ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკი555
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2009


,,სიოს დარდი..

სიო ლამობს მელამუნოს ტანზე ნაზად,
და ამბორით მიჩურჩულოს თავის დარდი.
ვით ოტელო,თავის მიჯნურს,დეზდემონას,
მერამდენედ მიმეორებდს,შემიყვარდი.

მერამდენედ მიმეორებს,რომ ამ ქვეყნად,
გაბატონდა მარტოსული დარდიმანდი.
შეეცადე,არ ჩაქოლონ შენი გრძნობა,
შეეჭიდე,შეებრძოლე,გაუმკლავდი.

და ვარსკვლავი,მიჯაჭვული ცის კიდეზე,
გაბრუებულ იათა გუნდს ესალმება.
ნუთუ მართლა წყვდიადია ჩემს გარშემო.
ამ ზღაპარში არასოდეს არ თენდება.

ჩემს გულს ისევ დაპატრონდა შავი ნისლი,
იმედები საპნის ბუშტებს ემსგავსება.
დარაჯივით დაუდექი გრძნობებს,თორემ,
სიოსავით ჩაგიფრენს და გაგშორდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები