ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკი555
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2009


,,გულის ღაღადი

ლოცვით გადაღლილ თვალებს რული კვლავ მოსწოლია,

გარინდულ წყვდიადს მივაშურებ ნელი ნაბიჯით.

ღმერთთან უწყვეტად საუბარი,ისე მწყურია,

მინდა დამშვიდდეს გადაღლილი სული მახინჯი.

დაღვენთილ სანთელს ხელით ნაზად ვეალერსები,

სულის ძახილი აიტანოს მინდა უფალთან.

,,არ დამტოვო,გევედრები", ღაღადებს გული,

ეს ბოლო ღამე გაატარე ჩემს სასთუმალთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები