ტყეში იდგა და ბორცვებს გადაღმა სიცოცხლის ცვეთას გულისწყვეტით აკვირდებოდა. ტკივილს რგოლებად ინახავდა მკვრივ სხეულში. არშეცნობილი, უტყვი ტოტემი ცასაზიდული, ნედლი ტოტებით გეზავდა ქარებს, სამოყვასო გზავნილებით ასაზრდოებდა მეზობელი სოფლის ეზოებს. ერთ სევდიან დღეს დაასრულა ერთი სიცოცხლე, (სიკვდილის ხერხი ნაადრევად წაადგა თავზე) და დაიბადა სახლის კედლებად. ოთხი თაობა გამოზარდა, ოთხ თაობას მიესათუთა, თითოეულის ენერგეტიკა შეიზარდა, ფიცრის შრეებში ჩაილექა. რას არ შეესწრო, ხეები თუ მზის სხივს ართმევდნენ ტყეში ერთმანეთს, თურმე აქ, კაცთა სამყაროში ყველა წვრილმანს ფასი სდებია და ყველა წვრილმანს შესძლებია კაცისთვის ფასის დაკარგვა. როცა კარები გამოუხურეს და მიატოვეს, ვერ ივარგა მძიმე კლიტემ, ვერ უდარაჯა. ვერ გაუმკლავდა ხელმრუდე და სულბნელ კაცთაგანს. რა იცოდა "რასაცა გადცემ, შენია"-ს მომგონს ასეთი რამეც მოუგონია: თუ შენდებოდეს შეეწიე, თუ ინგრეოდეს შეესიე". და შეესივნენ! კვნესოდა ყოველ გატანილ ნივთზე, ტკიოდა ტკბილი მახსოვრობის განიავება. თანდათან გული აიცრუა ამ სამყაროზე, ჩამოირკილა, გამოიფიტა და როცა დადგა დასასრული კიდევ ერთი სიცოცხლისა, არც კი იბრძოლა. ბოლო სიცოცხლე უცებ შესრულდა : გათოშილ ხელებს მისი ნარჩენი ენერგიით მიესალბუნა და იქცა ნაცრად. ბოლოს მინდორში იპოვა ქარმა და საკვებად მოაფინა ქორფა ბალახებს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მუხა, მადლობელი ვარ წაკითხვისთვის მუხა, მადლობელი ვარ წაკითხვისთვის
5. მუხა, მადლობელი ვარ წაკითხვისთვის მუხა, მადლობელი ვარ წაკითხვისთვის
4. თურმე აქ, კაცთა სამყაროში ყველა წვრილმანს ფასი სდებია და ყველა წვრილმანს შესძლებია კაცისთვის ფასის დაკარგვა.
კარგია. თურმე აქ, კაცთა სამყაროში ყველა წვრილმანს ფასი სდებია და ყველა წვრილმანს შესძლებია კაცისთვის ფასის დაკარგვა.
კარგია.
3. მადლობა ნიკის და ჯონათანს მადლობა ნიკის და ჯონათანს
2. მშვენიერია
5 ჩემგან მშვენიერია
5 ჩემგან
1. მაინც ლამაზი დასასრულია ... ან იქნებ, არც ეგ არის დასასრული.
შთამბეჭდავი ჯაჭვია სიცოცხლეების.
მაინც ლამაზი დასასრულია ... ან იქნებ, არც ეგ არის დასასრული.
შთამბეჭდავი ჯაჭვია სიცოცხლეების.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|