 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 26 დეკემბერი, 2020 |
ღამეა,წვიმიანი ღამე, ცივა და უშენობით მცივა, ვითვლიდი შენთან ყოფნის წამებს, ფოთლებიც რა უდროოდ ცვივა... ასფალტის გამყოფი ხაზით, შენთან მოსასვლელ გზას მოვსდევ, ფასი რომ ეკარგებათ ფრაზებს და აზრი ეკარგება მოსვლას. ეს ღამეც ალბათ მალე გავა, გზებიც ვეღარაფერს მომცემს, და არვინ გაიხსენებს ნავალ გზებსა და ჩამოცვენილ ფოთლებს... მიყვარდი,მიყვარხარდა და კიდევ, ამ გრძნობით გაირბენენ წლები, ბურჯები ვეღარ უძლებს ხიდებ, მე შენთან მოვდივარ და ვხვდები, რომ გზები ,ეს ღამე და წვიმა , ჩემია ,მოვიგონე რადგან, უშენოდ,უსაშველოდ მცივა, უშენოდ ამ პლანეტას ვკარგავ. კვლავ გზები,ეს წყეული გზები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ტრივიალურზე ტრივიალურია სათქმელი. რიტმი - ნაკლებად დამუშავებული. ტრივიალურზე ტრივიალურია სათქმელი. რიტმი - ნაკლებად დამუშავებული.
2. მიყვარს ასეთი რიტმი ლექსში. სასიმღეროა. მიყვარს ასეთი რიტმი ლექსში. სასიმღეროა.
1. გზების ბრალი არაა...
კარგი ლექსია.
გზების ბრალი არაა...
კარგი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|