ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
9 მაისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин - Я помню чудное мгновенье

ალექსანდრე პუშკინი - მახსოვს ის წამი ნათილისმარი

მახსოვს ის წამი ნათილისმარი,
როცა გიხილე თვალწინ მდგომელი,
როგორც ზმანება ნათლის მფინარი,
მშვენება თანაწარუხდომელი.

საწუთროს ალიაქოთით თრგუნვილს,
უნუგეშობით სასოწარკვეთილს,
მესმოდა ნაზი ჩურჩული ზრუნვის,
მესიზმრებოდა შენი ნაკვთები. 

აურზაურში, წლების ხმაურში,
აღარ შემომრჩა ძველი ნატვრები,
გადამავიწყდა ხმა საამური
და სილამაზე სანეტარები.

გადაკარგულში, წნეხში სიბნელის,
დრო გადიოდა შემაღონებლად,
ჩაქრა ღვთაება, სიცოცხლე, ცრემლი,
სიყვარული და ზეშთაგონება.

კვლავ გამოფხიზლდა სული მძინარი,
ისევ გიხილე თვალწინ მდგომელი,
როგორც ზმანება ნათლის მფინარი,
მშვენება თანაწარუხდომელი.

გული მოიცვა აღფრთოვანებამ
და აღორძინდა კვლავ, მინავლული -
მასში სიცოცხლე, ცრემლი, ღვთაება,
ზეშთაგონება და სიყვარული.

9 მაისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин - Я помню чудное мгновенье

Я помню чудное мгновенье:
Передо мной явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

В томленьях грусти безнадежной,
В тревогах шумной суеты,
Звучал мне долго голос нежный
И снились милые черты.

Шли годы. Бурь порыв мятежный
Рассеял прежние мечты,
И я забыл твой голос нежный,
Твои небесные черты.

В глуши, во мраке заточенья
Тянулись тихо дни мои
Без божества, без вдохновенья,
Без слез, без жизни, без любви.

Душе настало пробужденье:
И вот опять явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

И сердце бьется в упоенье,
И для него воскресли вновь
И божество, и вдохновенье,
И жизнь, и слезы, и любовь.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები