული შუქის კონუსებად დადევნება ჩაბნელებულში და ტაში, ტაში ნახერხიდან კულისებამდე.
არენის იქით - რუტინა და ოფლის სუნია, არენის იქით - ,,ხელფასამდე ცოტა მასესხე”... არენის იქით - ერთი მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ.
მაინც სადაა ის მომენტი, რაღაც წერტილი გასასვლელსა და არენას შორის, როცა ერთნი ხართ, როცა ხართ ანდა სულ აღარა ხართ!
გქონიათ-მეთქი, გამოგიცდიათ ერთი ასეთი სიყვარული? - ასე მოკლე, ასე სავსე, ასე დამცლელი, ასე საჭირო ერთმანეთის და ირგვლივ - ყველას, იქნებ სამყაროს გადასარჩენად?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ძველი და კარგი ავტორის გამოჩენა,სასიხარულო ამბავია ფრიად! ძველი და კარგი ავტორის გამოჩენა,სასიხარულო ამბავია ფრიად!
10. გასაგებია, ნინო. საინტერესო კომენტარებია. ჩემთვისაც საყურადღებო.
გასაგებია, ნინო. საინტერესო კომენტარებია. ჩემთვისაც საყურადღებო.
9. დარეგისტრირება და მერე ქართული შეიფტით წერა ისეთ მოთმინებას საჭიროებს ჩემგან, რომ ყოველ ახლად დადებულ ლექსზე იმწუთას ვერ მო მიხერხდება. ველოდები, ვიდრე რამდენიმე გახდება. ათვლის მომენტიდან აქამდე დადებულები მოვრჩი. დარეგისტრირება და მერე ქართული შეიფტით წერა ისეთ მოთმინებას საჭიროებს ჩემგან, რომ ყოველ ახლად დადებულ ლექსზე იმწუთას ვერ მო მიხერხდება. ველოდები, ვიდრე რამდენიმე გახდება. ათვლის მომენტიდან აქამდე დადებულები მოვრჩი.
8. ნინო, სად ხართ? დაგვაინტრიგეთ და გელით.
ნინო, სად ხართ? დაგვაინტრიგეთ და გელით.
7. ნინო, ძალიან საინტერესო და თანაც შემეცნებითი იქნება ეს წამოწყება, ურაკპარაკსაც გამოაცოცხლებს. სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს გამოხმაურებებს. ველი!
ნინო, ძალიან საინტერესო და თანაც შემეცნებითი იქნება ეს წამოწყება, ურაკპარაკსაც გამოაცოცხლებს. სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს გამოხმაურებებს. ველი!
6. ანა, მზია, ჩემო კარგებო, მადლობა! იხარეთ მრავალჟამიერ! თქვენმა შემოხმიანებამ და ადმინისტრაციის დუმილმა გადამაწყვეტინა, “ამ სეკუნდიდან” ზუსტად ერთი თვის მანძილზე, ანუ 13 თებერვლამდე ვიყო “ურაკპარაკის” თვითმარქვია მორიგე პროვოკატორი. ვეცდები, ამ ხნის მანძილზე დადებული არ ერთი ტექსტი, კარგი თუ ცუდი, არ დავტოვო გამოხმაურების გარეშე. (უკვე დადებულებისთვის, არ მგონია, დრო და ყურადღება დამრჩეს! წამმზომი ჩართულია! ანა, მზია, ჩემო კარგებო, მადლობა! იხარეთ მრავალჟამიერ! თქვენმა შემოხმიანებამ და ადმინისტრაციის დუმილმა გადამაწყვეტინა, “ამ სეკუნდიდან” ზუსტად ერთი თვის მანძილზე, ანუ 13 თებერვლამდე ვიყო “ურაკპარაკის” თვითმარქვია მორიგე პროვოკატორი. ვეცდები, ამ ხნის მანძილზე დადებული არ ერთი ტექსტი, კარგი თუ ცუდი, არ დავტოვო გამოხმაურების გარეშე. (უკვე დადებულებისთვის, არ მგონია, დრო და ყურადღება დამრჩეს! წამმზომი ჩართულია!
5. ქალბატონო ნინო, გაფასებთ, ასეთი რაციონალური აზროვნებისთვის <3 გილოცავთ, შობა-ახალ წელს! გისურვებთ, ბედნიერებას და წარმატებას შემოქმედებაში:) ლექსს +5 ქალბატონო ნინო, გაფასებთ, ასეთი რაციონალური აზროვნებისთვის <3 გილოცავთ, შობა-ახალ წელს! გისურვებთ, ბედნიერებას და წარმატებას შემოქმედებაში:) ლექსს +5
4. შემოსვლით ყველა შემოდის და კითხულობს. ჩემთან ფბ–ზე დამეგობრებებმა დამარწმუნა ამაში. მე პირიქით მგონია, რომ შენიშვნებზე იჯაგრებიან და არ კადრულობენ მკითხველებისგან აზრის გამოთქმას. ვისთვის წერენ, გაურკვეველია :))) კილომეტრიანი ძმაკაცურ–დაქალური ქება–დიდებები რომ აღარ არის, აი, ეს არ სიამოვნებთ. „ჩემ გვერდზე აღარ შემოხვიდეთ“, „აღარ წაიკითხოთ“. „მე შენს ადგილას აღარ წავიკითხავდი“ – მეცინება. ვისთვის წერთ? მარკეტინგიც რომ არ გესმით :))) შენიშვნებით, აზრთა გაცვლა–გამოცვლით ტრიალებს თქვენი ნაწარმოები, სხვებიც კითხულობენ, თქვენც იგებთ, როგორ აღიქმება ის, რაც დაწერეთ, რა შეიძლება გაუმჯობესდეს. აგერ ანანომ უკვე დაწერა, ვინმე შემოვა და გააკრიტიკებსო :))) მეცინება.
შემოსვლით ყველა შემოდის და კითხულობს. ჩემთან ფბ–ზე დამეგობრებებმა დამარწმუნა ამაში. მე პირიქით მგონია, რომ შენიშვნებზე იჯაგრებიან და არ კადრულობენ მკითხველებისგან აზრის გამოთქმას. ვისთვის წერენ, გაურკვეველია :))) კილომეტრიანი ძმაკაცურ–დაქალური ქება–დიდებები რომ აღარ არის, აი, ეს არ სიამოვნებთ. „ჩემ გვერდზე აღარ შემოხვიდეთ“, „აღარ წაიკითხოთ“. „მე შენს ადგილას აღარ წავიკითხავდი“ – მეცინება. ვისთვის წერთ? მარკეტინგიც რომ არ გესმით :))) შენიშვნებით, აზრთა გაცვლა–გამოცვლით ტრიალებს თქვენი ნაწარმოები, სხვებიც კითხულობენ, თქვენც იგებთ, როგორ აღიქმება ის, რაც დაწერეთ, რა შეიძლება გაუმჯობესდეს. აგერ ანანომ უკვე დაწერა, ვინმე შემოვა და გააკრიტიკებსო :))) მეცინება.
3. მადლობა, ჩემო კარგებო! ახლა საიტს თვალი გადავავლე და ლამისაა, სასო წარმეკვეთოს. ლამის ნულს ქვემოთა მდგომარეობამდეა დასული... ურაკპარაკს დღეები ახსოვს, ერთი სახისა და ფრაზის კი არა, ერთი სასვენი ნიშნის გამოც გაგვიმართავს ცხარე პოლემიკები. კარგ ავტორებს გული უტყდებათ და აღარც შემოდიან, ან იშვიათად თუ შემოიხედავენ...
ეტყობა, დრომ მოაწია, რომ ადმინს ვთხოვო, ისევ დამნიშნოს თვის მორიგე პროვოკატორად.
მადლობა, ჩემო კარგებო! ახლა საიტს თვალი გადავავლე და ლამისაა, სასო წარმეკვეთოს. ლამის ნულს ქვემოთა მდგომარეობამდეა დასული... ურაკპარაკს დღეები ახსოვს, ერთი სახისა და ფრაზის კი არა, ერთი სასვენი ნიშნის გამოც გაგვიმართავს ცხარე პოლემიკები. კარგ ავტორებს გული უტყდებათ და აღარც შემოდიან, ან იშვიათად თუ შემოიხედავენ...
ეტყობა, დრომ მოაწია, რომ ადმინს ვთხოვო, ისევ დამნიშნოს თვის მორიგე პროვოკატორად.
2. მომწონს მე თქვენი შემოქმედება. 5 მომწონს მე თქვენი შემოქმედება. 5
1. გილოცავთ დამდეგ შობას! +5! გილოცავთ დამდეგ შობას! +5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|