ანა ახმატოვა - სიყვარული
დაგორგლილია ხან ვით ასპიტი, გულის მსახვრალი ჯადობაზობით, მოღუღუნეა ხან როგორც გვრიტი და თავს გვაბრალებს საცოდაობით,
კრთება, ლევკოი თუ მთვლემარია, გაიციმციმებს ხანდახან თრთვილში, სიმშვიდეს გვართმევს და ჭეშმარიტად, ლხენის წაგვრაშიც მიუძღვის წვლილი.
მარჯვედ უხამებს თავის სიმძიმილს ვიოლინოთა ნაღვლიან მელოსს და საეჭვოა უცნობ ღიმილში მისი შეტყობა ადვილად შეძლონ!
1 თებერვალი, წმ. ანტონ მარტყოფლის ხს. დღე, 2020 წ.
Анна Ахматова – Любовь
То змейкой, свернувшись клубком, У самого сердца колдует, То целые дни голубком На белом окошке воркует,
То в инее ярком блеснёт, Почудится в дреме левкоя... Но верно и тайно ведёт От радости и от покоя.
Умеет так сладко рыдать В молитве тоскующей скрипки, И страшно её угадать В ещё незнакомой улыбке.
1911
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ეს ჩემი ვარიანტია ამ ლექსის თარგმანი.
ელვის სისწრაფით წრეზე ტრიალებს, გულს აჯადოებს, როგორც თოჯინას, ღუღუნს მოყვება, მოხეტიალე მტრედივით, ფანჯრის მიღმა, მორჩილად.
მისი სინათლე თოვლში იზრდება ნისლში კი ბზინავს, ნათლად გვირისტობს, როცა იძინებს სულ ესიზმრება ნიშანი ღმერთის, ზეთის ხილის რტო.
ტირის და თითქოს დარდი მლოცველმა ვიოლინოში ჩასვა. ე, მაშინ საშიში არის მისი მოძებნა აქამდე უცხო გაღიმებაში.
ეს ჩემი ვარიანტია ამ ლექსის თარგმანი.
ელვის სისწრაფით წრეზე ტრიალებს, გულს აჯადოებს, როგორც თოჯინას, ღუღუნს მოყვება, მოხეტიალე მტრედივით, ფანჯრის მიღმა, მორჩილად.
მისი სინათლე თოვლში იზრდება ნისლში კი ბზინავს, ნათლად გვირისტობს, როცა იძინებს სულ ესიზმრება ნიშანი ღმერთის, ზეთის ხილის რტო.
ტირის და თითქოს დარდი მლოცველმა ვიოლინოში ჩასვა. ე, მაშინ საშიში არის მისი მოძებნა აქამდე უცხო გაღიმებაში.
2. ძალიან მომეწონა . 5 ქულა ძალიან მომეწონა . 5 ქულა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|