 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 15 თებერვალი, 2009 |
4 თავი
იმ ადგილებში,,სადაც ეხლა წმინდა მთა არის და იორდანე მიუყვება წარმტაც სანახებს, წარსულში იყო ლამაზი და მშვიდი ქალაქი, ღვთიური შუქით ანთებული ზეცის კარამდე. იგი ადამმა ააშენა ღმერთის შეწევნით, კაენმაც ბევრი გააკეთა მისი სრულქმნისთვის, ქალაქის გზები უხვად მორთეს ოქროს კენჭებით, ოდნავ რომ მაინც ჰგვანებოდა სამოთხის ბილიკს. ყველა მცენარე რაც გვკვებავს და სურნელს გვანიჭებს, ამ ადგილებში ჰყვაოდა და ნაყოფს ისხამდა, ოქროს გალავანს ოქროსივე ჰქონდა კარიბჭე, ასეთი იყო სამყოფელი მიწის ხიზანთა... ახლოვდებოდა ლოცვის დიდი დღესასწაული, წლის ბოლო შაბათს ანგელოსთა დასი ზეციდან, წინ მოუძღოდა დამბადებელს დიდებით მოსილს, რომ მიძინებულ , ცივ სამყაროს გამოეღვიძა. თვით ჯოჯოხეთშიც დაცემულ და მზაკვარ არსებებს, რომელნიც უწინ ანგელოზებს მოჰქავდნენ სახით, თავს ახსენებდა ღმერთი ამ დღეს, ცეცხლის ნარჩენებს სულს უბერავდნენ ზეცის მკვიდრნი და ცეცხლის ალიც, ათმაგად წვავდა მთელს ჯოჯოხეთს და მხურვალება, პანდემონიუმს, სადაც ედგა სატანას ტახტი, ცხელ თონესავით ახურებდა და ყველაფერი, წითლაგ ღვიოდა და კვესავდა ვით ნაღვერდალი... დადგა შაბათი, დღე ნათელი, ძალზედ ნეტარი, და დედამიწა სასწაულის ძალით აღივსო, ხოლო ჯოჯოხეთს ცეცხლის ალი წვავდა მედგარი, თუმცა ქვესკნელში სხვა იმედის ცეცხლიც დაენთოთ, ბოროტი სული გაახარეს, რადგან კაენში, წინასწარ გრძობდნენ კუპრის ტბაში მდგარნი ყელამდე, რამხელა ტკივილს ჩაწურავდნენ რმერთის თვალებში, როს იხილავდა კერპით ასულ კაენს მწვერვალზე, შურისძიება ოდნავ მაინც დაამშვიდებდა, პატივმოყვარე "ანგელოზთა"ამაყ ბუნებას და ცეცხლის ალზე მოცეკვავე წყეულ ჯოჯოხეთს გამარჯვების და ბრძოლის სურვილს დაუბრუნებდა და უფალს ამით კიდევ ერთხელ დაანახებდნენ, რომ უძლეველნი იყვნენ ქვეყნად და დღეს თუ ხვალე, დაიბრუნებდნენ ცის შეუვალ და წარმთაც ზეგნებს, რომელიც ფეხქვეშ ღრუბელივით გამოაცალეს!.. და ვეღარ გრძნობდდნენ სიხარბისგან დატყვევებულნი, რომ შურისგება ზრდიდა ბნელი უფსკრულის სიღრმეს და მათ სხეულზე ანთებული ცეცხლის კრებული არ ჩაქრებოდა ბოროტება მუხტავდათ ვიდრე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ბატონო სოსო როგორ ხართ? :-* მომენატრეთ ;;) :"> ბატონო სოსო როგორ ხართ? :-* მომენატრეთ ;;) :">
20. ისე მართლაც კარგი იქნება თუ მილტონის "დაკარგულ სამოთხეს" წაიკითხავთ, მითუმეტეს ახლ,ა როცა ინტრიგა არსებობს საამისოდ! ისე მართლაც კარგი იქნება თუ მილტონის "დაკარგულ სამოთხეს" წაიკითხავთ, მითუმეტეს ახლ,ა როცა ინტრიგა არსებობს საამისოდ!
19. კარგიაააააააააა :) კარგიაააააააააა :)
18. ბატონო სანდრო მადლობა კომპლიმენტისათვის! ალბათ პანდენომიუმი, რომ გვაქვს ნახსენები მეც და მილტონსაც იმიტომ გაგიჩნდათ ასეთი ასოციაცია, თორემ ისეთ გოლიათს როგორიც მილტონია, მე როგორ შევედრები? ხუმრობაში ჩაგითვლით და არა დაცინვაში თქვენს ფრაზას! ბატონო სანდრო მადლობა კომპლიმენტისათვის! ალბათ პანდენომიუმი, რომ გვაქვს ნახსენები მეც და მილტონსაც იმიტომ გაგიჩნდათ ასეთი ასოციაცია, თორემ ისეთ გოლიათს როგორიც მილტონია, მე როგორ შევედრები? ხუმრობაში ჩაგითვლით და არა დაცინვაში თქვენს ფრაზას!
17. საოცრად მხიბლავს თქვენი ლექსი... და ხატოვანი, მშვენიერი სამყარო მისი, ასე ლაღად ნაძერწი სიტყვით... გიტოვებთ ღიმილს! :) საოცრად მხიბლავს თქვენი ლექსი... და ხატოვანი, მშვენიერი სამყარო მისი, ასე ლაღად ნაძერწი სიტყვით... გიტოვებთ ღიმილს! :)
16. ბატონო ლამანჩელო! ამ საიტის, და საერთოდ კომპიუტერის პრობლემა ის არის, რომ ადამიანები წიგნებს აღარ კითხულობენ. ზოგიერთს თავისი გამოგონებული ჰგონია ანბანი და ალფა-ომეგა. ჯონ მილტონიც უნდა ვახსენოთ და სერვანტესიც, იქნებ ხელი წაუცდეთ წიგნისკენ. ბატონო ლამანჩელო! ამ საიტის, და საერთოდ კომპიუტერის პრობლემა ის არის, რომ ადამიანები წიგნებს აღარ კითხულობენ. ზოგიერთს თავისი გამოგონებული ჰგონია ანბანი და ალფა-ომეგა. ჯონ მილტონიც უნდა ვახსენოთ და სერვანტესიც, იქნებ ხელი წაუცდეთ წიგნისკენ.
14. და ვეღარ გრძნობდდნენ სიხარბისგან დატყვევებულნი, რომ შურისგება ზრდიდა ბნელი უფსკრულის სიღრმეს და მათ სხეულზე ანთებული ცეცხლის კრებული არ ჩაქრებოდა ბოროტება მუხტავდათ ვიდრე... 555555555 და ვეღარ გრძნობდდნენ სიხარბისგან დატყვევებულნი, რომ შურისგება ზრდიდა ბნელი უფსკრულის სიღრმეს და მათ სხეულზე ანთებული ცეცხლის კრებული არ ჩაქრებოდა ბოროტება მუხტავდათ ვიდრე... 555555555
13. ძნელია პოემის კითხვა კომპიუტერში, მაგრამ ეს საინტერესოდ იკითხება ძალიან. ძნელია პოემის კითხვა კომპიუტერში, მაგრამ ეს საინტერესოდ იკითხება ძალიან.
12. კაი ახლა, აზნაურო ბერიძე, დავიჯერო იმდენად იდენტურია ამ ორი შემოქმედის მიდგომა ბიბლიისადმი, რომ ასეთი განგაში ატეხე?! მე რამდენადაც მახსოვს, არაა მთლა მასე საქმე და დაშოშმინდი, თუ ძმა ხარ!.. კაი ახლა, აზნაურო ბერიძე, დავიჯერო იმდენად იდენტურია ამ ორი შემოქმედის მიდგომა ბიბლიისადმი, რომ ასეთი განგაში ატეხე?! მე რამდენადაც მახსოვს, არაა მთლა მასე საქმე და დაშოშმინდი, თუ ძმა ხარ!..
11. ილტოსპირელო რაინდო! ბიბლია მართლაც დიდი წყაროა შთაგონებისა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს რომ ყველა ერთი მხრიდან მიუდგეს ამ წყაროს, და არ ვეძებოთ ახალი გზები. ილტოსპირელო რაინდო! ბიბლია მართლაც დიდი წყაროა შთაგონებისა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს რომ ყველა ერთი მხრიდან მიუდგეს ამ წყაროს, და არ ვეძებოთ ახალი გზები.
10. ბიბლია შთაგონების დიადი წყაროა და ნეტავი მას, ვინც კი ოდესმე დაწაფებია ამ მადლიან წყაროს. ეს ჩვენ ვიკითხოთ, სანდროია, თვარა ჯონ მილტონსა და ნადირს ბედნიერად უნდა მიაჩნდეთ თავი და სხვებსაც, ვინც კი ოდესმე თავის შემოქმედებაში შთაგონების წყაროდ იყენებდა ღვთის სიტყვას. ბიბლია შთაგონების დიადი წყაროა და ნეტავი მას, ვინც კი ოდესმე დაწაფებია ამ მადლიან წყაროს. ეს ჩვენ ვიკითხოთ, სანდროია, თვარა ჯონ მილტონსა და ნადირს ბედნიერად უნდა მიაჩნდეთ თავი და სხვებსაც, ვინც კი ოდესმე თავის შემოქმედებაში შთაგონების წყაროდ იყენებდა ღვთის სიტყვას.
9. პატივცემულო ბატონო, კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ თქვენი პოემა, ჯონ მილტონის "დაკარგული სამოთხე" -ს ეხმიანება და თითქოს მის გაგრძელებას წარმოადგენს. ბევრი გიშრომიათ. ბოლო სტროფი განსაკუთრებით მომეწონა. პატივცემულო ბატონო, კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ თქვენი პოემა, ჯონ მილტონის "დაკარგული სამოთხე" -ს ეხმიანება და თითქოს მის გაგრძელებას წარმოადგენს. ბევრი გიშრომიათ. ბოლო სტროფი განსაკუთრებით მომეწონა.
8. "ღმერთის თვალებში ჩაწურული" ტკივილის განცდა!! ბრწყინვალე ეპიკური ტილო!!! "ღმერთის თვალებში ჩაწურული" ტკივილის განცდა!! ბრწყინვალე ეპიკური ტილო!!!
7. შესანიშნავად ხატავ, ნადირო,
დიდხანს არ გვალოდინო, შემდეგი თავი მალე გამოაქვეყნე ,,
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი. შესანიშნავად ხატავ, ნადირო,
დიდხანს არ გვალოდინო, შემდეგი თავი მალე გამოაქვეყნე ,,
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
6. ახლოვდებოდა ლოცვის დიდი დღესასწაული, წლის ბოლო შაბათს ანგელოსთა დასი ზეციდან, წინ მოუძღოდა დამბადებელს დიდებით მოსილს, რომ მიძინებულ , ცივ სამყაროს გამოეღვიძა. ... !5!
ახლოვდებოდა ლოცვის დიდი დღესასწაული, წლის ბოლო შაბათს ანგელოსთა დასი ზეციდან, წინ მოუძღოდა დამბადებელს დიდებით მოსილს, რომ მიძინებულ , ცივ სამყაროს გამოეღვიძა. ... !5!
5. არ ჩაქრებოდა ბოროტება მუხტავდათ ვიდრე...
:) არ ჩაქრებოდა ბოროტება მუხტავდათ ვიდრე...
:)
4. ახლოვდებოდა ლოცვის დიდი დღესასწაული, წლის ბოლო შაბათს ანგელოსთა დასი ზეციდან, წინ მოუძღოდა დამბადებელს დიდებით მოსილს, რომ მიძინებულ , ცივ სამყაროს გამოეღვიძა.
უი, ზუსტად ის, რაც ჩემმა თეონამ ნახა ბოლო მისაღები გამოცდის დღეს!... :) ახლოვდებოდა ლოცვის დიდი დღესასწაული, წლის ბოლო შაბათს ანგელოსთა დასი ზეციდან, წინ მოუძღოდა დამბადებელს დიდებით მოსილს, რომ მიძინებულ , ცივ სამყაროს გამოეღვიძა.
უი, ზუსტად ის, რაც ჩემმა თეონამ ნახა ბოლო მისაღები გამოცდის დღეს!... :)
3. წინასწარ გრძობდნენ კუპრის ტბაში მდგარნი ყელამდე, რამხელა ტკივილს ჩაწურავდნე ღმერთის თვალებში,
საინტერესოაა :) მოგიკითხეთ, ბატონო სოსო :)
წინასწარ გრძობდნენ კუპრის ტბაში მდგარნი ყელამდე, რამხელა ტკივილს ჩაწურავდნე ღმერთის თვალებში,
საინტერესოაა :) მოგიკითხეთ, ბატონო სოსო :)
2. რამხელა ტკივილს ჩაწურავდნე რმერთის თვალებში, როს იხილავდა კერპით ასულ კაენს მწვერვალზე, ...დაველოდები მოვლენებს...5 რამხელა ტკივილს ჩაწურავდნე რმერთის თვალებში, როს იხილავდა კერპით ასულ კაენს მწვერვალზე, ...დაველოდები მოვლენებს...5
1. მშვენივრად გრძელდება ნადირო!!! ყოჩაღ!!! მშვენივრად გრძელდება ნადირო!!! ყოჩაღ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|