თმათეთრი,ხალისიანი თიბავს და თიბავს პაპა, ტყეს აშრიალებს ნიავი, ჰყვება ღრუბლების ამბავს. იქვე ბიჭუნა რომ მოჩანს, შვილიშვილია მისი, პაპას ყველაფერს უჯერებს: წყალს ეზიდება ცივ-ცივს, სათიბთან საჩრდილობელი ქოხიც წამოდგა მისთვის, სკოლაშიც,სკოლის გარეთაც სულ მისი ქება ისმის, სახელად ჰქვია არმაზი, გულს გაიმეტებს სხვისთვის.
უეცრად პაპა დაეცა, ფეხი გაიჭრა ცელით, არმაზი დანაღვლიანდა, თვალზე მოადგა ცრემლი. _ნუ ტირი_ პაპა ამშვიდებს_ შენ ხარ იმედი ჩემი, აგერ ტყის პირას აბია ჩვენი ჭკვიანი ცხენი, მოახტი,წადი სოფელში (საქმე არაა ძნელი), მეზობლებს შეატყობინე, შემომაშველონ ხელი. არმაზიც ასე მოიქცა, ცხენით დაღმართზე მიჰქრის, პაპას დროულად უშველოს_ ესაა მისი ფიქრი… აგერ სოფელიც გამოჩნდა ლურჯი მდინარის იქით.
პაპა წევს, სტკივა ჭრილობა, მზემ აიწია ცხელა, ჰა,მეზობლებიც მოვიდნენ (ზოგი კი არა,ყველა!): ბერდია,გაგა,გიორგი, გოგოთური და გელა, წინ მოუძღოდათ არმაზი პატარა,ნერგისხელა.
წიფლის ტოტების საკაცით წამოიყვანეს პაპა, ჭრილობა მალე მოურჩა, სულ ერთ კვირაში,აბა!
პაპას ღიღინი,ცელის ხმა სათიბში ისევ ისმის, იქვე არმაზი ფუსფუსებს, გადამრჩენელი მისი, ხან წყალი მოაქვს ხევიდან, ხან ქოხს აკეთებს მისთვის, ასე რომ უყვარს სუყველას, არის ნამდვილად ღირსი, ვაშლს და ჩურჩხელას კი არა, გულს გაიმეტებს სხვისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ++ არმაზი პატარა,ნერგისხელა. :) ++ არმაზი პატარა,ნერგისხელა. :)
29. მშვენიერია...555555 მშვენიერია...555555
28. გულისგულამდე ჩამწვდომი, სიკეთის მატარებელი და თბილი ლექსია.ასეთი ლექსები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში...რათა ბავშვები მიეჩვიონ ახლობელთა, და საერთოდ ადამიანისათვის თავდადებას, ზრუნვას, სიყვარულსაც სწავლა სჭირდება ამ დაუნდობელ და გულგრილ სამყაროში...თავადაც ბავშვი ხართ სულით, ამიტომაც გამოგდით ასე გულწრფელი და თბილი ლექსები. :) გულისგულამდე ჩამწვდომი, სიკეთის მატარებელი და თბილი ლექსია.ასეთი ლექსები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში...რათა ბავშვები მიეჩვიონ ახლობელთა, და საერთოდ ადამიანისათვის თავდადებას, ზრუნვას, სიყვარულსაც სწავლა სჭირდება ამ დაუნდობელ და გულგრილ სამყაროში...თავადაც ბავშვი ხართ სულით, ამიტომაც გამოგდით ასე გულწრფელი და თბილი ლექსები. :)
26. 9საოცრად თბილი და ტკბილი 9საოცრად თბილი და ტკბილი
24. მოგიკითხე ანთა მოგიკითხე ანთა
23. ძალიან თბილი და კეთილი ლექსია, ნამდვილად საბავშვო და სასიამოვნო!:) ძალიან თბილი და კეთილი ლექსია, ნამდვილად საბავშვო და სასიამოვნო!:)
22. შესანიშნავი ლექსია, ვაჟა :)
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
პი. ეს. ვ.წ.გ. :D შესანიშნავი ლექსია, ვაჟა :)
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
პი. ეს. ვ.წ.გ. :D
21. საოცრად თბილი ლექსია! საოცრად თბილი ლექსია!
20. კარგი საბავშვო ;;) კარგი საბავშვო ;;)
19. ცოტა მეგრძელა. სხვაფრივ არაუშავს :) ცოტა მეგრძელა. სხვაფრივ არაუშავს :)
18. მშვენიერია.... ბავშვობაში მაბრუნებთ! გმადლობთ! :) მშვენიერია.... ბავშვობაში მაბრუნებთ! გმადლობთ! :)
17. ვ.წ.გ. ( :)) ) ვ.წ.გ. ( :)) )
16. ვეთანხმები ნეკერას, ძალიან სუფთა და ბავშვურია ვეთანხმები ნეკერას, ძალიან სუფთა და ბავშვურია
14. რა ლამაზია, მგოსანო, სამყარო თქვენგან ნაქარგი, ვინც მას არ იცნობს, ვაიმე, რამდენ რამე აქვს ნაკარგი, სიბრძნეა ვაჟის-ფშავლისა და სისადავე აკაკის! რა ლამაზია, მგოსანო, სამყარო თქვენგან ნაქარგი, ვინც მას არ იცნობს, ვაიმე, რამდენ რამე აქვს ნაკარგი, სიბრძნეა ვაჟის-ფშავლისა და სისადავე აკაკის!
13. ძალიან სუფთა და ბავშვურია :) ძალიან სუფთა და ბავშვურია :)
10. მოგიკითხეთ :) ვეთანმხები ია-იას :) მოგიკითხეთ :) ვეთანმხები ია-იას :)
9. რა საყვარელი საბავშვოები გააქვს? :) რა საყვარელი საბავშვოები გააქვს? :)
8. ძალიან საყვარელია :) ძალიან საყვარელია :)
7. კარგია მეგობარო!!! კარგია მეგობარო!!!
6. ტყეს აშრიალებს ნიავი, ჰყვება ღრუბლების ამბავს. -ეს ამბავიც ლამაზი იქნება, პაპას ამბავივით...5 ტყეს აშრიალებს ნიავი, ჰყვება ღრუბლების ამბავს. -ეს ამბავიც ლამაზი იქნება, პაპას ამბავივით...5
5. გაიხარე, ანთა! 5 გაიხარე, ანთა! 5
3. ძალიან კარგია,მეც მომინდა ბაბუასთან ერთად სათიბში წასვლა. ძალიან კარგია,მეც მომინდა ბაბუასთან ერთად სათიბში წასვლა.
2. კარგი იდილიაა, ლამაზადაა წრებრუნვა დახატული. კარგი იდილიაა, ლამაზადაა წრებრუნვა დახატული.
1. კარგია,საყვარელი:) კარგია,საყვარელი:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|