ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2009


ეჭვი

ეს თებერვალიც ნაკლულია შენი კარტივით,
თუ მეჩვენება?!.
გასდევს ქვაფენილს ლიანდაგი, თითქმის მარტივი,
შიშველ ვენებად...

ისწორებს ზეცა ღრუბლის წინდას, ქუსლთან მოკერილს,
ფერად - მაჭრიანს...
აგურის დამას მიაცილებს სახლში ჯოკერი, -
(ორჯერ არ ჭრიან!..)

ფარდა... ჩრდილები... წინ სასტუმრო ”დოლჩე-ვიტაა”...
კართან ატუზულს
მღრღნის ეჭვი, - ისიც მონიშნული კარტივითაა, -
მიდი, ატუზე!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს