ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ხელები თითების ბალიშებით მაქვს შეერთებული და ვფიქრობ: რა ჩემი ფეხები დავწერო, როცა არაფერი მაწუხებს? როდესაც, ის ერთადერთი ვიპოვე, რომელსაც ჩემი უთქმელად ესმის, მარტოსული პოეტი სულში ჩამიძაღლდა. მის მყრალ გემოს, ყოველ დილით, თვალების გახელვისათანავე ვგრძნობ. ჰო მარტო გვამი დარჩა, ჩიზბურგერით გამოყორილ მუცელში სადღაც. იქნებ ნიჰილიზმით გაწამებულ, ოცდაათი წლის თინეიჯერზე დავწერო, რაიმე მასაზე გათვლილი სიბანძე. იმის იმედით, რომ საკუთარ თავებს ამოიცნობენ და მომიწონებენ. მეტი რამინდა? რაიმე უცნაური ფსიქოლოგიური დაავადება რომ დავგუგლო და მთავარი პერსონაჟი გამოვაცხო ? დანარჩენი თავისით მოვა. არა, კი ვიცი რომ წერა არ შემიძლია, მაგრამ არც სხვებს რომ არ შეუძლიათ და მაინც წერენ. თან წიგნად. თან აქვეყნებენ. თან ჰყიდიან. მკითხველიც კი ჰყავთ. ლეპტოპი დავკეცე. ისევ გავხსენი. ფეხზე ავდექი და ოთახში გავიარე. ნუთუ ნორმალურია შეწუხებული ვიყო იმით რომ ბედნიერი ვარ? „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ..“ რაღაც ესეთი გამოვიდა. ეს კი მარა, არაა, არაფერი გამოდის. თანამედროვეობის, ბილწსიტყვაობით სავსე, ეპოსი ხომ არ დამეწერა. სხვანაირად არც გამოვა. მძღნერი სიტყვების ხმარება ხომ ტრენდულია. შენ: შენ რა ტვინი მოტყანი თუ არ იცი რა დაწერო ნუღა ყლეობ და ტრაკი დააყენე. კაცობრიობა დიდი, სუნიანი, შავი ხვრელისკენ (ტრაკის დაწერა ტავტოლიგია გამოდიოდა), რომ პროგრესირებს, ამასთან ვერაფერს ხვდება, რადგან ამ სიტყვის არსი მხოლოდ დადებითად ესმის. მაგაზე დაწერაც არ გამომივა. ზედმეტად სუბიექტური აზრია. რომელი პლატონი მე ვარ იდეალური სახელმწიფო წყობა ჩამოვარაკრაკო? თან დიდი ალბათობით გოიმობას შემომტენიან. მე გოიმს (ტავტოლოგია არა ტრაპი). ბევრი ესეთი ვარიანტი რომ ჩამოვწერო. რამდენიმე გვერდი გავავსო და ბოლოს არაფერსაც არ დავწერთქო, რომ დავწერო (ისევ) ? ფუ რა სირობაა. ჰოდა არაფერსაც არ დავწერ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რაიმე უცნაური ფსიქოლოგიური დაავადება რომ დავგუგლო,,, რაიმე უცნაური ფსიქიკური დაავადება.... ალბად ასე დაწერა გინდოდა, თორემ ჩემზე უკეთესად იცი, რო არანაირი ფსიქოლოგიური დაავადება არ არსებობს. რაიმე უცნაური ფსიქოლოგიური დაავადება რომ დავგუგლო,,, რაიმე უცნაური ფსიქიკური დაავადება.... ალბად ასე დაწერა გინდოდა, თორემ ჩემზე უკეთესად იცი, რო არანაირი ფსიქოლოგიური დაავადება არ არსებობს.
1. ძალიანაც კარგი! :)
ძალიანაც კარგი! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|