ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: საბავშვო
23 თებერვალი, 2020


წითელქუდას წერილი

  მე ყველა მიცნობს-ბებიამ ვარსკვლავად მაქცია, როდესაც წითელი ქუდი შემიკერა. მგელი მე გავაცანი ბავშვებს, ჩემი ამბავი რომ არა, არავის ეცოდინებოდა უიღბლო და მარტოსული მგელი. კადრში მოხვედრის შემდეგ, ყველა ნივთი, თუ არსება საყურადღებო გახდა: ტყე, პეპლები , ყვავილები, სოკოები, წისქვილი, ბებიას სახლი და მადისაღმძვრელი, სასუსნაოთი დატვირთული კალათი. დედიკომ გამაფრთხილა, რომ ტყეში საშიში მტაცებლები დაძრწოდნენ, თუმცა მგელზე ეს ნამდვილად არ მიფიქრია, რადგან უფრო საწყლად გამოიყურებოდა, ვიდრე სახიფათოდ..იარლიყის მსხვერპლნი ჩვენვე აღმოვჩნდით-იგი შიმშილმა და მარტოსულობამ გახადა ბოროტი, თორემ  ჩვენს ეზოში იმდენი ავი და მკბენარა ძაღლია, უღრან ტყეში წასვლა სულაც არ დაგჭირდება, რათა ხიფათს გადაეყარო. საიდუმლოდ გეტყვით, მე და მგელი დავმეგობრდით, მან გული გადამიშალა. მოვისმინე მისი გულმხურვალე აღსარება და გადავწყვიტე დავხმარებოდი. უფროსები არ დაიჯერებდენ, რომ მგელთან მეგობრობა შეიძლება, ამიტომაც გავითამაშეთ ბებიისა და ჩემი გადაყლაპვის სცენები. მგელმა შესანიშნავად შეასრულა როლი, რათა დაეჯერებინათ უფროსებს მისი ბოროტება, ბავშვებისთვის კი, ნათელ მაგალითად ქცეულიყო ეს ამბავი იმის დასტურად, რა ემართებათ ჯიუტ და გაუგონარ ბავშვებს და მათ დაუფიქრებელ საქციელს საყვარელი ადამიანებისთვის რამხელა ხიფათი მოაქვს. ბებიას ძალიან გაუჭირდა ზღაპრის გათამაშება, რადგან ეგონა მგელი მართლა შეჭამდა და წნევამ აუწია. თქვენი თანდრასწებით, ბოდიშს ვუხდი ბებიას!! მან გაიაზრა ამ ზღაპრის დიდი მნიშვნელობა ბავშვების ცხოვრებაში, ამიტომაც დაგვთანხმდა.
  ბავშვებო! მოგმართავთ, თქვენი წითელქუდა! მშობლები გვაზღვევევენ გაფრთხილებით, რადგან მართლა შეიძლება დაიკარგო ქუჩებში ან სერიოზულად დაშავდე, ამიტომ ზღაპარი უფრო მეტად რეალურია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. უნდა მოვუსმინოთ დედიკოებს და მამიკოებს და ვიფიქრებთ ასეთ თემებზე, ჩვენი ხელები და ფეხები ისეთ რამეს არასოდეს გააკეთებენ, რაც ჩვენს სასურველ ნებას ეწინააღმდეგება. მშობლებთან მუდმივი დიალოგი, სურვილების გაზიარება და გრძნობების გამოხატვა ყველაზე მეტად დაგვეხმარება, ვიყოთ მეტად მხიარულები, გულგახსნილები, ბედნიერები და ხალისიანები.


    სიყვარულით წითელქუდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები