(ძველი ალბომიდან) ამ ნასახლართან ბავშვობას
თუ ჩამოასვენებ, ბროწეულის ხე ნაღვერდალით ჩინჩხლებს დაინთებს, გაეხვევიან აბრეშუმის შესამოსელში გვირილები და გაჰყვებიან დახვატულ მინდვრებს, ჩანჩქერის ძირას, ფაფარაყრილ წაბლა ულაყებს, დაედევნები და ჩქერებში რომ დააფეთებ, შიშველი ფეხით გადათელავ ბალახ-ბულახებს, ეკალ-ბარდებზე შეატოვებ კაბის ნაფლეთებს. საპოვნელებით რომ დაჩითავ გზა-გზა რიკულებს, ბეღურებივით დასხდებიან ხეზე კვირტები. ნაკადულიდან პეშვს აივსებ, შემოიპკურებ, მაყვლებს დალალავ დაკაწრული მტევნის თითებით, მცხუნვარე ხვატი აიკიდებს ღელედან ალმურს, ქარი დააფრთხობს ჩირგვიანში შურთხს და ხარირემს, იმ, ორღობიდან მოჭვრიტინე სიყვარულს ფარულს, მოგონებების მწვანე ხეზე აგიყვავილებს, ამ ნასახლართან,ბავშვობას თუ ჩამოასვენებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ზარქუა. 2020-12-10 02:05:01 მეც, გეთანხმებით. აჯობა, ასე. მადლობა. ზარქუა. 2020-12-10 02:05:01 მეც, გეთანხმებით. აჯობა, ასე. მადლობა.
6. "შიშველი ფეხით გადათელავ ბალახ-ბულახებს" - აქაც ზედიზედ 2 ტაეპში "რომ"-ს ავცდებით. კარგი ლექსია +5 "შიშველი ფეხით გადათელავ ბალახ-ბულახებს" - აქაც ზედიზედ 2 ტაეპში "რომ"-ს ავცდებით. კარგი ლექსია +5
5. გილო. 2020-09-28 11:30:37
კარგი, ასე დავწერ,გიო. როგორც მითხარი. გილო. 2020-09-28 11:30:37
კარგი, ასე დავწერ,გიო. როგორც მითხარი.
4. ეკალ-ბარდზე რომ შეატოვებ კაბის ნაფლეთებს - აქ ხომ არ ჯობდა შემდეგნაირად: ეკალ-ბარდებზე შეატოვებ კაბის ნაფლეთებს. თანაც ,,რომ'' შემსუბუქდებოდა. ვაფასებ. ეკალ-ბარდზე რომ შეატოვებ კაბის ნაფლეთებს - აქ ხომ არ ჯობდა შემდეგნაირად: ეკალ-ბარდებზე შეატოვებ კაბის ნაფლეთებს. თანაც ,,რომ`` შემსუბუქდებოდა. ვაფასებ.
3. ჩემთვისაც ნაცნობი კადრებია და თან მშვენიერი. ჩემთვისაც ნაცნობი კადრებია და თან მშვენიერი.
2. ჩამოასვენებ - საინტერესო ზმნაა. პირველად დავუკვირდი, რამდენი პლანი ჰქონია. ჩამოასვენებ - საინტერესო ზმნაა. პირველად დავუკვირდი, რამდენი პლანი ჰქონია.
1. რა ლამაზი კადრებია.
რა ლამაზი კადრებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|