 | ავტორი: ტობი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 3 მაისი, 2020 |
კარგა ხანია დიდი გამყინვარება მოხდა!
თუმცა, აგერ უკვე სამი ათეული წელია - ყინული ჯერ არ გამდნარა. საქართველოში პოლიტიკანური მოდის ტენდენცია, დღესაც შემდეგს გულისხმობს...
ან ოპოზიციის თავგადაკლული ფანატიკოსი უნდა იყო, რომელსაც აუგი არ დასცდება თავისი სათაყვანებელი პარტიის მიმართ, ანდა გუნდრუკს უნდა უკმევდე სათავეში მყოფ ძალას და მაგ შემთხვევაშიც კრიტიკული აზრი არ უნდა დააფიქსირო...
ერთი სიტყვით, უილაჯო პოლიტიკანთა დოღია!..
-
ორი ამერიკა / © ტატო კინწურაშვილი
--
ყველაზე ძალიან რადიკალურ შეხედულებებს არ ვესალმები ხოლმე _ განსაკუთრებით სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში. ჩემთვის მიუღებელია: კარგი და ცუდი კომუნიზმი, კარგი და ცუდი დემოკრატია, კარგი და ცუდი მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი... მიუღებელია კარგი და ცუდი სტალინი, ბერია და ასე განსაჯეთ _ ბერნარდ შოუც კი... აქედან გამომდინარე რადიკალურად კარგ და ცუდ ამერიკასაც არა ვცნობ. შეერთებული შტატების მიმართ, საქმე თუ არჩევანზე მიდგა, ალბათ დადებითი გადაწონის უარყოფითს. თუმცა დროა სათქმელზეც გადავიდე...
მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორიათა სიღრმისეულ წიაღსვლებში თუ შევიჭრებით, აუცილებლად შეგვხვდება ჯორჯ მარშალის გეგმა და ალენ დალესის დოქტრინა. ჰოდა, ჩემთვის კარგი ამერიკა სწორედ ჯორჯ მარშალთან, ხოლო ცუდი ალენ დალესთან ასოცირდება. თავის დროზე სტალინმა მოლოტოვს დასავლელი ჟურნალისტების წინაშე კეკლუცობა დასდო ბრალად, _ მოგვინებით კი ცხადი გახდა, რომ აშშ სწორედ იმ პერიოდიდან იწყებდა დალესის გეგმის განხორციელებას _ რაც საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დაძაბუნებასა და დაშლას ისახავდა მიზნად. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მესამე დირექტორი _ აი თანამდებობა, რომელიც დალესს ეკავა. მისმა დოქტრინამ იმუშავა და ახლაც მუშაობს... მე კი, სწორედ დალესის დოქტრინის მამუშავებელი ამერიკა არ მომდის თვალში. რატომ? იმიტომ, რომ დალესმა თქვა: სადაც საჭიროება მოითხოვს, იმ ქვეყნის სათავეში მარიონეტული ხელისუფლება უნდა მოვიყვანოთ და ხელი შევუწყოთ ეთნიკური სიძულვილის გაღრმავებასო. 1948 წელს, ამერიკის თავდაცვის მინისტრის ჯეიმს ფორესტოლის მოთხოვნით _ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოხსენება გაკეთდა, რომელიც დალესისეული პათოსით იყო განსმჭვალული. მიზანში საბჭოთა კავშირი იქნა ამოღებული. ესეც მოხსენების შინაარსი... “დავთესოთ ქაოსი და შეუმჩნევლად გავუყალბოთ ფასეულობები. მოვძებნოთ თანამოაზრენი და ჩვენს მოკავშირეებად ვაქციოთ. მათი დახმარებით საწადელს მივაღწევთ. ლიტერატურიდან და ხელოვნებიდან ჩვენ ამოვძირკვავთ მათ თვითმყოფადობას. მხატვრებს გავუნელებთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და სიღრმისეული არსის ძიებისკენ სწრაფვას გავუქრობთ. მწერლობა, თეატრი, კინო და გამოცემები ხოტბას უნდა ასხამდნენ ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ ძალადობისა და ღალატის კულტს _ ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას... სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით არეულობასა და გაუგებრობას. შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას. პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, გამცემლობა და გაუტანლობა, აღმსარებლობათა და თაობათა შორის მტრობა – ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ... მხოლოდ ცოტანი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის და არჩევანს მუდამ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ _ ისინი უნდა მოვთაფლოთ და გავხრწნათ... ახალგაზრდებისგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”. - რადგან ჩაროზად კარგი ამერიკა მოვიტოვე, მაშინ ახლა ასპარეზს ჯორჯ მარშალს დავუთმობ! 1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დოკუმენტი მიიღო, რითაც ომისგან გასავათებულ ევროპას დახმარების ხელი გაეწოდა. მარშალის გეგმის სახელით ცნობილმა დოკუმენტმა განადგურებული ევროპა აღადგინა და განავითარა. ბებერი კონტინენტისთვის უმნიშვნელოვანესი გეგმის მიღებიდან ათეული წლები გავიდა _ კარგ საქმეს კი საფუძველი ასე ჩაეყარა... ჯორჯ მარშალმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ეზოში წარმოთქვა (და არა გააჟღერა) სიტყვა და გეგმაზე მუშაობაც დაიწყო, რომელსაც დღეს ავტორის სახელით მოიხსენიებენ. არაერთი ექსპერტის შეფასებით, მარშალის გეგმა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ყველა დროის უდიდეს მიღწევად ითვლება. ექსპერტთა შეფასებით, პრეზიდენტ ტრუმენის ადმინისტრაციამ ამ გეგმით ჩამოაყალიბა ისეთი ევროპა, როგორიც დღესაა _ თავისუფალი, ერთიანი და მშვიდობინი. მარშალის გეგმამ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. ეს არ იყო მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, არამედ მოიცავდა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო ევროპის გეო-პოლიტიკური ინტეგრაციის გეგმა. ასე ჩამოყალიბდა ტრანს-ატლანტიკური პარტნიორობა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო. მარშალის გეგმა მიიჩნევა ამერიკის ლიდერობის განმსაზღვრელად, მეგობრობის მაგალითად და ევროპასთან მუდმივი პარტნიორობის გარანტად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მარშალის გეგმამ ევროპა გარდაქმნა, სასიკეთოდ გარდასახა ბებერი კონტინენტის ეკონომიკა და მისი კურსიც განვითარების გზას გაუყენა. თავის დროზე, სტალინის მიერ ათვალწუნებული და საბჭოთა კავშირისთვის საფრთხის შემცველი გეგმის თანახმად, ამერიკამ ოთხი წლის განმავლობაში 13 მილიარდი დოლარი გაიღო! ეს თანხა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაერთიანებულ ქვეყნებს მოხმარდა _ საბოლოოდ კი, ყოველივე ზემოთხსენებულმა _ ევროკავშირის ჩამოყალიბება განაპირობა. ევროპელთა ნერვულმა უჯრედებმა ენდორფინის გამოყოფა დაიწყო _ ბებერი კონტინენტი გაბედნიერდა! - დაკვირვებული მკითხველი, უთუოდ მიაქცევდა ყურადღებას, რომ დალესის დოქტრინისა და მარშალის გეგმის სასტარტო მდგომარეობა 1948 წელს უკავშირდება! რა არის ეს? პარადოქსი თუ _ ჰმ?.. მოდი ეს მკითხველმა განსაჯოს... - P.S. ზემოთ ნახსენები სტალინი და ბერია გასაგებია, მაგრამ მათთან ერთად რა შუაშია ბერნარდ შოუ? არც შუაშია და არც თავში, მაგრამ ის ორი პოლუსის _ „კარგი და ცუდის“ საპირწონედ მოვიყვანე. უამრავი პერსონის დასახელება შემეძლო, თუმცა შოუმ ყველას დაასწრო, რადგან თავდაპირველად მისმა გვარმა გამიელვა თავში. ბერნარდ შოუ სათნო შესახედაობის, რესპექტაბელური კაცი იყო, რომელმაც „პიგმალიონი“ დაწერა. მას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ოსკარიც დაიმსახურა. - მე მივმართავ ქიმიკოსებს, რათა გამოიგონონ ჰუმანური გაზი, რომელიც მოკლავს ელვისებურად და ტკივილის გარეშე. ბერნარდ შოუ. 1934 წლის 7 თებერვალი. - ირლანდიელი დრამატურგი ასეთ რამესაც იტყვის: „თქვენ ალბათ უნდა იცნობდეთ ექვსიოდე ადამიანს მაინც, რომელთაც ამქვეყნად არანაირი სარგებელი არ მოაქვთ. ისინი უფრო მეტ პრობლემას ქმნიან, ვიდრე სარგებელს. უბრალოდ დააყენეთ და სთხოვეთ _ ქალბატონო და ბატონო, კეთილი ინებეთ და გაამართლეთ თქვენი არსებობა და თუ ვერ ამართლებთ საკუთარ არსებობას, თუ საკუთარი წვლილი არ შეგაქვთ საზოგადოებრივ ერთობაში, თუ არ გამოიმუშავებთ იმდენს, რამდენსაც მოიხმართ, ან ცოტა უფრო მეტს, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენ ვერ მოვახმართ ჩვენი საზოგადოების ორგანიზაციებს თქვენი სიცოცხლის შენარჩუნებას, რადგან თქვენი სიცოცხლე ჩვენ სარგებელს არ გვაძლევს. იგი ალბათ არც თქვენთვის უნდა იყოს დიდად გამოსადეგი“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნამდვილია!
ჩრდილი რა საჭიროა. ნამდვილია!
ჩრდილი რა საჭიროა.
3. წავიკითხე და ზრი ვერ გამოვიტანე ანუ ამის დაწერის აზრი
ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ქვეყანა ამერიკა იქნება ეს, რუსეთი თუ ვატიკანი ცდილობს საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენოს სხვა ქვეყნებისაზე მაღლა ამისთვის ყოველთვის მოიძებნება სხვადასხვაგვარად მოაზროვნე წარმატებული ადამიანები და მათ შორის რადიკალურები
ეს რაც აქ ეწერა, მხოლოდ ამერიკას ეხებოდა ( მიუხედავად იმისა, რომ თავში სტალინი და ბერია იყვნენ მოხსენიებული ) მაგრამ რუსეთის ინტერესიც და მოქმედებებიც ზუსტად ასეთია ამოიღეთ ნებისმიერი გვარი ამ ნაწერიდან და იქ ჩასვით რუსული ცნობილი გვარები და არაფერი შეიცვლება ზუსტად მასეთივე მეთოდებით ცდილობენ ყველაფრის ცვლილებას და ხანდახან ბევრად უხეშადაც
სანამ მსოფლიო ( კაცობრიობა ) არ მივა იმ აზრამდე, რომ ეს პლანეტა - “დედამიწა“ კოსმოსში ჩაკარგული მტვრის ნაწილაკია და ის ჭკვიანურად და საზრიანად უნდა მოვიხმაროთ ყველამ ერთად და არა შენია-ჩემიათი, მანამდე არაფერი გვეშველება ვიქნებით ასე
და რაც შეეხება მეგობრებს და მტრებს ისინი ყველთვის იქნებიან მთავარია ჩვენ საქართველო ვაშენოთ და არა საკუთარი სასახლეები და საკუთარი ცხოვრება მტრებს კი გული დავწყვიტოთ , ხოლო მეგობრებს გავუხაროთ
მე 3 ქულაზე მეტს ვერ დავწერ ისიც ტობის ხათრით, რომელიც მახსოვს კარგ რაღაცეებს წერდა ( მგონი არ მეშლება ) :)
წავიკითხე და ზრი ვერ გამოვიტანე ანუ ამის დაწერის აზრი
ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ქვეყანა ამერიკა იქნება ეს, რუსეთი თუ ვატიკანი ცდილობს საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენოს სხვა ქვეყნებისაზე მაღლა ამისთვის ყოველთვის მოიძებნება სხვადასხვაგვარად მოაზროვნე წარმატებული ადამიანები და მათ შორის რადიკალურები
ეს რაც აქ ეწერა, მხოლოდ ამერიკას ეხებოდა ( მიუხედავად იმისა, რომ თავში სტალინი და ბერია იყვნენ მოხსენიებული ) მაგრამ რუსეთის ინტერესიც და მოქმედებებიც ზუსტად ასეთია ამოიღეთ ნებისმიერი გვარი ამ ნაწერიდან და იქ ჩასვით რუსული ცნობილი გვარები და არაფერი შეიცვლება ზუსტად მასეთივე მეთოდებით ცდილობენ ყველაფრის ცვლილებას და ხანდახან ბევრად უხეშადაც
სანამ მსოფლიო ( კაცობრიობა ) არ მივა იმ აზრამდე, რომ ეს პლანეტა - “დედამიწა“ კოსმოსში ჩაკარგული მტვრის ნაწილაკია და ის ჭკვიანურად და საზრიანად უნდა მოვიხმაროთ ყველამ ერთად და არა შენია-ჩემიათი, მანამდე არაფერი გვეშველება ვიქნებით ასე
და რაც შეეხება მეგობრებს და მტრებს ისინი ყველთვის იქნებიან მთავარია ჩვენ საქართველო ვაშენოთ და არა საკუთარი სასახლეები და საკუთარი ცხოვრება მტრებს კი გული დავწყვიტოთ , ხოლო მეგობრებს გავუხაროთ
მე 3 ქულაზე მეტს ვერ დავწერ ისიც ტობის ხათრით, რომელიც მახსოვს კარგ რაღაცეებს წერდა ( მგონი არ მეშლება ) :)
2. ამას წავიკითხავ ახლა, მაგრამ მანამდე თქვენს ავატარზე თუთიყუშს ჩრდილი არა აქვს. სულია თუ ნამდვილი თუთიყუშია? :)
ამას წავიკითხავ ახლა, მაგრამ მანამდე თქვენს ავატარზე თუთიყუშს ჩრდილი არა აქვს. სულია თუ ნამდვილი თუთიყუშია? :)
1. მე 5 ქულით შევაფასებ.
მე 5 ქულით შევაფასებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|