 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2020 |
ხანდახან სიმღერა სწყურია გულს, მაგრამ მას სიჩუმე ბადრაგად თან ახლავს, გულს სურს, რომ ამღერდეს, გონება სდუმს, არ არის გონება ამ გულის თანახმა.
ნუთუ ტკივილმა, ნუთუ სიკვდილმა, აჯობა სილაღეს, სიცოცხლე დამარხა, ნუთუ დაგაბნია ზურგსუკან ქირქილმა, თავს ვეღარ პოულობ, არ იცი სადა ხარ?!
ო! როგორი ბნელი ლაქები დაწოლილან აქ ტვინის წუმპეში და უქმად გაქონილან... ადრეულ ჭაღარას გრძნობებიც დაჰყოლილან, უკვალოდ დაკარგულან, ვითომდა არც ყოფილან...
ეხ, უსამართლო ცხოვრების სიმრუდევ! არ მძალუძს ბოლომდე ტკივილის გამხელა, და ჩუმად ვბუტბუტებ თან ცრემლად ვიგუბებ, გულის ამონანთხევს სანთლებთან სათქმელად.
თითქოს ცა ელავსო და აქ ირგვლივ ჩემს ახლოს ფარდა არ ეშვება და არც ფონი არსად სჩანს, წარსულს კი არ ნებავს მომავალს ეახლოს, აზრები გაჩენილან გრძნობების ჯალათად!!!!!!!!
ნუგზარ ბაკურაძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|