ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალალო
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2020


დაფრთიანება

უნდა დავწერო, ყველაფერი თუნდაც წამომცდეს,
ოღონდ გრძნობებმა მშრალ ფურცელზე ლექსად გაჟონოს,
რადგან ფიქრები დაცლის, ნთხევის სურვილს გამოსცემს,
უნდა დავწერო!!!... შვებისაგან რომ გამაჟრჟოლოს..

იქნებ ამიხსნათ, ცისარტყელას ვინ ძარცვავს, არბევს,
რატომ არავინ ესარჩლება ფერებს, კოპწიას,
ანდა ის ჩიტი..ხეზე როა.. რას ფიქრობს ამდენს..
რად ამჯობინებს უგზო-უკვლოდ, მარტო პორწიალს..

ორსულადა ვარ!! ოცნებებზე  სხვა რა იფიქრეთ?!
მე ასე ვშველი უსაშველოდ უფერულ წუთებს..
რა ლამაზად ხტის არა? ის ჩიტი.... აქეთ და იქეთ..
ფრთების გაცრეცვას ბუმბულისგან- ნუ დაუწუნებთ..!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები