ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
5 თებერვალი, 2020


Анна Ахматова – Хочу тебе покоя не давать

ანა ახმატოვა - არ მსურს თავი გაგრძნობინო მშვიდად

არ მსურს თავი გაგრძნობინო მშვიდად
და მწადია სუსტი ვჩანდე მძლავრიც,
ჩემს სიყვარულს გიწოდებდე მინდა,
სხვანაირად მოვკვდებოდი ჯავრით.

არანაკლებ ნახევარი საზრდოდ
მსურს მოგპარო ზრუნვის, საფიქრალის
და ვნატრულობ, უცებ გაიაზრო,
შენი ლხენა არის ჩემი ბრალი.

მსურს შენ იყო მხოლოდ მიჯნად მიზნის,
შენთვის ვღვრიდე სიხარულის კურცხალს,
მუდამ მთვლიდე საკითხავი წიგნის
თავფურცლად და უკანასკნელ ფურცლად!

5 თებერვალი, 2020 წ.



Анна Ахматова – Хочу тебе покоя не давать

Хочу тебе покоя не давать,
Быть сильной, оставаться слабой.
Хочу тебя своей любовью звать,
Ведь я иначе жить и не могла бы.

Хочу из всех твоих забот и дум
Украсть, по крайней мере, половину.
Хочу, чтоб вдруг тебе пришло на ум,
Что счастлив ты, и в этом я повинна.

Хочу, чтоб для любой моей мечты
Ты был единственной границей.
Хочу в той книге, что читаешь ты,
Быть первой и последнею страницей.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები