 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 25 თებერვალი, 2009 |
3თავი
მეცხრე თვეა მოგვები გზას ადგანან იდუმალს, უამრავი ქალაქი მათ წინ ამოზიდულა, ფათერაკით გაცურეს ზღვებია თუ ტბებია, ოკეანის დუღილი ბევრჯერ დასიზმრებიათ, ბავშვობიდან მოგვები სიბრძნეს ეწაფებოდნენ, აკითხავდნენ ქვეყნების სამკითხველო შენობებს, მოსეს წიგნი ისწავლეს ათი მცნების თანახმად, ამიტომაც ღვთის მადლი სულ ყოველთვის თან ახლდათ. შეისწავლეს ვარსკვლავთა იდუმალი ნათება, და ხვდებოდნენ ამ ქვეყნად ვინ სად დაიბადება. რომელ ქალაქს მოელის შიმშილი და სიცივე, ერთხმად გაითავისეს წუთისოფლის სიმძიმე, ამიტომაც მოგვები ხალხს შველოდნენ მუდამდღე დავრდომილებს, კეთროვნებს სასწაულით კურნავდნენ, ფეხით შემოიარეს ინდოეთი, სპარსეთი, ოსმალეთი, თურქეთი, კოლხეთი თუ ლაზეთი, აფრიკის და ეგვიპტის უდაბნო თუ გორები, თავის თვალით იხილეს მიწისძვრები, ომები, სიმართლისთვის ვინც იბრძვის ტანჯვას უნდა ელოდეს, ვერ გაექცნენ მოგვებიც, პირქუშ საპყრობელოებს, ხარბად უწამებიათ, სისხლით დასვრილ ჯალათებს, ბევრჯერ გამოქცევიან სასიკვდილო განაჩენს. და რაც უფრო უძლებდნენ წუთისოფლის გამოცდას, გრძნობდდნენ ღმერთის სიყვარულს ზეციდან რომ გამოსცა. ნათელ ვარსკვლავს მოგვები ახლა რომ მიჰყვებიან, რუდუნებით ელოდნენ ისაია, ელია, როცა ცოდვილ სამყაროს წყალი გადაეფინა, ნოე ზეცას უმზერდა, რომ ვარსკვლავი ეხილა, მას მიუძღვნა ფსალმუნნი დიდმა მეფე დავითმა, მის თვალებში ლოდინი არ ჩამქრალა წამითაც. მიდიოდნენ ღმერთისკენ კიდობნით, თუ სინას მთით, ჭირთათმენით, სიკეთით, სიყვარულით, სინათლით, რათა ისევ ეხილათ რაც ადამმა დაკარგა, მისულიყვნენ სიცოცხლის მარადიულ ვარსკვლავთან, მაგრამ იგი ვერცერთმა ვერ იხილა რატომღაც და რვა თვის წინ უეცრად ცის კიდურზე გამოკრთა, სასწაული მოგვებმა უცებ ვერ დაიჯერეს, დააბრალეს ჩვენებას, უძლურებას,სიბერეს, მაგრამ მისი კაშკაში ცაზე რომ არ ქრებოდა, მაშინ მიხვდნენ, რომ ქვეყნად სასწაული ხდებოდა. და აქლემებს აჰკიდეს მური, ოქრო, გუნდრუკი, გადიარეს უდაბნო სიცხით შემოსუდრული და ჰეროდეს ქალაქში რვა თვის მერე ჩავიდნენ, აქ დარჩენა ინებეს სამი ღამე,სამი დღე, გადაწყვიტეს ენახათ მძიმე ავადმყოფები, ბევრი კიდეც განკურნეს გულმხურვალე ლოცვებით და როს ცაზე მიეცათ წასასვლელი ნიშანი, ვარსკვლავს უთხრეს, შენა ხარ, ჩვენი გზაც და მიზანიც. გაგვიძეხი, გვანახე, ვისაც ასე მოველით, რომ დიდებით აენთოს, აკაშკაშდეს ყოველი, წუთისოფლით დაღლილებს გვეპატიოს ცოდვები, ამოხეთქოს ნათელმა სიყვარულის ყლორტები, რომ შენს ფერხთით დაიმსხვრეს, ბოროტების მახვილი, აშრიალდეს სიცოცხლე იდუმალი ბაღივით. მიუძღოდათ ვარსკვლავი უხილავი ბილიკით, რომ უეცრად ბზუილით მათ წინ წარსდგა შიკრიკი. შ ი კ რ ი კ ი გესალმებით, დიდი გზა გაგივლიათ გეტყობათ, ძვირფასებო მიმიღეთ მასპინძლად და მეგობრად, ასე გვიან ნეტავი, საით გაგიწევიათ! ჰეროდ მეფე მოგიხმობთ, ოქროს დარბაზებიდან, დიდი მეფე ჰეროდე, ისე არვის გაუშვებს, თუ ძვირფასი საჩუქრით არ აუვსო საუნჯე. ალბათ მისი სიკეთე თქვენც გსმენიათ მგზავრებო, წამობრძანდით, თქვენ გელით, ჰეროდ მეფის სამეფო. რადგან მეფის ხელები ძლიერია მთასავით, შედგნენ ჩვენი მოგვები, ცაზე შედგა ვარსკვლავიც. მათ წინაშე გაიღო ალაყაფის კარები, მეფე არ ჩანს, მაგრამ ჩანს მეფის დიდი თვალები, დარბაზებში დადიან დაქანცული სტუმრები, მეფე არ ჩანს, მაგრამ ჩანს მეფის დიდი ყურები. დარბაზები სიმდიდრით პირთამდეა აწვდილი, მეფე არ ჩანს, მაგრამ ჩანს მეფის ცნობისწადილი. მოგვებს მეფის სიმუხთლე კარგად მოეხსენება, მკაცრი კვერთხით სამეფო სისხლისფერად შეღება, ჰეროდ მეფეს მსახურნიც შიშით ემალებიან, სისხლის სუნი გამოდის, ბნელი სარდაფებიდან. მაგრამ რა ქნან მოგვებმა?! მეფე მბრძანებელია, მისი ტახტი დიდია, მისი ხელი გრძელია, რომც ეცადო მრისხანეს ვერსად დაემალები, ყველა კუნჭულს ხედავენ, მისი დიდი თვალები. აგერ, მეფის დარბაზიც, შემოსილი დიდებით, გამოდიან, შედიან, ელჩები, თარჯიმნები. ჰეროდ მეფის დარბაზი ოქროსია მთლიანად, ოქროს კვერთხი უბყრია ხელში იმედიანად. მას ვერავინ წაართმევს, ლაშქარიც რომ შეკრიბოს, კვერთხზე თვალიც რომ დარჩეს იმ პირს იქვე შეიპყრობს, მერე თვალებს ამოთხრის, გაუმწარებს სიცოცხლეს, რათა მეფის ფეხევქვეშ ცა და მიწა იძვროდეს. საიდუმლოდ იბარებს მეფე განთქმულ მკურნალებს, და მრისხანე მმართველი ყოველდილით უბრძანებს, უკვდავების წამალი მისთვის გამოიმეტონ, მარადჟამს რომ იცოცხლოს, მარადჟამს რომ იმეფოს. ექიმებიც ცრუობენ, აბრუებენ წამლებით, გულბოროტმა მმართველმა რომ არ დასჭრას თავები, წამლებს მეფე ჰეროდე იწუნებს და იწონებს და ჰგონია მიიღო საუკუნე სიცოცხლე... ეს მოგვებიც ჰეროდეს ჭიანჭველებს აგონებს, მათთვის გაიმეტებდა დილეგებს ან საღორეს! მაგრამ მას სურს ვარსკვლავზე ყველაფერი შეიტყოს, სხვას გზადაგზა გადაწყვეტს, გაუშვას, თუ შეიპყროს... მეფისაგან მოგვები მართლაც რომ არ ელოდნენ, მათ შესვლაზე ტახტიდან, წამოიჭრა ჰეროდე. მაგრამ მეფე ტყუილად ნაბიჯსაც არ გადადგამს, მოგვებს უახლოვდება, სათქმელს წონის გზადაგზა, ბოლოს ეტყვის,, შევიტყვე ჩემთან ვარსკვლავს მოჰყევით, ამ ნიშანის მიხედვით მხსნელს და უფალს მოელით. თაყვანს მეც ვცემ თქვენს უფალს, მეც მის ბილიკს გავყვები, ვარსკვლავს მისჩერებიან ჩემი ციხის თაღებიც, ჩემი სასახლეები, ბაღები და ქუჩები. ყოველ ღამე იმ ვარსკვლავს კრძალვით ვეჩურჩულები... დღესვე წამოგყვებოდით, თაყვანს ვცემდი მესიას, მაგრამ მართოს ქვეყანა ყველამეფის წესია!.. წადით, მშვიდად იარეთ, წინ გიძღოდეთ ვარსკვლავი და როს შობას გაუწყებთ მისი უხმო კაშკაში, მეც თქვენს შორის მიგულეთ, უფალს ეცით თაყვანი მას ეკუთვნის დღეიდან ჩემი ზეცის თავანიც, მე თვითონაც ვეწვევი, დახმარებას გავუწევ, ოღონდ ადგილ-სამყოფი მისი ზუსტად მაუწყეთ, ახლაც უხვად გაგატანთ ოქროულს და ძვირფას თვლებს, ბედნიერი ის არის, ვინც მას უფალს მიართმევს. მართლაც მოატანინებს აუწონავ საუნჯეს და ერთ შიკრიკს მოგვებთან ერთად გზაზე გაუშვებს, რათა ზუსტად შეიტყოს პატარა ყრმის ალაგი, მეფის სკივრში განძი ძევს, მეფის გულში ღალატი. მიაცილებს ჰეროდე სტუმრებს რკინის კარამდე, დატვირთულებს გულუხვად ვერცხლითა და ღალატით... გულკეთილი მოგვები მეფეს უცებ მიენდნენ, და ვარსკვლავის შუქის ქვეშ, კვლავ ოცნებას მიეცნენ. უხარიათ ვარსკვლავმა ჰეროდეც რომ მოხიბლა, გაიმეტა საუნჯე მეფემ ძლევამოსილმა, და თან უკვირთ,მათ ახსოვთ იმ ქუჩების პარტახი, სადაც შიშად დაჰქროდა ჰეროდ მეფის მათრახი, სადაც ციცქნა ბავშვები ლანდებს დამსგავსებიან და ძლივს აფახუნებენ ქუთუთოებს ცრემლიანს. რა თქვან აღარ იციან, დაიღალნენ ცოტათი, აქლემებს ძლივს ჰკიდია ჰეროდ მეფის დოვლათი ... მოგვებმა თქვეს, რვა თვეა, რაც ამ ვარსკვლავს ვუცქერით, დღეს კი მისი კაშკაში დაიფარა ღრუბლებით. ეს ნიშანი ზეციდან არ ქვიქადის სიკეთეს, ჰეროდ მეფე ტყუილად ქვას არ გამოიმეტებს. გვმართებს დიდი სიფრთხილე, ერთმანეთის გატანა, მოდის ჟამი დიდების და ბობოქრობს სატანა! 4 თავი მართლაც შობის დღეებში, რისხვამ შეჰკრა ქვესკნელი, მხურვალე და პირქუში, მუდამ მსხვერპლის მძებნელი, გამოვიდა ბოროტი მათ წინ სიტყვით მქუხარით: ვიბრძოლოთ, რომ სამყაროს გამოვტაცოთ უფალი!!! და ამიტომ ვიჩქაროთ, აღარა გვაქვს ბევრი დრო, ჩვილი დროზე მოვნახოთ, ჩვილი დროზე შევიპყროთ. გავნაწილდეთ ფიქრებად ჰეროდ მეფის ლაშქარში, ქვესკნელს წვდება დიდებით მათი ხმლების კაშკაში. თვითონ მეფე ჰეროდეს მე გავუწევ სარდლობას, ხმალშემართულს ვასწავლი ყველა ხრიკს და მზაკვრობას. შთავაგონებ გულბოროტს, რომ ტახტს ჩვილი წაართმევს, გავხდი ძვირფას სამოსელს, სისხლის პერანგს ჩავაცმევ. მეფე შვილს გაიმეტებს, დედასა და მეგობარს, მაგრამ ტახტის დაკარგვა არაფრით არ ეთმობა. მართლაც, მეფე ჰეროდეს ფიქრი გაუადვილდა, რადგან თვითონ ეშმაკი მის სხეულში ჩავიდა, ასე უთხრა, შეკრიბე შენი ჯარი ულევი, გაილესეთ კბილები, გაიმაგრეთ გულები, ერთიანად დახოცეთ სადაც ნახავთ პატარას, ჰეროდ მეფეს ცეცხლივით დაუარა სატანამ. სწორედ ამ დროს ვარსკვლავი, ცით ბეთლემში შევიდა, და ქალაქი საოცრად გაანათა ზევიდან, ხალხის ტევა არ იყო ამ დღეს ბეთლემ ქალაქში, ვერ მონახეს მოგვებმა სულ პატარა ალაგიც, წუთით, რომ დაესვენათ, სადმე ჩამომჯდარიყვნენ, სწორედ ამ დროს გაიხსნა, მათ წინ ზეცის კარიბჭე, ჯოჯოხეთის მეფე კი არ ასვენებს ჰეროდეს, დამარცხება თავისი არ უნდა რომს სჯეროდეს, და რომ ნახა ამაოდ სდია ბილიკს სისხლიანს, შური თვითონ ჰეროდე გულბოროტზე იძია, დამბლა დასცა, შეჰყარა, სენი განუკურნელი, გაუხურა გონევა, როგორც ცხელი ღუმელი. წევს და კვნესის საბრალო, იკლაკნება საწოლში, აქეთ-იქით იხრება ჰეროდ მეფის სასწორი. ხან რომ მკვდარი ჰგონიათ უცებ ამოიოხრებს, ბოდავს,ძილშიც დაეძებს მარიამს და იოსებს. ჰეროდ მეფეს წამებით ბოლოს სული აღმოხდა და დიდების ვარსკვლავი კვლავ ზეცაზე გამოჩნდა, დადიოდა იესო ცოდვილ წუთისოფელში და მის ხელში თავიდან ცოცხლდებოდა ყოველი. ხალხში უხვად აფრქვევდა სიყვარულს და სიკეთეს, მადლობთ ღმერთო, შენ ხომ ძე ჩვენთვის გამოიმეტე. დიდება შენ ბეთლემო, უფლის ნამოსახლარო, შენს თაღებში მეტყველებს ღვთაებრივი სამყარო. ჩვენ უბრალო მოგვნი ვართ, ვარსკვლავის კვალს მივყვებით, შენს განთიადს ატყვია მაცხოვარის ფიქრები, შენზე უკეთ ვინ იცის კურთხეულო ქალაქო, როგორ შეხვდეს იესოს, ღმერთც ვით ელაპარაკოს. შენზე უკეთ ვინ იცის ნისლია, თუ ქარია, მტრისგან დევნილს ეგვიპტით, ვით წარუძღვეს მარიამს, შენზე უკეთ ვინ იცის, განშორების წუხილი, შენს კედლებში გაისმის ჯვარცმის ჭექა-ქუხილი. შენ მომსწრე ხარ აღდგომის, შენ ღვთის რწმენით გასძელი, შენ გალავნად გარტყია ამაღლების ნათელი!
დამთავრდა მეორე პოემაც, მადლობა ერთგულ მკითხველს. ჩემს მესამე პოემას, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებ ჰქვია :"სიყვარულში იწყები და ჩვენს გულებში სახლდები": და ეძღვნება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. საინტერეოა ++ საინტერეოა ++
19. შენ მომსწრე ხარ აღდგომის, შენ ღვთის რწმენით გასძელი, შენ გალავნად გარტყია ამაღლების ნათელი! + + + მომწონს. 5 შენ მომსწრე ხარ აღდგომის, შენ ღვთის რწმენით გასძელი, შენ გალავნად გარტყია ამაღლების ნათელი! + + + მომწონს. 5
18. მოგიკითხე მეგობარო! მოგიკითხე მეგობარო!
17. ამბავი ლექსად...-სიღრმეები წინა პოემაში უფრო იყო... ინტერესით წავიკითხე... ამბავი ლექსად...-სიღრმეები წინა პოემაში უფრო იყო... ინტერესით წავიკითხე...
16. რეპროდუქციული ფრაგმენტია თემის .................ნიჭს კი ააქვს ამბიცია მაგრამ,რაც შეეხება ინსპირაციას კი ვაკეში ურჩევნია სეირნობა წარმატებები......:)
რეპროდუქციული ფრაგმენტია თემის .................ნიჭს კი ააქვს ამბიცია მაგრამ,რაც შეეხება ინსპირაციას კი ვაკეში ურჩევნია სეირნობა წარმატებები......:)
15. პოემა, მაღალ შეფასებას იმსახურებს! გაიხარე ძმაო! 5555555555555555555555555555555555 პოემა, მაღალ შეფასებას იმსახურებს! გაიხარე ძმაო! 5555555555555555555555555555555555
13. ბატონო სოსო, იცით, სიტყვები არა მაქვს გამოვხატო ჩემი განცდები... ძალიან მომეწონა პოემა! განსაკუთრებით, ხატწერული იყო მოგვთა განცდები გზაში და ჰეროდეს სასახლეში... და შემდეგ სულ ბოლოს ფინალი... გმადლობთ! :) ბატონო სოსო, იცით, სიტყვები არა მაქვს გამოვხატო ჩემი განცდები... ძალიან მომეწონა პოემა! განსაკუთრებით, ხატწერული იყო მოგვთა განცდები გზაში და ჰეროდეს სასახლეში... და შემდეგ სულ ბოლოს ფინალი... გმადლობთ! :)
12. დღეს წავიკითხე ორივე ნაწილი და ძალიანაც ვისიამოვნეე :) დღეს წავიკითხე ორივე ნაწილი და ძალიანაც ვისიამოვნეე :)
11. 5
გკითხულობ ნადირ.. 5
გკითხულობ ნადირ..
10. ;)დიდი სითბოთი და პატივისცემით მოგიკითხეთ ;)დიდი სითბოთი და პატივისცემით მოგიკითხეთ
9. საოცარი უბრალოებითაა გადმოცემული მორწმუნე ადამიანის განცდები. საოცარი უბრალოებითაა გადმოცემული მორწმუნე ადამიანის განცდები.
8. გაიხარე ნადირო:)
პატივისცემით, განდი. არწივი. გაიხარე ნადირო:)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. ჩემი აზრი ცნობილია: მე მომწონს და დიდადაც ვაფასებ რელიგიურ თემაზე დაწერილ ნადირის პოემებს. ეს მრავალმხრივ საყურადღებო და საინტერესო პოეზიაა.
რაც შეეხება თამარის შენიშვნებს კორექტურაზე, უნდა აუცილებლად გაითვალისწინო, სოსო. ნუ გეზარება კორექტურის ჩასწორება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მკითხველმა სწორად გაიგოს, რასაც წერ. ჩემი აზრი ცნობილია: მე მომწონს და დიდადაც ვაფასებ რელიგიურ თემაზე დაწერილ ნადირის პოემებს. ეს მრავალმხრივ საყურადღებო და საინტერესო პოეზიაა.
რაც შეეხება თამარის შენიშვნებს კორექტურაზე, უნდა აუცილებლად გაითვალისწინო, სოსო. ნუ გეზარება კორექტურის ჩასწორება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მკითხველმა სწორად გაიგოს, რასაც წერ.
6. სოსო ყოჩაააღ!!! არაჩვეულებრივიაა!!! :) კარგი ხარ უდაოდ!!! ღმერთმა მოგცეს მხნეობა და კალამი მარად ახალგაზრდა!!! 5 სოსო ყოჩაააღ!!! არაჩვეულებრივიაა!!! :) კარგი ხარ უდაოდ!!! ღმერთმა მოგცეს მხნეობა და კალამი მარად ახალგაზრდა!!! 5
5. ვიცი, მეზარება ხოლმე ჩასწორება! ვიცი, მეზარება ხოლმე ჩასწორება!
4. სოსო, არაჩვეულებრივია... 5 კორექტურაა და გაასწორე...
ს ი კ რ ი კ ი --------> შიკრიკი
გესალმებით, დიდი გზა გაგივლიათ გჰეტყობათ, --------> გეტყობათ,
ოქროს კვერთხი უბყრია --------> უპყრია ხელში იმედიანად.
უკვდავების წამალი მისთვის გამოიმეთონ, --------> გამოიმეტონ,
ეს ნიშანი ზეციდან არ ქვიქადის სიკეთეს, -------- > გვიქადის
დამარცხება თავისი არ უნდა რომს ჯეროდეს, ---------> არ უნდა, რომ სჯეროდეს,
და დიდების ვარსკვლავი ლვლავ ზეცაზე გამოჩნდა, ----------> კვლავ
ჩვენ უბრალო მოგვნო ვართ, ---------> მოგვნი ვარსკვლავის კვალს მივყვებით,
:) ეს მხოლოდ კორექტურაა, სოსო...
სოსო, არაჩვეულებრივია... 5 კორექტურაა და გაასწორე...
ს ი კ რ ი კ ი --------> შიკრიკი
გესალმებით, დიდი გზა გაგივლიათ გჰეტყობათ, --------> გეტყობათ,
ოქროს კვერთხი უბყრია --------> უპყრია ხელში იმედიანად.
უკვდავების წამალი მისთვის გამოიმეთონ, --------> გამოიმეტონ,
ეს ნიშანი ზეციდან არ ქვიქადის სიკეთეს, -------- > გვიქადის
დამარცხება თავისი არ უნდა რომს ჯეროდეს, ---------> არ უნდა, რომ სჯეროდეს,
და დიდების ვარსკვლავი ლვლავ ზეცაზე გამოჩნდა, ----------> კვლავ
ჩვენ უბრალო მოგვნო ვართ, ---------> მოგვნი ვარსკვლავის კვალს მივყვებით,
:) ეს მხოლოდ კორექტურაა, სოსო...
3. ნაწარმოებები რელიგიურ თემაზე არ მიზიდავს. კარგად რომ წერ უდაოა! ნაწარმოებები რელიგიურ თემაზე არ მიზიდავს. კარგად რომ წერ უდაოა!
2. შეიხედეთ ჩემს დღიურშიც შეიხედეთ ჩემს დღიურშიც
1. სიამოვნებით გკითხულობთ და ველოდები შემდეგ პოემას! სიამოვნებით გკითხულობთ და ველოდები შემდეგ პოემას!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|