ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2020


ნამცეცა კაეშანი როგორ ამღერდა

უკვე მერამდენე წელია-
თენდებოდა და თენდებოდა.
უფრო და უფრო მკაფიოდ,
სხარტად.
ღამდებოდა და ღამდებოდა კმაყოფილებით დღესთან.
იშლებოდა შუბლი.
ტუჩის კუთხეში ღიმილი გამოიფინა
სარეცხის სიახლის სურნელად.
ხელები დაეშვა.
სხეული მიყუჩდა.
მანამდე დაძაბულობით შეკრულმა
კატასავით ამოიჩხავლა.
მე ეს არ მახსოვს.
მხოლოდ ვიგრძენი მდინარებაში-
სულის ნამცეცა კაეშანი როგორ ამღერდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები