სკოლაში ლიტერატურული ვიქტორინა მოაწყვეს. ჩემმა შვილმა სხვაზე მეტად გამოიჩინა თავი. შეკითხვაზე: _ საიდან იცი ამდენიო? _ უპასუხა: _ მამაჩემი მწერალიაო. არ დაუჯერეს. ერთმა მაღალმა აწოწილმა ბიჭმა წამოიძახა: _ მამაშენი ხომ ცოცხალიაო. ცნობილი ეპიზოდი. ეროვნულ-რომანტიკული მოძრაობის აღმავლობის დღეებში, ერთ-ერთ მიტინგზე ვიღაცამ დაიძახა: _სად არიან ქართველი მწერლები? თემურ ქორიძემ მოკლედ უპასუხა: _ მთაწმინდაზე. მომიტინგეთაგან არავინ შეპასუხებია. როცა შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა, საზოგადოებისა და მწერალთა ერთი ნაწილის სურვილი იყო მისი მთაწმინდაზე დაკრძალვა. მოწინააღმდეგეთა მთავარი მიზეზი, გარდა ჩვეულებრივი შურისა, გახლდათ _ ის ხომ ჩვენი თანამედროვეაო (წინასაარჩევნო პერიოდში ანა კალანდაძის მთაწმინდაზე დაკრძალვა საპატრიარქოს კატეგორიული მოთხოვნით, განზოგადების საშუალებას არ იძლევა). კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ და ძირითად სათქმელზე გადავალ. მწერალთა კავშირიდან მეგობრებმა მთხოვეს: გამომცემლობა "მერნის" საწყობში წიგნების აღწერა უნდა მოვახდინოთ და დაგვეხმარეო. როცა გრძელ თაროებზე აკოკოლავებული, ჩემი საყვარელი ქართველი და უცხოელი მწერლების წლების განმავლობაში გაუყიდავი, მტვერშერეული წიგნების დასტა დავინახე, გული შემეკუმშა _ უმალ გავიფიქრე წიგნების სასაფლაოზე ვარ¬მეთქი. ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ჩვენთვის სამწუხარო დასკვნა გავაკეთოთ _ მწერლობამ, ლიტერატურისადმი ინტერესმა, თანამედროვე, ყოველდღიური ცხოვრებიდან წარსულში _ მკვდარ რეალობაში გადაინაცვლა. წიგნებისადმი ინტერესდაკარგულობის, მწერალსა და მკითხველს შორის გაუცხოების გამო თუ არ ვცდები, ცნობილ შემოქმედთაგან ჯერ მხოლოდ რევაზ მიშველაძემ და ოტია იოსელიანმა გამოთქვეს თავიანთი გულისტკივილი, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ეს პრობლემა ჯერ სერიოზული განხილვის საგანი არ გამხდარა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაყიდული წიგნების რაოდენობა რომ დაეცა, ეს ფაქტია. ასე კატასტროფულად დაეცა, ანუ გაუწიგნურდა ქართველი ხალხი ამ ხნის განმავლობაში. ამის მიზეზად მძიმე სოციალური მდგომარეობის მოტანა, ჩემი აზრით, სიმართლეს მოკლებულია. საქართველოში თითქმის არ მეგულება ოჯახი, რომლისთვისაც წელიწადში, დაახლოებით, ხუთი წიგნის შეძენა, მისი წევრების დისტროფიის მიზეზი გახდეს. ამ ანგარიშით, ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ქართველ კაცს შეეძლო ასი ახალი წიგნით გაემდიდრებინა საკუთარი სულიერი სამყარო. წიგნი თანდათან გადის ქართველი კაცის ცნობიერების სივრციდან. ამას აქვს ობიექტური მიზეზები _ სამი დიდი დინოზავრის შემოტევა _ კინო, ტელევიზია, ინტერნეტი _ საყოველთაოა და მარტო ჩვენ არ გვეხება. ჩვენს სინამდვილეში ამას ემატება სუბიექტური მიზეზიც ქართული ტელესივრცის მიერ ქართული მწერლობის სრული იგნორირება, უფრო მეტიც, მის მიმართ ირონიული დამოკიდებულება, რაც მაგალითის ძალაა ჩვენი ახალგაზრდებისათვის. ქართველ მწერალსა და სკოლას შორის ხიდი მთლიანად ჩატეხილია. ქართველ მწერალს არ ეძლევა საშუალება, მომავალ თაობას შეხვდეს (ამგვარ ინიციატივას, სამწუხაროდ ბარიერი ექმნება, ხშირ შემთხვევაში). ვინც ამას ხელს უშლის, ის მომავალ მკითხველს კლავს. შეიძლება ვინმემ იკითხოს _ რაღა დროს წიგნია - როცა ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში არისო? მიმაჩნია, იმ უთვალავ პრობლემათაგან, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშეა, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა _ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ საქართველოში მიმდინარეობს აზროვნების ლიკვიდაცია. ყოველგვარ მატერიალურ სიდუხჭირეს შეიძლება გაუძლოს კაცმა, მაგრამ გონებრივ სიდუხჭირეს _ ვერა. მაგალითისათვის ავიღოთ პოზიცია-ოპოზიციის პოლიტიკური სპექტრი. არსებობს შაშის თამაშის ასეთი სახალისო ვარიანტი _ ვინ ადრე წააგებს, პრინციპი ასეთია: რაც შეიძლება მეტი სულელური სვლა უნდა გააკეთო. რაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უმოკლეს ვადაში სისულელეების კასკადი ჩაიდინა, გინესის რეკორდების წიგნში არიან შესატანნი, მათ შემყურეს არ შეიძლება, შაშის ამგვარი სახეობა არ გაგახსენდეს. "მეოთხე მაკაბელთაში" (თ. III. 21-22) ვკითხულობთ: "როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმინდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე"; რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება, მაგრამ დღევანდელ საქართველოში გონება აღარ ზის ტახტზე და მის ნაცვლად უწიგნურობა და უმეცრება არის გაბატონებული. ჰამლეტ გონაშვილის საღამოს მზადების დღეებში მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა, "რუსთავი-¬2"-ში დარეკა: _ თქვენი წარმომადგენელი მობრძანდესო. იქიდან უპასუხეს _ ბატონი ჰამლეტი თუ დაესწრებაო? მაყვალა გონაშვილის გაოცებულ პასუხზე _ ის ხომ გარდაცვლილიაო, ახალი შეკითხვა მოაყოლეს: _ ალბათ მისი წიგნის პრეზენტაციაზე გვეპატიჟებითო. საქართველოს კულტურის მინისტრს, /ახლა უკვე ყოფილს/ ნიკა ვაჩეიშვილს ვეუბნები: _ დაუსრულებელი მოსულელო სერიალებისა და უნიჭო, ვითომ იუმორისტული სატელევიზიო სანახაობების შემხედვარე, ხალხი ლამის მასობრივ გამოთაყვანებამდე მივიდეს. ყველა თანამედროვე კულტურულ ერს აქვს სატელევიზიო არხი _ "კულტურა" და იქნებ ჩვენც გვქონდეს _მეთქი. მადლობა გადამიხადა, მთავრობის სხდომაზე აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხსო _ დამპირდა. მე პირადად, ჩემი შესაძლებლობებით, ამ აზრის საზოგადოებრივ მომწიფებას ხელს არ დავაკლებ, მაგრამ აქ ერთი საშიშროებაც არსებობს, თუ ეს არხიც ფსევდოკულტურისა და მასკულტურის პროპაგანდისტი გახდება, იქნებ დღევანდელი მდგომარეობა სჯობდეს. დააკვირდით, რა ხდება _ მაშინ, როცა რამდენიმე ასეულ¬ტირაჟიანი ლიტერატურული ჟურნალ¬-გაზეთები თითქმის არ იყიდება, გაცილებით დიდ¬ტირაჟიან მოსულელო ჟურნალებს: "სარკეს", "თბილისელებს", "გზასა" და "რეიტინგს" გამოსვლისთანავე იტაცებენ. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველომ სცადა ყველაფერი _ კარგიცა და ცუდიც _ რომ სახელმწიფოდ შევმდგარიყავით, გარდა ერთისა _ აზროვნების. დადგა დრო, რომ ესეც ვცადოთ. გურამ ასათიანისა და აკაკი ბაქრაძის დაკვირვებით განსაზღვრული ნაცარქექიას სახე, რომელიც სიმბოლიზებული იყო საქართველოსთან _ რომ ის მასზე გაცილებით დიდ მტერს ჭკუითა და მოხერხებულობით სძლევდა, სამწუხაროდ, დღეს სხვა რეალობის წინაშე გვაყენებს. დღევანდელი გავლენიანი პოლიტიკური სპექტრის სიმბოლო არის ნაცარქექიას ანტიპოდი _ სულელი ნაცარქექია. როცა გორიდან მობილით ხელში ხბოს აღტაცებით თვალებგაბრწყინებული ყოფილი კულტურის მინისტრი და ამავე სფეროს ამჟამინდელი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ტელევიზიით ამბობს, რომ რუსეთ¬-საქართველოს ომი ჩვენი მოსაგებია და რუსულ ავიაციაზე ირონიულად ქირქილებს _ ეს არის აზროვნების სიდუხჭირის კლასიკური მაგალითი. როცა განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი _ სკოლის მოსწავლეებთან დაფაზე სიტყვა _ "ბავშვს" სწორად ვერ წერს, ერთ პარლამენტარს სალვადორ დალი ქალაქი ჰგონია, ხოლო მეორე _ გაეროს, თავისი ფიქრით, როგორც სახელმწიფოს, რუკაზე ეძებს, ვფიქრობ, ეს სასაცილო კი არა, დასაღონებელი, შემაშფოთებელი ფაქტია. მთელი ჩვენი უბედურების სათავე _ მტრულ, გარეშე ძალების გარდა არის ის, რომ დაგვეუფლა ჰალუცინაციურ-ილუზიური აზროვნება. არ ხდება _ არსებული რეალობის ანალიზი. ემანუილ კანტი წერს: "მოვლენის არსის, იდეის გაუანალიზებლობას ეწოდება სისულელე და მის წინააღმდეგ წამალი არ არის". ბოლო ოცი წლის მანძილზე ქართულ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში სრული ქაოსია, საჭირო და აუცილებელია ამ ქაოსის კანონზომიერების დადგენა, ანალიზი, რათა მომავალშიც მსგავს აბსურდულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. ჩვენნაირ სახიფათო გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მყოფი ერისთვის აუცილებელია ლოგიკაზე დაფუძნებულ მაღალ ინტუიციის დონეზე განვჭვრიტოთ _ საქართველოსთვის გრძელვადიანი პერიოდით ხელსაყრელი პოლიტიკური პროცესების განვითარება. პასუხს იძლევა იუნგის პარადოქსი: "ინსტინქტით შეგროვილ ცხოველებში იბადება კოლექტიური გონი, ხოლო როცა იკრიბებიან ინტელექტით შეგროვილი ადამიანები, იბადება ინტუიცია". რომელ კოლექტიურ ინტუიციაზეა საუბარი, როცა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ჟამს მიღებულ გადაწყვეტილებას ერთი დღის შემდეგ რა მოჰყვება, ვერ ვსაზღვრავთ. შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ კალამი გამექცა _ კულტურის ინტერესებზე საუბრის თემას გადავუხვიე. მიმაჩნია _ საწყისი და მთავარი სულიერებაა. ცნობილ მოსაზრებას გავიმეორებ: საქართველო, უპირველესად, ეს არის ქართული კულტურა. ამიტომ წიგნების სასაფლაოდან ქართველი მოქალაქეების ამოუცნობი ცხედრების საერთო სასაფლაომდე, ერთი ნაბიჯია. რამდენადაც ვიცი. ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ უმეცარ ხელისუფლებას არათუ მასზე ძლიერი, არამედ უფრო სუსტი მტერი დაემარცხებინოს. დიდგორი, უპირველესად _ ქართული აზროვნების ტრიუმფია. როგორც ვიცით, დავითი ბუკინისტი არ ყოფილა, რომ როცა საომრად მიდოდა თან წიგნებით დატვირთულ ჯორ-აქლემებს წაიყოლიებდა და ბრძოლაში შესვენებისას კითხულობდა. ყველაზე მეტად მან იცოდა, რომ სხვებზე გაცილებით პატარა ქვეყანას _ ღრმა განსწავლულობა და სიბრძნე თუ გადაარჩენდა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ არა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის დიდი რუსული მწერლობის _ არამედ ველური, მტაცებლური რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის, რომელმაც შეიძლება ფიზიკურად გაგვანადგუროს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ _ არა ფოლკნერისა და სტეინბეკის ამერიკის, არამედ ე.წ. ქუჩური ამერიკის, ქუჩური ამერიკული კულტურის, რომელმაც შეიძლება ქართული სულიერ¬-კულტურული ცნობიერება გაანადგუროს. ყოველთვის ორ დიამეტრალურად საწინააღმდეგო პოლუსებს ვეხეთქებოდით _ ბოლო ოცწლეულში ელვის სისწრაფით გავიარეთ გზა ეთნომესიანიზმიდან ეთნონიჰილიზმამდე, რამაც ერის ფსიქიკას დიდი დარტყმა მიაყენა. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დღემდე ქართველი ერის ბუნებრივი განვითარების გზისთვის ვერ მიგვიგნია. პოეზიის ქვეყნიდან _ ტელექვეყნამდე არის გზა _ ამაღლებულ-ესთეტიკურ-სულიერ სივრციდან _ სააზროვნო აღქმადადამბლავებულ ცნობიერებამდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. როგორი მტკივნეული და მართალი ნაწერია! სრულიად ვეთანხმები თქვენს გულისტკივილს ბატონო დავით! ...და ერთხელაც იქნება და ქართველი ერი მართლაც მიაგნებს თავისი ბუნებრივი განვითარების გზას, - ამისი მჯერა!
გაიხარეთ! მშვენიერი ნაშრომი იყო! როგორი მტკივნეული და მართალი ნაწერია! სრულიად ვეთანხმები თქვენს გულისტკივილს ბატონო დავით! ...და ერთხელაც იქნება და ქართველი ერი მართლაც მიაგნებს თავისი ბუნებრივი განვითარების გზას, - ამისი მჯერა!
გაიხარეთ! მშვენიერი ნაშრომი იყო!
19. მართალი ბრძანდებით. ოხ ეს ურჯულო ა მ ე რ ი კ ე ლ ე ბ ი! მართალი ბრძანდებით. ოხ ეს ურჯულო ა მ ე რ ი კ ე ლ ე ბ ი!
18. წაკითხული მქონდა ეს და გეთანხმებით, ბატონო დავით, თქვენც და კომენტარების ავტორთა უმეტესობასაც.
უკეთესობის იმედით! წაკითხული მქონდა ეს და გეთანხმებით, ბატონო დავით, თქვენც და კომენტარების ავტორთა უმეტესობასაც.
უკეთესობის იმედით!
17. მტკივნეული საკითხია.. იმედია შეიცვლება ტენდენცია ნელ-ნელა.. მტკივნეული საკითხია.. იმედია შეიცვლება ტენდენცია ნელ-ნელა..
16. გეთანხმებით. გეთანხმებით.
15. დეგრადაცია!მართალია ეს კაცი. დეგრადაცია!მართალია ეს კაცი.
14. გენაცვალე მაგარი კაცი ხარ ძაან 55555 გენაცვალე მაგარი კაცი ხარ ძაან 55555
13. მართალი ხარ დავით. აზროვნების დეგრადაცია მაგრად ისახება დღევანდელ საქართველოში. პოლიტიკაშიც და ხალხშიც მართალი ხარ დავით. აზროვნების დეგრადაცია მაგრად ისახება დღევანდელ საქართველოში. პოლიტიკაშიც და ხალხშიც
12. მართალია ეს კაცი. ქართველზე დიდი მტერი ქართველს არ ყავს რეალურად... რუსეთთან ომის მერე ერთმა "გენიოსმა" და "პატრიტომა" პარლამენტარმა ასეთი საკითხიც წამოჭრა : პუშკინის სკვერი რად გვინდა საქართველოში, გადავარქვათო სახელი... აზროვნების პრობლემაა რა ჯანდაბაა აბა... ეჰ... მართალია ეს კაცი. ქართველზე დიდი მტერი ქართველს არ ყავს რეალურად... რუსეთთან ომის მერე ერთმა "გენიოსმა" და "პატრიტომა" პარლამენტარმა ასეთი საკითხიც წამოჭრა : პუშკინის სკვერი რად გვინდა საქართველოში, გადავარქვათო სახელი... აზროვნების პრობლემაა რა ჯანდაბაა აბა... ეჰ...
11. კი, საოცარი დრო დადგა, ასე მწარედ არასოდეს არ დაზარებია ქართველ კაცს ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა. ნაცარქექია, აზროვნობისა და მოხერხებულობის სიმბოლოა, ამიტომ ამარცხებს დევს. დღეს დევმა მუტაცია განიცადა და საოცრად განვითარდა ნაცარქექია კი ჰასტუხსღა ღეჭავს... საოცრად გვეზარება უკვე აზროვნება და კითხვა. გაიხარე დავით. კი, საოცარი დრო დადგა, ასე მწარედ არასოდეს არ დაზარებია ქართველ კაცს ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა. ნაცარქექია, აზროვნობისა და მოხერხებულობის სიმბოლოა, ამიტომ ამარცხებს დევს. დღეს დევმა მუტაცია განიცადა და საოცრად განვითარდა ნაცარქექია კი ჰასტუხსღა ღეჭავს... საოცრად გვეზარება უკვე აზროვნება და კითხვა. გაიხარე დავით.
10. ჰამლეტ გონაშვილის საღამოს მზადების დღეებში მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა, "რუსთავი-¬2"-ში დარეკა: _ თქვენი წარმომადგენელი მობრძანდესო. იქიდან უპასუხეს _ ბატონი ჰამლეტი თუ დაესწრებაო? მაყვალა გონაშვილის გაოცებულ პასუხზე _ ის ხომ გარდაცვლილიაო, ახალი შეკითხვა მოაყოლეს: _ ალბათ მისი წიგნის პრეზენტაციაზე გვეპატიჟებითო ამის შემდეგ რაღა უნდა თქვას კაცმა ჰამლეტ გონაშვილის საღამოს მზადების დღეებში მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა, "რუსთავი-¬2"-ში დარეკა: _ თქვენი წარმომადგენელი მობრძანდესო. იქიდან უპასუხეს _ ბატონი ჰამლეტი თუ დაესწრებაო? მაყვალა გონაშვილის გაოცებულ პასუხზე _ ის ხომ გარდაცვლილიაო, ახალი შეკითხვა მოაყოლეს: _ ალბათ მისი წიგნის პრეზენტაციაზე გვეპატიჟებითო ამის შემდეგ რაღა უნდა თქვას კაცმა
9. შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ კალამი გამექცა _ კულტურის ინტერესებზე საუბრის თემას გადავუხვიე. მიმაჩნია _ საწყისი და მთავარი სულიერებაა. ცნობილ მოსაზრებას გავიმეორებ: საქართველო, უპირველესად, ეს არის ქართული კულტურა. ამიტომ წიგნების სასაფლაოდან ქართველი მოქალაქეების ამოუცნობი ცხედრების საერთო სასაფლაომდე, ერთი ნაბიჯია. რამდენადაც ვიცი. ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ უმეცარ ხელისუფლებას არათუ მასზე ძლიერი, არამედ უფრო სუსტი მტერი დაემარცხებინოს. დიდგორი, უპირველესად _ ქართული აზროვნების ტრიუმფია. როგორც ვიცით, დავითი ბუკინისტი არ ყოფილა, რომ როცა საომრად მიდოდა თან წიგნებით დატვირთულ ჯორ-აქლემებს წაიყოლიებდა და ბრძოლაში შესვენებისას კითხულობდა. ყველაზე მეტად მან იცოდა, რომ სხვებზე გაცილებით პატარა ქვეყანას _ ღრმა განსწავლულობა და სიბრძნე თუ გადაარჩენდა. ... როგორც დათა თუთაშხია იტყოდა,ასეა ეს! 5
შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ კალამი გამექცა _ კულტურის ინტერესებზე საუბრის თემას გადავუხვიე. მიმაჩნია _ საწყისი და მთავარი სულიერებაა. ცნობილ მოსაზრებას გავიმეორებ: საქართველო, უპირველესად, ეს არის ქართული კულტურა. ამიტომ წიგნების სასაფლაოდან ქართველი მოქალაქეების ამოუცნობი ცხედრების საერთო სასაფლაომდე, ერთი ნაბიჯია. რამდენადაც ვიცი. ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, რომ უმეცარ ხელისუფლებას არათუ მასზე ძლიერი, არამედ უფრო სუსტი მტერი დაემარცხებინოს. დიდგორი, უპირველესად _ ქართული აზროვნების ტრიუმფია. როგორც ვიცით, დავითი ბუკინისტი არ ყოფილა, რომ როცა საომრად მიდოდა თან წიგნებით დატვირთულ ჯორ-აქლემებს წაიყოლიებდა და ბრძოლაში შესვენებისას კითხულობდა. ყველაზე მეტად მან იცოდა, რომ სხვებზე გაცილებით პატარა ქვეყანას _ ღრმა განსწავლულობა და სიბრძნე თუ გადაარჩენდა. ... როგორც დათა თუთაშხია იტყოდა,ასეა ეს! 5
8. დღეს ფულისთვის იყიდებიან!!! ზოგს კი უბრალოდ საპირფარეშოში უდევს წიგნი თაროს მაგივრად!!! მთავარი ერთია! წიგნს ადრე საპირფარეშოშიც კითხულობდნენ!!! დღეს ფულისთვის იყიდებიან!!! ზოგს კი უბრალოდ საპირფარეშოში უდევს წიგნი თაროს მაგივრად!!! მთავარი ერთია! წიგნს ადრე საპირფარეშოშიც კითხულობდნენ!!!
7. ბატონო დავით, ნამდვილად გეთანხმებით, მწარეა სიმართლე და თვალის გასწორება უკვე ერთი ნაბიჯია..... მე ქართულის მასწავლებელი გახლავართ და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, თუ რაღაც მკვეთრი შემობრუნება არ მოხდა სულიერებისა და ცოდნისაკენ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, ამ ე.წ. სასკოლო რეფორმის შედეგად, უახლოეს 10-15 წელიწადში, როცა ძველი თაობა სულ წავა ასპარეზიდან, ჩვენ, ელემენტარულად, მასწავლებელი და ექიმი გვეყოლება საძებარი... და ეს მაშინ, როცა საოცრად გონებაგახსნილი და სწავლას მოწყურებული ახლგაზრდები გვყავს, პირდაპირ სულიერი შიმშილია... იცით, როგორ მოელიან ჩვენგან ნათელ სიტყვას?!... ჯერ მოელიან! ჯერ! მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მერე არ ვიცი.... პატივისცემით... უბრალოდ გულგრილი ვერ დავრჩი, იმდენად საჭირბოროტო საკითხს შეეხეთ და მაპატიეთ, თუ ცოტა სიტყვა გამიგრძელდა.... ბატონო დავით, ნამდვილად გეთანხმებით, მწარეა სიმართლე და თვალის გასწორება უკვე ერთი ნაბიჯია..... მე ქართულის მასწავლებელი გახლავართ და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, თუ რაღაც მკვეთრი შემობრუნება არ მოხდა სულიერებისა და ცოდნისაკენ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, ამ ე.წ. სასკოლო რეფორმის შედეგად, უახლოეს 10-15 წელიწადში, როცა ძველი თაობა სულ წავა ასპარეზიდან, ჩვენ, ელემენტარულად, მასწავლებელი და ექიმი გვეყოლება საძებარი... და ეს მაშინ, როცა საოცრად გონებაგახსნილი და სწავლას მოწყურებული ახლგაზრდები გვყავს, პირდაპირ სულიერი შიმშილია... იცით, როგორ მოელიან ჩვენგან ნათელ სიტყვას?!... ჯერ მოელიან! ჯერ! მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მერე არ ვიცი.... პატივისცემით... უბრალოდ გულგრილი ვერ დავრჩი, იმდენად საჭირბოროტო საკითხს შეეხეთ და მაპატიეთ, თუ ცოტა სიტყვა გამიგრძელდა....
6. ასეა, სამწუხაროდ ასეა, სამწუხაროდ
5. "რუსთაველის დროსაც იყო ომები, არასტაბილურობა ქაოსური დინამიკა ........მაგრამ დაიწერა ხომ ასეა" სიახლე ისტორიოგრაფიაში, ''ოქროს ხანასთან" საკვირველად მოგებულ ომებთან _ დღევანდელი პერიოდის პარალელი. უხეშად, რომ არ ვთქვათ, ცოტა უხერხულია მგონი. "რუსთაველის დროსაც იყო ომები, არასტაბილურობა ქაოსური დინამიკა ........მაგრამ დაიწერა ხომ ასეა" სიახლე ისტორიოგრაფიაში, ``ოქროს ხანასთან" საკვირველად მოგებულ ომებთან _ დღევანდელი პერიოდის პარალელი. უხეშად, რომ არ ვთქვათ, ცოტა უხერხულია მგონი.
4. ცოტას წავიჭორებ ...თქვენს კომენტარებთან ერთად გვანტსულას ...არც წაუკითხია და კომენტარიც არ დაზარებია...:) გიოს ....კი მიუსამძიმრებია განწყობა :) ჭა...... კი ჩანს, რომ ერთგულია...შეუძლია ყველა ადამიანს გაუგოს ანუ ძაან ინტელექტუალურია მისი ნათქვამი ...მიხარია როცა იშვიათ მარცვლებს ვამჩნევ....გაიხარე კარგი ვინმე ხართ :) მე კი ასე შევაფასებდი დავითის ნათქვამს თემაში ძაან დიდი რესურსებია ვიდრე თქვენი ლოგიკით აღწერილი
რუსთაველის დროსაც იყო ომები , არასტაბილურობა ქაოსური დინამიკა ........მაგრამ დაიწერა ხომ ასეა:) ასე რომ დღეს, რაც იყიდება ცარიელი ფურცლები, იმაზე რა რაოდენობით სიბრძნეა დაწერილი ან კიდევ სხვა თემებით დატვირთული ამ სტატისტიკას კი უფრო ეკონომიური დახრა ააქვს ...ასე იკითხება წამატებები :) ცოტას წავიჭორებ ...თქვენს კომენტარებთან ერთად გვანტსულას ...არც წაუკითხია და კომენტარიც არ დაზარებია...:) გიოს ....კი მიუსამძიმრებია განწყობა :) ჭა...... კი ჩანს, რომ ერთგულია...შეუძლია ყველა ადამიანს გაუგოს ანუ ძაან ინტელექტუალურია მისი ნათქვამი ...მიხარია როცა იშვიათ მარცვლებს ვამჩნევ....გაიხარე კარგი ვინმე ხართ :) მე კი ასე შევაფასებდი დავითის ნათქვამს თემაში ძაან დიდი რესურსებია ვიდრე თქვენი ლოგიკით აღწერილი
რუსთაველის დროსაც იყო ომები , არასტაბილურობა ქაოსური დინამიკა ........მაგრამ დაიწერა ხომ ასეა:) ასე რომ დღეს, რაც იყიდება ცარიელი ფურცლები, იმაზე რა რაოდენობით სიბრძნეა დაწერილი ან კიდევ სხვა თემებით დატვირთული ამ სტატისტიკას კი უფრო ეკონომიური დახრა ააქვს ...ასე იკითხება წამატებები :)
3. საქართველო, უპირველესად, ეს არის ქართული კულტურა. ამიტომ წიგნების სასაფლაოდან ქართველი მოქალაქეების ამოუცნობი ცხედრების საერთო სასაფლაომდე, ერთი ნაბიჯია. --ყველას ასე სწორად რომ სტკიოდეს საქართველო...ე. ი. ქართული კულტურა, ალბათ გვეშველებოდა რაღაც... მადლობა თქვენ ასეთი სიყვარულისთვის... საქართველო, უპირველესად, ეს არის ქართული კულტურა. ამიტომ წიგნების სასაფლაოდან ქართველი მოქალაქეების ამოუცნობი ცხედრების საერთო სასაფლაომდე, ერთი ნაბიჯია. --ყველას ასე სწორად რომ სტკიოდეს საქართველო...ე. ი. ქართული კულტურა, ალბათ გვეშველებოდა რაღაც... მადლობა თქვენ ასეთი სიყვარულისთვის...
2. მე არ დამეზარა და მშვენიერი იყო. ზუსტად ვეთანხმები ბატონ დავითს და ვიზიარებ განწყობას! მე არ დამეზარა და მშვენიერი იყო. ზუსტად ვეთანხმები ბატონ დავითს და ვიზიარებ განწყობას!
1. წაკითხვა მეზარება ამრა სათაურს ვეთანხმები :D წაკითხვა მეზარება ამრა სათაურს ვეთანხმები :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|