ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2020


--

და თვქვენ თუ იცით რალამაზია,
ლურჯი ფიფქებით სავსე მიწური?
ანგელოსი რომ უხმო სიმღერით
ცის კაბადონზე დინჯად მიცურავს.

და თქვენ თუ იცით რა ლამაზია
უსასრულობის ბოლო ლანდები.
მაშინ როდესაც ახალგაზრდობის
ბოლო წუთები წარსულს ბარდება.

და თქვენ თუ იცით რა ლამაზია
ხმა უსასრულო- ექოს ხმაური.
იყვარულია ძალზედ ლამაზი.
სითეთრი,მთრთოლვარე.მისი აურა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები